„სს „ჰეშ ბანკი“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №76
2025 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
1. „სს „ჰეშ ბანკი“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2025 წლის 21 მარტიდან 10 (ათი) თვის მანძილზე სს „ჰეშ ბანკმა“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.“.
2. „სს „ჰეშ ბანკისთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათელა თურნავა