“ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 01.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №396
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.584
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 10/05/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2006 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სიგრძის ერთეულები. |
| 2 | ფართობის ერთეულები. |
| 3 | მოცულობის ერთეულები. |
| 4 | მასის ერთეულები. |
| 5 | დროის ერთეულები. |
| 6 | სიჩქარის ერთეულები. |
| 7 | კუთხე სიბრტყეებს შორის. |
| 8 | სიბრტყეთა მართობულობა. |
| 9 | მონაკვეთი, მართობი და დახრილი. მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე. |
| 10 | კუთხე წრფესა და სიბრტყეს შორის. |
| 11 | ორწახნაგა კუთხე. ორწახნაგა კუთხის ზომა. |
| 12 | მრავალწახნაგა და მისი ელემენტები (წვერო, წიბო, წახნაგი). |
| 13 | პრიზმა და მისი ელემენტები (ფუძე, გვერდითი წახნაგი, გვერდითი წიბო, სიმაღლე, დიაგონალი). მართი პრიზმის დიაგონალური კვეთა. |
| 14 | პრიზმის კერძო სახეები (მართი პრიზმა, წესიერი პრიზმა, მართი პარალელეპიპედი, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი). |
| 15 | პირამიდა და მისი ელემენტები (წვერო, გვერდითი წიბო, ფუძე, გვერდითი წახნაგი, სიმაღლე). |
დოკუმენტის ტექსტი
“ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; position:relative; top:5.0pt;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt 35.95pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.584
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №396
2006 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებისა და ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ (1.03.06, №927/06) წარდგინების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ზოგადი უნარები დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) უცხო ენები დანართი 3-ის შესაბამისად:
გ.ა) რუსული;
გ.ბ) ინგლისური;
გ.გ) გერმანული;
გ.დ) ფრანგული.
დ) მათემატიკა დანართი №4-ის შესაბამისად:
დ.ა) ალგებრა;
დ.ბ) გეომეტრია;
დ.გ) სტერეომეტრია;
დ.დ) ზომის ერთეულები.
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები დანართი 6-ის შესაბამისად;
ზ) ლიტერატურა დანართი №7-ის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი №1
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში*
1. ქართული ენა
უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელმა გამოცდაზე უნდა გამოავლინოს ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი ქვემოთ მოყვანილი პროგრამის ფარგლებში. ტესტირებისას საგანგებო ყურადღება მიექცევა მეტყველების კულტურის საკითხებს.
ქართული ენა და მისი ადგილი მსოფლიო ენათა სისტემაში. ქართველური ენები. ქართული სალიტერატურო ენის დასაბამი და მისი განვითარების საფეხურები. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართული დამწერლობის წარმოშობა. ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურები. ქართული ენის უძველესი წერილობითი ძეგლები. ქართული ენის ძირითადი ლექსიკონები.
* საგამოცდო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: მზექალა შანიძემ, ელენე ბაბუნაშვილმა, თედორე უთურგაიძემ, ავთანდილ არაბულმა, ლადო მინაშვილმა, იუზა ევგენიძემ, თამაზ ჯოლოგუამ, გულავრი ჭარელიშვილმა, მიხეილ ქავთარიამ, თეიმურაზ ქურდოვანიძემ, ია ანთაძემ, ნონა ლეიაშვილმა, რუსუდან მეგრელიშვილმა.
ბგერა და ასო. ხმოვნები და თანხმოვნები. მარცვალი. ხმარებიდან გასული ასოები.
სიტყვა, მისი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა. სიტყვის მნიშვნელობის ცვლა: გაფართოება და დავიწროება. სინონიმები; ომონიმები; ანტონიმები; პარონიმები; დიალექტიზმები; არქაიზმები; ნეოლოგიზმები; ნასესხები სიტყვები; ბარბარიზმები; სიტყვათა მყარი შეხამებანი; ტავტოლოგია; კალკი; ატროფია.
მეტყველების ნაწილები; არსებითი სახელი, ჯგუფები შინაარსის მიხედვით, საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება; ზედსართავი სახელი, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები, ზედსართავ სახელთა ბრუნება დამოუკიდებლად და არსებით სახელთან ერთად; არსებითი სახელი მსაზღვრელად; რიცხვითი სახელი, რიცხვითი სახელების ჯგუფები, რიცხვითი სახელების ბრუნება; ნაცვალსახელი, ნაცვალსახელთა ჯგუფები, ნაცვალსახელთა ბრუნება. წარმოქმნილი და ძირეული სიტყვები, მარტივი და რთული სიტყვები; სიტყვათა შემოკლებით შეერთება; შემოკლებული დაწერა; ზმნა, ზმნის პირი და რიცხვი, ზმნისწინი, დრო, ასპექტი, კილო, გარდამავლობა, მწკრივები და სერიები, გვარი, ქცევა, კონტაქტი; სახელზმნა; ზმნიზედა; თანდებული; კავშირი; ნაწილაკი; შორისდებული.
წინადადება; სინტაქსური წყვილები, სინტაქსური ურთიერთობის სახეები; წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით; წინადადების წევრები; ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა რიცხვის მიხედვით; წინადადების სახეები აგებულების მიხედვით; მარტივი წინადადების სახეები; შერწყმული წინადადება, ერთგვარ წევრთა შეერთება; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები; რთული წინადადება, რთული თანწყობილი წინადადება, რთული ქვეწყობილი წინადადება, რთული ქვეწყობილი წინადადების გადაკეთება მარტივად და მარტივი წინადადებებისა რთულ ქვეწყობილად; პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. სასვენი ნიშნები, სასვენ ნიშანთა ხმარების წესები.
II. ქართული ლიტერატურა
აბიტურიენტმა უნდა იცოდეს:
I. მხატვრული ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები (ავტობიოგრაფია, ალეგორია, ალიტერაცია, ანდაზა, აფორიზმი, ბიოგრაფია, გაპიროვნება, გროტესკი, დიალოგი, ელეგია, ეპიგრაფი, ეპითეტი, ეპილოგი, ეპოსი, ექსპოზიცია, ზღაპარი, თემა, თქმულება, იგავარაკი, იდეა, ირონია, იუმორი, კალამბური, კვანძის შეკვრა და გახსნა, კომპოზიცია, კულმინაცია, ლეგენდა, ლექსი, ლირიკა, მეტაფორა, მითი, მოთხრობა, მონოლოგი, მოტივი, მხატვრული ენა, მხატვრული სახე, ნოველა, პეიზაჟი, პერსონაჟი, პიესა, პოეზია, პოემა, პორტრეტი, პროზა, პროლოგი, რითმა, რიტმი, რომანი, სათაური, სატირა, სენტენცია, სიმღერა, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ტიპი, ტრაგედია, ტროპი, ფაბულა, შაირი, შედარება, ციტატა, ხასიათი, ხატოვანი თქმა, ჰიმნი, ჰიპერბოლა).
II. სასკოლო პროგრამაში ასახული ლიტერატურული პროცესის ძირითადი ეტაპები (სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი).
III. სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებები:
1. იაკობ ხუცესი – ,,შუშანიკის წამება“;
2. იოვანე საბანისძე – ,,აბო თბილელის წამება“ (I, II და III თავები);
3. გიორგი მერჩულე – ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“: დასაწყისი, ოპიზაში ჩასვლა, ხანძთის მონასტრის აგების ეპიზოდი (სიტყვებამდე: ,,უხმდა, ყოველი უხუებით“); ზენონის ეპიზოდი (,,ხოლო ზენონ შვილი იყო... რომელმანცა მოიყვანა ხანძთად“); თეოდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთში გაპარვის ეპიზოდი (,,ხოლო პირველითგან მოყუასთა... მოიწინეს ერთობით ხანძთას“); ბაგრატ კურაპალატისა და საბა იშხნელის ეპიზოდი (,,მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქუა... ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაითა“); ჯავახეთის კრება (,,არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათვის... სიტყვით მსწრაფლ განჰკურნებდა“); აშოტ კურაპალატის გამიჯნურების ეპიზოდი (,,ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა... და არა დაემორჩილა“); ცქირის ეპიზოდი (,,ხოლო შორის იფქლთა მათ... მაშინ განიხარეს კაცთა მათ“).
4. შოთა რუსთაველი – ,,ვეფხისტყაოსანი“.
5. სულხან-საბა ორბელიანი – ,,სიბრძნე სიცრუისა“: დასაწყისი (სიტყვებამდე: ,,...და შვილისა სიმწარემან აღმაშფოთა.“); ჯუმბერის სასახლეში მისვლის ეპიზოდი (სიტყვებიდან: ,,მოახსენა ლეონ...“ სიტყვებამდე: ,,...ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის.“); სავალდებულოა შემდეგი იგავ-არაკების ცოდნა: ,,უტკბესი და უმწარესი“, ,,მეფე და მხატვარი“, ,,მოძღვარი მელი“, ,,უსამართლო შირვანშაჰ“, ,,ძალა ერთობისა“, ,,მაოხრებელი მკვდარი“, ,,ორნი ძმანი“, ,,ორმოში ჩაგდებული მეფე“, ,,თვალხილული და უსინათლო“, ,,მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი“, ,,კუ და მორიელი“, ,,კაცი და გველი“, ,,მოხერხებული არაბი“, ,,განშორებული და მარტვილი“, ,,მოტირალი და მოცინარი“, ,,მეფე და მისი შვილი“.
6. დავით გურამიშვილი – ,,ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი“ (უკანასკნელი ექვსი სტროფი), ,,მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი“, ,,ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“, ,,საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, ,,დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“, ,,ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, ,,შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, ,,დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“, ,,მეფის ვახტანგის ამიერ სოფლით მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება“.
7. ალექსანდრე ჭავჭავაძე – ლექსები: ,,სიყვარულო, ძალსა შენსა“, ,,ვაჰ, დრონი, დრონი“, ,,გოგჩა“.
8. გრიგოლ ორბელიანი – ლექსები: ,,საღამო გამოსალმებისა“, ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ,,პასუხი შვილთა“; პოემა ,,სადღეგრძელო“.
9. ნიკოლოზ ბარათაშვილი – ლექსები: ,,შემოღამება მთაწმინდაზე“, ,,ვპოვე ტაძარი“, ,,ფიქრნი მტკვრის პირას“, ,,მერანი“, ,,სული ობოლი“, ,,სულო ბოროტო“, ,,რად ჰყვედრი კაცსა“; პოემა ,,ბედი ქართლისა“;
10. ილია ჭავჭავაძე – ლექსები: ,,ყვარლის მთებს“, ,,ელეგია“, ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“, ,,მას აქეთ, რაკი“, ,,ბაზალეთის ტბა“, ,,ქართვლის დედას“, ,,პოეტი“, ,,ჩემო კალამო“, ,,პასუხის პასუხი“; პოემები: ,,აჩრდილი“ (თავები: VIII, IX, X, XVI, XVII, XVIII, XXIV, XXVI); ,,განდეგილი“; მოთხრობები: ,,მგზავრის წერილები“, ,,კაცია, ადამიანი?!“, ,,ოთარაანთ ქვრივი“.
11. აკაკი წერეთელი – ლექსები: ,,პოეტი“, ,,ჩანგური“, ,,სულიკო“, ,,აღმართ-აღმართ“, ,,ხატის წინ“, ,,განთიადი“; პოემები: ,,თორნიკე ერისთავი“, ,,გამზრდელი“; მოთხრობა ,,ბაშიაჩუკი“;
12. ალექსანდრე ყაზბეგი – მოთხრობა ,,ხევისბერი გოჩა“.
13. ვაჟა-ფშაველა – ლექსები: ,,დამსეტყვე, ცაო“, ,,არწივი“, ,,კაი ყმა“, ,,არაგვს“, ,,ღამე მთაში“, ,,სიმღერა“ (,,არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა...“), ,,კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, ,,რამ შემქმნა ადამიანად“; პოემები: ,,ალუდა ქეთელაური“, ,,სტუმარ-მასპინძელი“, ,,ბახტრიონი“; მოთხრობები: ,,მთანი მაღალნი“, ,,ხმელი წიფელი“, ,,ია“, ,,მთის წყარო“.
14. დავით კლდიაშვილი – მოთხრობა ,,სამანიშვილის დედინაცვალი“.
15. ნიკო ლორთქიფანიძე – მოთხრობები: ,,თავსაფრიანი დედაკაცი“, ,,იყიდება საქართველო“ (,,საშობაო მინიატურებიდან“), ,,ტრაგედია უგმიროთ“.
16. ლეო ქიაჩელი – მოთხრობა ,,ჰაკი აძბა“.
17. კონსტანტინე გამსახურდია _ რომანი ,,დიდოსტატის მარჯვენა“;
18. მიხეილ ჯავახიშვილი – რომანი ,,ჯაყოს ხიზნები“;
19. გალაკტიონ ტაბიძე – ლექსები: ,,მე და ღამე“, ,,მთაწმინდის მთვარე“, ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, ,,თოვლი“, ,,მზეო თიბათვისა“, ,,უსიყვარულოდ“, ,,მამული“, ,,წამყე ბეთანიისაკენ“, ,,ქებათაქება ნიკორწმინდას“.
20. გიორგი ლეონიძე – ლექსები: ,,ღამე ივერიისა“, ,,ყივჩაღის პაემანი“, ,,წიგნი ქართლის ცხოვრება“, ,,ნინოწმინდის ღამე“, ,,მეცამეტე საუკუნე“; მოთხრობა ,,მარიტა“ (წიგნიდან ,,ნატვრის ხე“).
აბიტურიენტმა უნდა იცოდეს საგამოცდო პროგრამაში შეტანილი ეპიკური ნაწარმოებების სიუჟეტები (მოვლენები, ფაქტები), ტექსტში პირდაპირ მოცემული ინფორმაცია პერსონაჟების შესახებ (მაგალითად: ბიოგრაფია, პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება და სხვ.(); პერსონაჟთა ურთიერთობები; პერსონაჟთა აზრი ნაწარმოებში გამოკვეთილ არსებით თემებსა და პრობლემებზე; ქრონოლოგია ანუ ტექსტში აღწერილი მოვლენების დრო და, აგრეთვე, გადმოცემულ ამბავთა თანამიმდევრობა; სამოქმედო გარემო (გეოგრაფიული სახელები); უნდა შეეძლოს მხატვრული ტექსტების მრავალფეროვანი ლექსიკის გაგება. გარდა ამისა, აბიტურიენტს მოეთხოვება საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ლირიკული ნაწარმოებების აზრობრივი და ემოციური შინაარსის ცოდნა.
აბიტურიენტი უნდა იცნობდეს მწერალთა ბიოგრაფიების ძირითად მომენტებს.
აბიტურიენტს მოეთხოვება ნაწარმოებებში გამოკვეთილი სახეების, ნაწარმოებთა თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგის, სიტუაციის, კოლიზიის არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატური გააზრების უნარი.
იმისათვის, რომ ამგვარ მოთხოვნებს უპასუხოს, სასწავლო პროცესის განმავლობაში მას უნდა განუვითარდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, ტექსტის შესახებ კრიტიკულად, ლოგიკურად და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი და ლიტერატურული ტექსტის მონაკვეთებსა და სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარების უნარი.
აბიტურიენტი სწორად უნდა აგებდეს ენობრივ კონსტრუქციებს, უნდა ერკვეოდეს საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ ენათმეცნიერულ ტერმინოლოგიაში და შეეძლოს წერის დროს ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
შენიშვნა: ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, ,,სიბრძნე-სიცრუისა“ და ,,დავითიანი“ სახელმწიფო გამოცდაზე შემოწმდება სასკოლო სახელმძღვანელოს მიხედვით: ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, IX კლასი; შეადგინეს და კომენტარები დაურთეს მანანა გიგინეიშვილმა, ლაურა გრიგოლაშვილმა და ვახტანგ როდონაიამ. ,,ვეფხისტყაოსანი“ – სასკოლო გამოცემით; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, განმარტებანი, კომენტარი და ბოლოსიტყვა დაურთო ნოდარ ნათაძემ (შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წიგნების ნებისმიერი გამოცემა).
დანარჩენი ლიტერატურული ტექსტების შესწავლა დასაშვებია ნებისმიერი გამოცემის მიხედვით.
დანართი 2
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა ზოგად უნარებში
ძირითადი ცნებები და საკითხები
არითმეტიკა და ალგებრა
1. ნატურალური რიცხვები
● ნატურალური რიცხვების ჩაწერა ციფრებით
● ლუწი და კენტი რიცხვები
● ჯერადი და გამყოფი; მარტივი რიცხვები
2. წილადები და მთელი რიცხვები
● ათწილადები, დადებითი და უარყოფითი რიცხვები
● რიცხვთა შედარება
● არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე
● არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები
3. ნაწილი და პროცენტი
● რიცხვის ნაწილის და პროცენტის პოვნა
● რიცხვის პოვნა ნაწილის და პროცენტის მიხედვით; იმის დადგენა, თუ ერთი რიცხვი მეორის რა ნაწილია ან პროცენტია
4. შეფარდება და პროპორცია
● პროპორციის ძირითადი თვისება
● პროპორციულ ნაწილებად დაყოფა
● მასშტაბი
5. რიცხვითი ღერძი
● რიცხვების გამოსახვა რიცხვით ღერძზე
● წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე
6. ალგებრული გამოსახულება
● ალგებრული გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა
● ალგებრულ გამოსახულებათა გარდაქმნა: მსგავსი წევრების შეერთება, საერთო მამრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანა, მამრავლებად დაშლა
● ორი რიცხვის ჯამისა და სხვაობის კვადრატის, აგრეთვე – კვადრატების სხვაობის ფორმულები
7. განტოლება; განტოლების ამონახსნი (ფესვი)
● წრფივი განტოლების ამოხსნა
8. წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნა
9. რიცხვის ნატურალური ხარისხი და მისი თვისებები
10. მიმდევრობა; ფუნქცია; ფუნქციის გრაფიკი
11. საშუალო არითმეტიკული
გეომეტრია
1. გეომეტრიული ფიგურები სიბრტყეზე
● წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი
● კუთხე, კუთხის საზომი ერთეული – გრადუსი
● მართი, გაშლილი, მახვილი და ბლაგვი კუთხეები
● მოსაზღვრე, ვერტიკალური, ჯვარედინად მდებარე კუთხეები და მათი თვისებები
● მრავალკუთხედი
● მრავალკუთხედის დიაგონალი, წესიერი მრავალკუთხედი, მრავალკუთხედის პერიმეტრი
● სამკუთხედის უტოლობა
● სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი
● ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა სამკუთხედები და მათი თვისებები
● დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდებსა და მათ მოპირდაპირე კუთხეებს შორის
● პითაგორას თეორემა
● სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა
● რომბი, მართკუთხედი, პარალელოგრამი, კვადრატი და მათი თვისებები
● მართკუთხედის, პარალელოგრამის, კვადრატის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები
● წრეწირი, წრე; ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი
● წრეწირის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულა
● წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა
2. სიმეტრიული ფიგურები; ღერძული სიმეტრია
3. პარალელური და მართობული წრფეები; პარალელურ წრფეთა თვისებები
4. მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე
5. გეომეტრიული სხეულები
● კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, სფერო, ბირთვი, ცილინდრი
● კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები
მონაცემთა ანალიზი
1. მონაცემთა წარმოდგენის ხერხები:
● ცხრილი
● სკალა
● გრაფიკი, წრიული დიაგრამა, ხაზოვანი დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა
ზომა, ზომის ერთეულები
1. სიგრძე
სიგრძის ერთეულები: სანტიმეტრი (სმ), დეციმეტრი (დმ), მეტრი (მ), კილომეტრი (კმ)
2. ფართობი
ფართობის ერთეულები: კვადრატული სანტიმეტრი (სმ2), კვადრატული მეტრი (მ2), კვადრატული კილომეტრი (კმ2), ჰექტარი (ჰა)
3. მოცულობა
მოცულობის ერთეულები: კუბური სანტიმეტრი (სმ3), კუბური მეტრი (მ3), ლიტრი
4. მასა
მასის ერთეულები: გრამი (გ), კილოგრამი (კგ), ტონა (ტ)
5. სიჩქარე
სიჩქარის ერთეულები: მეტრი/წამში (მ/წმ), კილომეტრი/საათში (კმ/სთ)
6. დრო
დროის ერთეულები: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე.
დანართი 3
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა უცხო ენებში
საგამოცდო პროგრამა რუსულ ენაში
საგამოცდო პროგრამა მოიცავს III – XI კლასების პროგრამითა და სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ ლექსიკურ-გრამატიკულ მასალას. გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვითი და წერითი დავალებებით.
საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დეტალური აღწერა:
გრამატიკული ასპექტი
მორფოლოგია
მეტყველების დამოუკიდებელი ნაწილები
არსებითი სახელი
● სულიერი და უსულო
● საკუთარი და საზოგადო
● კონკრეტული და აბსტრაქტული
● კრებითი
● ნივთიერებათა
● სქესი
● რიცხვი
● ბრუნვა
● ბრუნების ტიპები
● თავისებურ სახელთა ბრუნება
● უცვლელი არსებითი სახელები
ზედსართავი სახელი
● სქესი
● რიცხვი
● ფუძე
● ბრუნება
● შეთანხმება არსებით სახელებთან
● ჯგუფები
● სრული და მოკლე
● შედარების ხარისხები
რიცხვითი სახელი
● მარტივი, რთული, შედგენილი
● რაოდენობითი, რიგობითი, კრებითი, წილობითი
● ბრუნების თავისებურებანი
● შეთანხმება არსებით სახელთან
ნაცვალსახელი
● ჯგუფები (პირის, კუთვნილებითი, კითხვითი, მიმართებითი, ჩვენებითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, უარყოფითი)
● ბრუნება
● შეთანხმება არსებით სახელთან
ზმნა
● ინფინიტივი
● ასპექტი
● დრო
● პირი და რიცხვი
● კილო
● უკუქცევითი
● გარდამავალი და გარდაუვალი
● უღლება
● თავისებურ ზმნათა უღლება
● უპირო ზმნები
● მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები
მიმღეობა
● მოქმედებითი და ვნებითი
● სრული და უსრული ასპექტი
● დრო
● ვნებითი მიმღეობის მოკლე ფორმა
● მიმღეობის წარმოება და გამოყენება
● ბრუნება
● მიმღეობის კონსტრუქცია
● აბსოლუტივი (გერუნდივი)
● სრული და არასრული ასპექტის
● წარმოება და გამოყენება
● აბსოლუტივიანი კონსტრუქცია
ზმნიზედა
● ჯგუფები
● შედარების ხარისხები
● ზმნიზედის წარმოება
მეტყველების დამხმარე ნაწილები
● წინდებული
● კავშირი
● ნაწილაკი
● შორისდებული
სინტაქსი
● სიტყვათშეთანხმება
● აგებულება
● სინტაქსური ურთიერთობების სახეები (შეთანხმება, მართვა და მირთვა)
წინადადება
● მარტივი წინადადება
● წინადადებების სახეები შინაარსის მიხედვით
● წინადადების მთავარი წევრები: ქვემდებარე, შემასმენელი
● წინადადების სახეები აგებულების მიხედვით (მარტივი და რთული)
● წინადადება ერთი მთავარი წევრით
● წინადადების მეორეხარისხოვანი წევრები: განსაზღვრება, დამატება, გარემოება
● გავრცობილი და გაუვრცობელი
● სრული და უსრული
● წინადადების ერთგვარი წევრები
● წინადადება განკერძოვებული და დამაზუსტებელი წევრებით
● რთული წინადადება
● რთული თანწყობილი წინადადება
● რთული ქვეწყობილი წინადადება
● მაქვემდებარებელი კავშირები რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
● დამოკიდებული წინადადებების სახეები (განმარტებითი, განსაზღვრებითი, გარემოებითი)
● უკავშირო რთული წინადადება
● პირდაპირი ნათქვამი
● ირიბი ნათქვამი
● ციტატები და ციტირების ხერხები
ორთოგრაფია
● ხმოვანთა მართლწერა
● თანხმოვანთა მართლწერა
● Ъ-ს გამოყენება
● Ь-ს გამოყენება
● თავსართების მართლწერა
● ასომთავრულის გამოყენება
● რთული სიტყვების მართლწერა
● არსებითი სახელის მართლწერა
● ზედსართავი სახელის მართლწერა
● რიცხვითი სახელის მართლწერა
● ნაცვალსახელის მართლწერა
● ზმნის მართლწერა
● მიმღეობის მართლწერა
● აბსოლუტივის მართლწერა
● ზმნიზედის მართლწერა
● წინდებულების მართლწერა
● კავშირების მართლწერა
● ნაწილაკების მართლწერა
● სიტყვის გადატანის წესები
პუნქტუაცია
● სასვენ ნიშანთა ხმარება წინადადების ბოლოს
● სასვენ ნიშანთა ხმარება ერთგვაროვან წევრებთან
● სასვენ ნიშანთა ხმარება განმაზოგადებელ სიტყვასთან
● სასვენ ნიშანთა ხმარება მიმართვასთან
● სასვენ ნიშანთა ხმარება რთულ თანწყობილ წინადადებაში
● სასვენ ნიშანთა ხმარება რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
● სასვენ ნიშანთა ხმარება უკავშირო (რთულ) წინადადებაში
● მძიმე კავშირიან (რთულ) წინადადებაში
● სასვენი ნიშნები პირდაპირ ნათქვამთან
● სასვენი ნიშნები ირიბ ნათქვამთან
● სასვენი ნიშნები ციტირებისას
● ტირე ქვემდებარესა და შემასმენელს შორის
● განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები
● მიმღეობისა და აბსოლუტივის განკერძოება
Экзаменационная программа
Морфология
Самостоятельные части речи
Имя существительное
Ø Одушевленные и неодушевленные
Ø Нарицательные и собственные
Ø Конкретные и абстрактные
Ø Собирательные
Ø Вещественные
Ø Род
Ø Число
Ø Падеж
Ø Типы склонения
Ø Разносклоняемые и несклоняемые существительные
Ø Согласование cуществительных c количественными словами
Имя прилагательное
Ø Твердая и мягкая основа
Ø Род
Ø Число
Ø Падеж
Ø Разряды прилагательных по значению
Ø Полные и краткие прилагательные
Ø Склонение прилагательных
Ø Согласование прилагательных с существительными
Ø Степени сравнения прилагательных
Имя числительное
Ø Простые, сложные и составные
Ø Количественные, порядковые, собирательные и дробные
Ø Склонение числительных
Ø Согласование числительных с существительными
Местоимение
Ø Разряды местоимений (личные, притяжательные, вопросительные, относительные,
Ø указательные, определительные, неопределенные, отрицательные)
Ø Возвратное местоимение
Ø Склонение местоимений
Ø Согласование местоимений с существительными
Глагол
Ø Неопределенная форма глагола (инфинитив)
Ø Вид глагола
Ø Времена глагола
Ø Лицо и число глагола
Ø Наклонение глагола
Ø Возвратные глаголы
Ø Переходные и непереходные глаголы
Ø Спряжение глаголов
Ø Разноспрягаемые глаголы
Ø Безличные глаголы
Ø Глаголы движения
Служебные части речи
Причастие
Ø Действительные и страдательные причастия настоящего и прошедшего времени
Ø Краткие страдательные причастия
Ø Образование и употребление причастий
Ø Склонение
Ø Причастный оборот
Деепричастие
Ø Деепричастия совершенного и несовершенного вида
Ø Образование и употребление деепричастий
Ø Деепричастный оборот
Наречие
Разряды наречий
Сравнительная степень наречий
Предлоги
Союзы
Частицы
Междометия
Синтаксис
Словосочетание
Ø Строение
Ø Виды подчинительной связи (согласование, управление, примыкание)
Предложение
Ø Простое предложение
Ø Виды предложений по цели высказывания
Ø Главные члены предложения
Ø Второстепенные члены предложения
Ø Распространенное и нераспространенное предложение
Ø Односоставные и двусоставные предложения
Ø Виды односоставных предложений
Ø Полные и неполные предложения
Ø Предложения с однородными членами
Ø Предложения с вводными словами, вводными словосочетаниями и предложениями
Ø Предложение с обращением
Ø Предложения с обособленными и уточняющими членами
Ø Слова-предложения
Ø Сложное предложение
Ø Сложносочиненное предложение
Ø Сложноподчиненное предложение
Ø Подчинительные союзы и союзные слова в сложноподчиненном предложении
Ø Виды придаточных предложений (определительные, изъяснительные, обстоятельственные)
Ø Бессоюзное сложное предложение
Ø Предложение с прямой речью
Ø Предложение с косвенной речью
Ø Цитаты и способы цитирования
Орфография
Правописание гласных
1. Буква И после шипящих и заднеязычных
2. Буква Ы после Ц
3. Буквы О, Е после Ц
4. Буквы А, У после шипящих и Ц
5. Буквы О, Е после шипящих
6. Буква Э
7. Безударные гласные в корне
8. Чередование гласных в корнях (бер-бир, дер-дир, мер-мир, пер-пир, тер-тир, кас-кос, лаг-лож, раст-рост, равн-ровн, гар-гор, зар-зор, клан-клон)
9. Беглые О, Е
Правописание согласных
10. Различение на письме твердых и мягких согласных
11. Правописание звонких и глухих согласных.
12. Непроизносимые согласные
13. Двойные согласные
14. Правописание Ь
15. Правописание Ъ
Правописание приставок
16. Правописание приставок ПРЕ- ПРИ
17. Приставки на З (С)
18. Буквы Ы, Ъ после приставок
19. Употребление прописных букв
20. Правописание сложных слов
Правописание имен существительных
21. Правописание падежных окончаний
22. Правописание суффиксов
Правописание имен прилагательных
23. Правописание падежных окончаний прилагательных с мягкой и твердой основой.
24. Правописание притяжательных прилагательных.
25. Правописание Н и НН в прилагательных.
26. Правописание суффиксов -СК- и -К-.
Правописание имен числительных
27. Правописание количественных и порядковых числительных (составных и сложных)
Правописание местоимений
28. Правописание личных, притяжательных, указательных, вопросительных, отрицательных, неопределенных местоимений, возвратного местоимения себя.
Правописание глаголов
29. Правописание личных окончаний глаголов (I и II спряжение)
30. Правописание тся и ться в глаголах.
31. Употребление буквы Ь в глагольных формах.
32. Частица НЕ с глаголами
Правописание причастий
33. - Н- и -НН- в причастиях
34. Частица НЕ с причастиями
Правописание деепричастий
35. Частица НЕ с деепричастиями
Правописание наречий
36. Правописание гласных на конце наречий
37. Правописание наречий, оканчивающихся на шипящие
38. Правописание отрицательных наречий
39. Дефисное написание наречий
40. Слитное и раздельное написание наречий
41. НЕ с наречиями на –о- (-е-).
42.Правописание предлогов
43.Правописание союзов
44. Правописание частиц
45. Правила переноса слов.
Пунктуация
Ø Знаки препинания в конце предложений
Ø Знаки препинания при однородных членах предложения
Ø Знаки препинания при обобщающих словах
Ø Знаки препинания при обращении
Ø Знаки препинания в сложносочиненных предложениях
Ø Знаки препинания в сложноподчиненных предложениях
Ø Знаки препинания в бессоюзных предложениях
Ø Знаки препинания в предложениях с прямой речью
Ø Знаки препинания в предложениях с косвенной речью
Ø Знаки препинания при цитировании
Ø Тире между подлежащим и сказуемым
Ø Обособление определений и обстоятельств
Ø Обособление сравнительных оборотов
Ø Обособление междометий
Ø Обособление вводных слов и конструкций
Ø Обособление причастных и деепричастных оборотов
ლექსიკური ასპექტი:
სავალდებულოა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოებში მოცემული ლექსიკური ერთეულების, სინონიმების, ანტონიმების, ომონიმების ცოდნა, აგრეთვე სიტყვათწარმოება სუფიქსაციით, სიტყვათწარმოება პრეფიქსაციით.
ზოგიერთ დავალებაში დასაშვებია არაპროგრამული ლექსიკური ერთეულების გარკვეული რაოდენობის შეტანაც. მათი აქტიური ცოდნა არ მოწმდება.
უმაღლეს სასწავლებელში შესვლის მსურველს უნდა შეეძლოს:
1. წაიკითხოს საშუალო სირთულის ორიგინალური ან სპეციალურად ადაპტირებული ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტი და გაიგოს/გაიაზროს მასში მოცემული ინფორმაცია:
● გაიგოს ტექსტის ძირითადი აზრი/დედააზრი (გლობალური კითხვის ტექნიკა)
● მაქსიმალურად ზუსტად გაიგოს ტექსტში მოცემული ინფორმაცია; ტექსტიდან ამოკრიფოს კონკრეტული, ექსპლიციტურად მოცემული ფაქტობრივი მასალა/ინფორმაცია (დეტალური კითხვის ტექნიკა)
● მოცემულ ტექსტში მიაგნოს სასურველ ინფორმაციას (სელექციური ანუ შერჩევითი კითხვის ტექნიკა)
2. დაწეროს მოკლე ტექსტი მოცემულ თემაზე. მკაფიოდ და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, პოზიცია, დამოკიდებულება.
საგამოცდო პროგრამა ინგლისურ ენაში
საგამოცდო პროგრამა მოიცავს V–XI კლასების პროგრამითა და სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას და კითხვისა და წერის უნარ-ჩვევებს. გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვითი და წერითი დავალებებით. მაგალითად, ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვის უნარ-ჩვევის შესამოწმებელი სავარჯიშოების საშუალებით, გრამატიკის ცოდნა კი – წერითი სავარჯიშოებით.
საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ენის ასპექტების, ლექსიკისა და ენობრივი უნარ-ჩვევების დეტალური აღწერა:
გრამატიკა
მორფოლოგია
● არსებითი სახელი: კონკრეტული და აბსტრაქტული, თვლადი და უთვლადი, კრებითი; არსებითი სახელის რიცხვი და ბრუნვა.
● არტიკლი: განსაზღვრული და განუსაზღვრელი; არტიკლების გამოყენების ძირითადი წესები; ნულოვანი არტიკლი.
● ზედსართავი სახელი: შედარების ხარისხები; not so/as ..… as.
● რიცხვითი სახელი: რაოდენობითი და რიგობითი; მარტივი და რთული.
● ნაცვალსახელი: პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, კითხვითი,
● უკუქცევითი, ემფატური, მიმართებითი, განუსაზღვრელობითი, ურთიერთობითი.
● ზმნა: პირიანი და უპირო; გარდამავალი და გარდაუვალი; წესიერი და არაწესიერი; სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე; ზმნის ოთხი ფორმა.
● ზმნის დროები აქტიურ გვარში: Present, Past, Future Simple;
● Present, Past, Future Continuous; Present, Past Perfect; Present, Past Perfect Continuous; Future in the Past.
● ზმნის დროები პასიურ გვარში: Present, Past, Future Simple; Present, Past, Continuous; Present, Past Perfect.
● ზმნის უპირო ფორმები: ინფინიტივის, გერუნდივის, აწმყო და წარსული დროის მიმღეობების მარტივი ფორმები.
● მოდალური ზმნები და ეკვივალენტები: can, could, be able to; may, might; must, have to, be to; should; would.
● ზმნიზედა: დროის, ადგილის, ვითარების, ხარისხის, სიხშირის; ზმნიზედის შედარების ხარისხები.
● წინდებული: in, on, at, by, about, behind, of, from, after, before, under, through, above და ა.შ.
● კავშირები და მაკავშირებელი სიტყვები: and, if, or, that, who, what, which, how, but, whether, though და ა.შ.
● კონსტრუქციები: there is / there are; It is; be going to; used to ტიპისა.
სინტაქსი
თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებები.
● მარტივი და შერწყმული წინადადებები.
● რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები.
● პირობითი წინადადებები: რეალური პირობითი წინადადება (Conditional 1): If I see him, I will talk to him ტიპისა, და არარეალური პირობითი წინადადება (Conditional 2): If I saw him, I would talk to him / If I were you, I would do it ტიპისა.
● კითხვითი წინადადებები: Yes/No questions (Is he here?); Whquestions (Where is it?) და Tagquestions (You like it, don’t you?).
● წინადადებები, რომლებიც შეიცავენ I want you to do it, I saw him dancing, Let me do, Makes me feel ტიპის რთულ დამატებებს.
● პირდაპირი და ირიბი თქმა. დროთა თანამიმდევრობა.
● უპირო წინადადებები.
ლექსიკა
● ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის V- XI კლასების
● პროგრამით გათვალისწინებული ლექსიკა.
● სიტყვაწარმოება: მარტივი პრეფიქსები (dis-, un-, in-, im-) და
● სუფიქსები (-er/-or, -sion, -tion, -ity, -ic, -al, -ous).
● შედგენილი არსებითი და ზედსართავი სახელები sunflower, home-made ტიპისა.
● ფრაზული ზმნები: bring up, get up, look for, look after, see off, switch on, run into, think over ტიპისა.
შენიშვნა: ტესტის ზოგიერთ დავალებაში დასაშვებია არაპროგრამული ლექსიკური ერთეულების გარკვეული რაოდენობა. მათი აქტიური ცოდნა არ მოწმდება.
ენობრივი უნარ-ჩვევები
აბიტურიენტს უნდა შეეძლოს:
● წაიკითხოს საშუალო სირთულის ორიგინალური ან ადაპტირებული ტექსტი – ინფორმაციული, მხატვრული, შემეცნებითი; განცხადება, რეკლამა, წერილი – და გაიაზროს მისი შინაარსი.
● ტექსტის კითხვისას ყურადღება გაამახვილოს:
ა. ძირითად შინაარსზე (დედააზრზე).
ბ. ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტობრივ მასალაზე, როგორიცაა: საკუთარი სახელები, თარიღები, ფაქტები (სწრაფი და შერჩევითი კითხვის უნარ-ჩვევა).
გ. სტრიქონებს შორის ნაგულისხმევ იმპლიციტურ ინფორმაციაზე (ყურადღებით კითხვის უნარ-ჩვევა).
● კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას საჭირო სიტყვები (ლექსიკის შემოწმება კითხვის უნარ-ჩვევის საშუალებით).
● წინადადების გრამატიკული ტრანსფორმაცია, მაგ.: აქტივი-პასივი, პირდაპირი-ირიბი თქმა.
● კონტექსტის გათვალისწინებით ზმნები ჩასვას შესაბამის დროსა და გვარში.
● დაწეროს მოკლე თხზულება მოცემულ თემაზე (120-150 სიტყვა).
● ზუსტად დაიცვას ტესტური დავალებების მოთხოვნები; შეასრულოს დავალება ისე, როგორც ეს მაგალითშია ნაჩვენები.
● ზუსტად დაიცვას ტესტური დავალების ინსტრუქცია, დავალება შეასრულოს მაგალითის მიხედვით.
საგამოცდო პროგრამა გერმანულ ენაში
საგამოცდო პროგრამის შინაარსი
საგამოცდო პროგრამა ეფუძნება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის V-XI კლასების გერმანული ენის პროგრამასა (1990) და სახელმძღვანელოებს. საგამოცდო პროგრამა ამოწმებს ლექსიკური და გრამატიკული მასალის ცოდნას (ლექსიკურ-გრამატიკული კომპეტენცია) და კითხვისა და წერის უნარ-ჩვევებს (საკომუნიკაციო კომპეტენცია).
გრამატიკა:
მორფოლოგია
- არსებითი სახელი: ბრუნება, მრავლობითი რიცხვის წარმოება; არსებითი სახელის მაწარმოებელი სუფიქ-სები და პრეფიქსები
- არტიკლი: განსაზღვრული, განუსაზღვრელი, ნულოვანი
- ზედსართავი სახელი: შედარების ხარისხები, ბრუნება
- რიცხვითი სახელი: რაოდენობითი, რიგობითი, წილობითი
- ნაცვალსახელი: (პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, პირნაკლი, კითხვითი, მიმართებითი), ნაცვალსახელების ბრუნება
- ზმნა: ძლიერი, სუსტი, შერეული უღლების, უკუქცევითი, დამხმარე და მოდალური ზმნები, ზმნის ძირითადი ფორმები, მიმღეობა I, მარტივი და რთული დროის ფორმები, უპირო ზმნები, თავსართმოცილებადი და თავსართმოუცილებადი ზმნები; ზმნის უღლება, პასივი და მისი დროის ფორმები
- Dativ-ის წინდებულები (mit, von, bei, zu, nach, seit, aus, auწer, entgegen, gegenüber)
- Akkusativ-ის წინდებულები (durch, für, ohne, um, gegen, wider, bis, entlang)
- Dativ-Akkusativ -ის საერთო წინდებულები (in, auf, an, unter, über, hinter, vor, zwischen, neben)
- Genitiv-ის წინდებულები (wჰhrend, wegen, unweit, statt, diesseits, jenseits, mittels, trotz, oberhalb, unterhalb, innerhalb, auწerhalb)
- ზმნიზედა: დროის, ადგილის, ხარისხის; ზმნიზედის შედარების ხარისხები
- ბრძანებითი კილოს წარმოება
სინტაქსი
- მარტივი წინადადება (მტკიცებითი, კითხვითი, ბრძანებითი; უარყოფითი:
- უარყოფის ძირითადი საშუალებები: nicht, kein)
- ინფინიტივი zu ნაწილაკთან და მის გარეშე; ინფინიტიური კონსტრუქციები um...zu, statt...zu, ohne...zu
- სიტყვათწყობა და კავშირები (und, aber, denn, oder, sondern, trotzdem, bis, als, wenn, weil, ob, dass) რთულ თანწყობილ და რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
ლექსიკური ასპექტი:
● განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოებით გათვალისწინებული ლექსიკური ერთეულების ცოდნა. ზოგიერთ დავალებაში დასაშვებია არაპროგრამული ლექსიკური ერთეულების მცირე რაოდენობის შეტანაც, მაგრამ მათი აქტიური ცოდნა არ მოწმდება.
● სიტყვათწარმოება სუფიქსაციით;
● სიტყვათწარმოება პრეფიქსაციით;
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
უმაღლეს სასწავლებელში შესვლის მსურველს უნდა შეეძლოს:
1. წაიკითხოს საშუალო სირთულის ორიგინალური ან სპეციალურად ადაპტირებული ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტი და გაიგოს/გაიაზროს მასში მოცემული ინფორმაცია:
● გაიგოს ტექსტის ძირითადი აზრი/დედააზრი (გლობალური კითხვის ტექნიკა)
● მაქსიმალურად ზუსტად გაიგოს ტექსტში მოცემული ინფორმაცია; ტექსტიდან ამოკრიფოს კონკრეტული, ექსპლიციტურად მოცემული ფაქტობრივი მასალა/ინფორმაცია (დეტალური კითხვის ტექნიკა)
● მოცემულ ტექსტში მიაგნოს სასურველ ინფორმაციას (სელექციური ანუ შერჩევითი კითხვის ტექნიკა)
დაწეროს მოკლე ტექსტი მოცემულ თემაზე. მკაფიოდ და თანამიმდევრულად ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, პოზიცია, დამოკიდებულება.
საგამოცდო პროგრამა ფრანგულ ენაში
საგამოცდო პროგრამა მოიცავს V–XI კლასების პროგრამითა და სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას და კითხვისა და წერის უნარ-ჩვევებს. გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვითი და წერითი დავალებებით. მაგალითად, ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვის უნარ-ჩვევის შესამოწმებელი სავარჯიშოების საშუალებით, გრამატიკის ცოდნა კი – წერითი სავარჯიშოებით.
საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ენის ასპექტების, ლექსიკისა და ენობრივი უნარ-ჩვევების დეტალური აღწერა:
გრამატიკა
მორფოლოგია
● არტიკლი (განსაზღვრული, განუსაზღვრელი, შერწყმული, ნაწილობითი, შეკვეცილი);
● არსებითი სახელი (მდედრობითი სქესის და მრავლობითი რიცხვის წარმოება);
● ზედსართავი სახელი (ჩვენებითი, კუთვნილებითი, თვისებითი);
● ზედსართავი სახელის სქესისა და რიცხვის წარმოება;
● რიცხვითი სახელი (რაოდენობითი და რიგობითი);
● პირის ნაცვალსახელი (მახვილიანი და უმახვილო);
● პირის ნაცვალსახელის გამოყენება პირდაპირ და ირიბ დამატებად;
● en და y ზმნიზედური ნაცვალსახელების გამოყენება;
● მიმართებითი ნაცვალსახელი;
● კუთვნილებითი ნაცვალსახელი;
● ჩვენებითი ნაცვალსახელი;
● განუსაზღვრელი ნაცვალსახელი;
● ზმნიზედა: დროის და ადგილის გამომხატველი ზმნიზედების გამოყენება (dans, en, avant, pendant, après, depuis, jusqu’ჭ, maintenant, en haut, entre, autour, en bas, loin, ჭ gauche, ჭ côté …);
● კილო: თხრობითი, ბრძანებითი, პირობითი, (აქტიური ცოდნა და გამოყენება) კავშირებითი (პასიური ცოდნა);
● ზმნის ჯგუფები;
● წესიერი და არაწესიერი ზმნები;
● უკუქცევითი ზმნები;
● უპირო ზმნები;
● ზმნის დროების და ფორმების წარმოება და გამოყენება (présent, imparfait, passé composé, plus-que-parfait, futur immédiat, passé immédiat, futur simple, passé simple, participe présent, participe passé, gérondif, impératif, infinitif, conditionnel présent, futur dans le passé, présent du subjonctifპასიური ცოდნა);
● ზმნის პასიური ფორმა;
● participe passé-ს შეთანხმება პირის ნაცვალსახელთან être-ით ნაუღლებ ზმნებში;
● კონსტრუქცია verbe + infinitif;
● il faut + nom;
● il faut + verbe;
● მაკავშირებელი კავშირები (mais, ou, et, ni, donc, car);
● მაქვემდებარებელი კავშირები (que, quand, comme, si, parce que, pendant que, afin de, lorsque, ჭ condition que, ainsi que);
● უარყოფა;
● კითხვის დასმა;
● ზმნიზედის და ზედსართავის შედარებითი ხარისხები;
● წინდებული.
სინტაქსი
● უარყოფითი და კითხვითი წინადადებები;
● ინფინიტივური წინადადება;
● კავშირიანი და უკავშირო რთული თანწყობილი წინადადებები, პრაქტიკული გამოყენება;
● მიზეზის, დროის, მიზნის, გარემოებითი დამოკიდებული წინადადებების გამოყენება კავშირებით: puisque, parce que, quand, pendant que;
● დამატებითი დამოკიდებული წინადადების გამოყენება კონსტრუქციაში: je pense que, je crois que, je sais que, ... ;
● მიმართებითი დამოკიდებული წინადადებების გამოყენება qui კავშირით;
● Ne . . . que შეზღუდვითი ნაწილაკის გამოყენება;
● პირდაპირი და ირიბი ნათქვამი (პასიური ცოდნა).
ლექსიკა
● ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლექსიკური ერთეულები (ძირითადად V-XI კლასის სახელმძღვანელოებში შესულ ლექსიკურ მასალაზე დაყრდნობით)
● სიტყვათწარმოება სუფიქსაციით;
● სიტყვათწარმოება პრეფიქსაციით;
● მყარი შესიტყვებები და გამოთქმები; (avoir peur ; avoir raison ; avoir soif ; tre en retard ; tre en avance …).
შენიშვნა: ტექსტის ზოგიერთ დავალებაში დასაშვებია არაპროგრამული ლექსიკური ერთეულების გარკვეული რაოდენობა. მათი აქტიური ცოდნა არ მოწმდება.
ენობრივი უნარ-ჩვევები
უმაღლეს სასწავლებელში შესვლის მსურველმა უნდა შეძლოს:
● წაიკითხოს საშუალო სირთულის ავთენტიკური ან ნაწილობრივ ადაპტირებული ტექსტი (ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის განცხადება, წერილი, რეკლამა) და გაიაზროს მისი შინაარსი.
● ტექსტის კითხვისას ყურადღება გაამახვილოს:
ა. ძირითად შინაარსზე/დედააზრზე.
ბ. ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტობრივ მასალაზე, როგორიცაა:
საკუთარი სახელები, თარიღები, ფაქტები (სწრაფი და შერჩევითი კითხვის ტექნიკა)
გ. სიტყვებს შორის ნაგულისხმევ იმპლიციტურ ინფორმაციაზე (ყურადღებით კითხვის ტექნიკა)
● კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას
● საჭირო სიტყვები (ლექსიკის შემოწმება კითხვის უნარ-ჩვევის საშუალებით)
● მოახდინოს წინადადების გრამატიკული ტრანსფორმაცია, მაგ. აქტივიდან პასივში გადაყვანით, ზედსართავი სახელებისა და ზმნიზედების შედარებითი ხარისხების გამოყენებით; კონტექსტის გათვალისწინებით ზმნები ჩასვას შესაბამის დროსა და გვარში.
● დაწეროს მოკლე თხზულება მოცემულ თემაზე (120-150 სიტყვა).
● ზუსტად დაიცვას ტესტური დავალებების მოთხოვნები; შეასრულოს დავალება ისე, როგორც ეს მაგალითშია ნაჩვენები.
● ზუსტად დაიცვას ტესტური დავალების ინსტრუქცია, დავალება შეასრულოს მაგალითის მიხედვით.
დანართი 4
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა მათემატიკაში
ალგებრა
№
საკითხთა ჩამონათვალი
მოთხოვნები და დაზუსტებები
1
ნატურალური რიცხვები.
მარტივი და შედგენილი რიცხვები.
გამყოფი და ჯერადი.
არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე.
რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად.
რამდენიმე რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა.
2-ზე, 3-ზე, 5-ზე, 9-ზე და 10-ზე გაყოფადობის ნიშნები.
ნაშთიანი გაყოფა.
2
მთელი რიცხვები.
არითმეტიკული მოქმედებები მთელ რიცხვებზე.
3
რაციონალური რიცხვები. წილადები და ათწილადები.
რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე.
მთელი რიცხვებისა და ათწილადების დამრგვალება.
4
ირაციონალური რიცხვები. ნამდვილი რიცხვები.
ნამდვილი რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები მათზე.
5
რიცხვითი ღერძი.
წერტილის კოორდინატი. ნამდვილი რიცხვის შესაბამისი წერტილის გამოსახვა რიცხვით ღერძზე.
6
რიცხვითი შუალედები.
რიცხვითი შუალედების გაერთიანება და თანაკვეთა.
7
რიცხვის მოდული.
რიცხვის მოდულის გეომეტრიული აზრი.
8
პროპორცია.
პროპორციის ძირითადი თვისება, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით.
9
რიცხვის პროცენტი და ნაწილი.
რიცხვის პროცენტისა და ნაწილის პოვნა.
რიცხვის პოვნა მისი პროცენტით ან ნაწილით.
ორი რიცხვის ფარდობის პროცენტული გამოსახვა.
10
რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული.
, ,
,
.
11
ხარისხი ნატურალური და მთელი მაჩვენებლით.
ნამრავლის, ფარდობის და ხარისხის ახარისხება. ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება.
12
ერთწევრი და მრავალწევრი.
მრავალწევრების შეკრება, გამოკლება და გამრავლება.
13
შემოკლებული გამრავლების ფორმულები.
14
მრავალწევრის დაშლა მამრავლებად.
საერთო მამრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანა, დაჯგუფების ხერხი, მამრავლებად დაშლა შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენებით.
15
რაციონალური გამოსახულება.
მოქმედებები რაციონალურ გამოსახულებებზე.
16
n _ ური ხარისხის ფესვი, არითმეტიკული ფესვი.
არითმეტიკული ფესვის თვისებები.
17
რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხი.
რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებები.
18
ალგებრული გამოსახულება.
ალგებრული გამოსახულების გარდაქმნა და მისი რიცხვითი მნიშვნელობების გამოთვლა.
19
რიცხვის ლოგარითმი.
ძირითადი ლოგარითმული იგივეობა.
ნამრავლის, შეფარდების და ხარისხის ლოგარითმი.
20
მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე.
წერტილის კოორდინატები. ნამდვილ რიცხვთა წყვილის შესაბამისი წერტილის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე.
21
ფუნქცია, ფუნქციის გრაფიკი.
ფუნქციის განსაზღვრის არე.
ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე.
ფუნქციის ზრდადობა, კლებადობა, ლუწობა, კენტობა, პერიოდულობა.
ფუნქციის მნიშვნელობის გამოთვლა არგუმენტის მოცემული მნიშვნელობისთვის.
ფუნქციის მოცემა ცხრილის, ფორმულისა და გრაფიკის საშუალებით.
22
კუთხის გრადუსული და რადიანული ზომა.
კავშირი კუთხის რადიანულ და გრადუსულ ზომებს შორის.
23
ტრიგონომეტრიული ფუნქციები: სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი.
სინუსის, კოსინუსის და ტანგენსის:
მნიშვნელობები
არგუმენტებისთვის;
ნიშნები მეოთხედების მიხედვით;
პერიოდულობა, ლუწობა და კენტობა.
ძირითადი დამოკიდებულებები ერთი და იმავე არგუმენტის ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის.
დაყვანის ფორმულები.
ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობების გამოსათვლელი ფორმულები ორი არგუმენტის ჯამისა და სხვაობისათვის.
ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობების გამოსათვლელი ფორმულები ორმაგი არგუმენტისათვის.
24
განტოლება, განტოლებათა სისტემა.
განტოლებისა და განტოლებათა სისტემის ამონახსნისა და ამონახსნთა სიმრავლის ცნებები. ტოლფასი განტოლებები და განტოლებათა სისტემები.
პარამეტრის შემცველი განტოლებები და განტოლებათა სისტემები.
25
ერთუცნობიანი წრფივი განტოლებები.
წრფივი განტოლების ამოხსნა.
26
ერთუცნობიანი კვადრატული განტოლებები.
დისკრიმინანტი.
კვადრატული განტოლების ამოხსნა.
ვიეტის თეორემა. ვიეტის თეორემის შებრუნებული თეორემა.
27
კვადრატული სამწევრი.
კვადრატული სამწევრის ფესვები.
კვადრატული სამწევრის დაშლა წრფივ მამრავლებად.
28
ორუცნობიანი ალგებრულ განტოლებათა სისტემები.
ორუცნობიანი ალგებრულ განტოლებათა სისტემის ამოხსნა.
29
ამოცანები განტოლებისა და განტოლებათა სისტემის შედგენაზე.
ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და განტოლებათა სისტემის გამოყენებით.
30
რიცხვითი უტოლობები.
რიცხვითი უტოლობების თვისებები.
31
უტოლობა, უტოლობათა სისტემა.
უტოლობისა და უტოლობათა სისტემის ამონახსნისა და ამონახსნთა სიმრავლის ცნებები. ტოლფასი უტოლობები.
32
ერთუცნობიანი უტოლობები და უტოლობათა სისტემები.
ერთუცნობიანი წრფივი, კვადრატული და რაციონალური უტოლობების და უტოლობათა სისტემების ამოხსნა.
33
ირაციონალური განტოლებები.
ერთუცნობიან წრფივ და კვადრატულ განტოლებებზე დაყვანადი ირაციონალური განტოლების ამოხსნა.
34
მაჩვენებლიანი განტოლებები და უტოლობები.
მაჩვენებლიანი განტოლებების და უტოლობების ამოხსნა.
35
ლოგარითმული განტოლებები და უტოლობები.
ლოგარითმული (არაცვლადფუძიანი) განტოლებების და უტოლობების ამოხსნა.
36
ტრიგონომეტრიული განტოლებები.
ტრიგონომეტრიული განტოლებების ამოხსნა.
37
წრფივი, კვადრატული, ხარისხოვანი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ტრიგონომეტრიული ფუნქციები და მათი გრაფიკები.
, , , , , , , , ,
ფუნქციების განსაზღვრის არე, მნიშვნელობათა სიმრავლე, ზრდადობისა და კლებადობის შუალედები.
კვადრატული და ტრიგონომეტრიული ფუნქციების უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობები.
38
მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენის ხერხები.
მასშტაბი, სკალა, ცხრილები და დიაგრამები (წრიული, ხაზოვანი, სვეტოვანი).
39
რიცხვითი მიმდევრობა.
მიმდევრობის n _ ური წევრის ფორმულის მიხედვით მიმდევრობის წევრების პოვნა.
40
არითმეტიკული პროგრესია.
არითმეტიკული პროგრესიის n – ური წევრისა და პირველი n წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები.
41
გეომეტრიული პროგრესია.
გეომეტრიული პროგრესიის n – ური წევრისა და პირველი n წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები.
გეომეტრია
პლანიმეტრია
№
საკითხთა ჩამონათვალი
მოთხოვნები და დაზუსტებები
1
წერტილი, წრფე.
სხივი, მონაკვეთი, ტეხილი.
2
მონაკვეთის სიგრძე, ტეხილის სიგრძე.
3
კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები.
4
კუთხის ბისექტრისა.
კუთხის ბისექტრისის თვისება.
5
მონაკვეთის შუამართობი.
მონაკვეთის შუამართობის თვისება.
6
მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები.
მოსაზღვრე კუთხეების ჯამი.
ვერტიკალური კუთხეების ტოლობა.
7
წრფეთა პარალელობა. ორი წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეები.
ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეების თვისებები.
წრფეთა პარალელობის ნიშნები.
8
კუთხე ორ წრფეს შორის. წრფეთა მართობულობა. მართობი, დახრილი და გეგმილი. მანძილი წერტილიდან წრფემდე.
9
მრავალკუთხედი და მისი ელემენტები: გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი. მრავალკუთხედის პერიმეტრი.
10
ამოზნექილი მრავალკუთხედი.
ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი.
11
სამკუთხედი და მისი ელემენტები: გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე.
12
სამკუთხედის კუთხეები.
სამკუთხედის კუთხეების ჯამი. სამკუთხედის გარე კუთხის თვისება.
13
სამკუთხედების ტოლობა.
სამკუთხედების ტოლობის ნიშნები.
14
სამკუთხედის უტოლობა.
15
დამოკიდებულებანი სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის.
სამკუთხედში მეტი გვერდის (კუთხის) პირდაპირ მეტი კუთხე (გვერდი) ძევს.
16
სამკუთხედის მედიანა.
სამკუთხედის მედიანების თვისება (სამკუთხედის სამივე მედიანა ერთ წერტილში იკვეთება და თითოეული მათგანი გადაკვეთის წერტილით 2:1 შეფარდებით იყოფა წვეროს მხრიდან).
17
სამკუთხედის ბისექტრისა.
სამკუთხედის ბისექტრისის თვისება (სამკუთხედის კუთხის ბისექტრისა ამ კუთხის მოპირდაპირე გვერდს მიმდებარე გვერდების პროპორციულ მონაკვეთებად ყოფს).
18
სამკუთხედის კერძო სახეები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა.
19
ტოლფერდა სამკუთხედი.
ტოლფერდა სამკუთხედის თვისებები
(ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია;
ტოლფერდა სამკუთხედში ფუძისადმი გავლებული მედიანა, ბისექტრისა და სიმაღლე ერთმანეთს ემთხვევა).
20
მართკუთხა სამკუთხედი.
მართკუთხა სამკუთხედების ტოლობის ნიშნები.
მართკუთხა სამკუთხედში 300-იანი კუთხის მოპირდაპირე კათეტის თვისება.
მართკუთხა სამკუთხედში კუთხეებსა და გვერდებს შორის ტრიგონომეტრიული თანაფარდობები.
თანაფარდობები ჰიპოტენუზაზე დაშვებულ სიმაღლეს, კათეტებს, კათეტების გეგმილებს და ჰიპოტენუზას შორის
(, ).
21
პითაგორას თეორემა.
22
თალესის თეორემა.
23
სამკუთხედის შუახაზი.
სამკუთხედის შუახაზის თვისებები.
24
სამკუთხედების მსგავსება.
სამკუთხედების მსგავსების ნიშნები.
მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრებისა და ფართობების შეფარდება.
25
სინუსების თეორემა.
26
კოსინუსების თეორემა.
27
სამკუთხედების ამოხსნა.
28
პარალელოგრამი.
პარალელოგრამის გვერდებისა და კუთხეების თვისებები.
პარალელოგრამის დიაგონალების თვისებები
(პარალელოგრამის დიაგონალების გადაკვეთის წერტილი პარალელოგრამის სიმეტრიის ცენტრია;
პარალელოგრამის დიაგონალების სიგრძეების კვადრატების ჯამი მისი გვერდების სიგრძეების კვადრატების ჯამის ტოლია).
29
რომბი.
რომბის დიაგონალების თვისებები.
30
მართკუთხედი, კვადრატი.
მართკუთხედის დიაგონალების ტოლობა.
31
ტრაპეცია და მისი ელემენტები: ფუძე, ფერდი, სიმაღლე. ტრაპეციის შუახაზი.
ტრაპეციის შუახაზის თვისებები.
32
ტრაპეციის კერძო სახეები: ტოლფერდა ტრაპეცია, მართკუთხა ტრაპეცია.
33
ტოლფერდა ტრაპეცია.
ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები.
34
კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის და ტრაპეციის ფართობი.
კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის და ტრაპეციის ფართობების გამოსათვლელი ფორმულები.
35
წრეწირი, წრე და მათი ელემენტები: ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი.
რკალის გრადუსული ზომა.
რიცხვი .
წრეწირის და წრეწირის რკალის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულები.
ქორდის მართობული დიამეტრის თვისება.
36
ცენტრალური და ჩახაზული კუთხეები.
ერთი და იგივე რკალზე დაყრდნობილი ჩახაზული და ცენტრალურ კუთხეების სიდიდეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება.
37
წრეწირის მხები და მკვეთი.
წერტილიდან წრეწირისადმი გავლებული მხების თვისება.
წერტილიდან წრეწირისადმი გავლებული ორი მხები მონაკვეთების ტოლობა.
ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისებები.
წრეწირისადმი ერთი წერტილიდან გავლებული მხებისა და მკვეთის თვისებები.
38
სამკუთხედში ჩახაზული და სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირები.
მართკუთხა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის თვისება (მართკუთხა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი ჰიპოტენუზის შუაწერტილია).
სამკუთხედში ჩახაზული და სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირების რადიუსების გამოსათვლელი ფორმულები:
39
წესიერი მრავალკუთხედები. წესიერი მრავალკუთხედებში ჩახაზული და შემოხაზული წრეწირები.
წესიერი მრავალკუთხედის გვერდსა და მასში ჩახაზული და შემოხაზული წრეწირის რადიუსებს შორის დამოკიდებულება:
40
წესიერი მრავალკუთხედების ფართობი.
წესიერი მრავალკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა .
.
41
წრიული სექტორის და წრის ფართობი.
წრიული სექტორის და წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.
42
ცენტრული სიმეტრია. სიმეტრიის ცენტრი.
წერტილის მიმართ სიმეტრიული ფიგურები. ფიგურის სიმეტრიულობა წერტილის მიმართ.
43
ღერძული სიმეტრია. სიმეტრიის ღერძი.
ღერძის მიმართ სიმეტრიული ფიგურები. ფიგურის სიმეტრიულობა ღერძის მიმართ.
სტერეომეტრია
№
საკითხთა ჩამონათვალი
მოთხოვნები და დაზუსტებები
1
წერტილი, წრფე და სიბრტყე სივრცეში.
2
წრფეთა ურთიერთგანლაგება სივრცეში.
ურთიერთგადამკვეთი, პარალელური და აცდენილი წრფეები. წრფეთა პარალელობის ნიშნები.
3
წერტილის, წრფის, მონაკვეთის ორთოგონალური დაგეგმილება სიბრტყეზე.
4
წრფისა და სიბრტყის მართობულობა.
წრფისა და სიბრტყის ურთიერთმართობულობის ნიშანი.
5
წრფისა და სიბრტყის პარალელობა.
წრფის და სიბრტყის პარალელობის ნიშანი.
6
სიბრტყეთა პარალელობა.
ორი სიბრტყის პარალელობის ნიშნები.
7
კუთხე სიბრტყეებს შორის.
8
სიბრტყეთა მართობულობა.
ორი სიბრტყის მართობულობის ნიშანი.
9
მონაკვეთი, მართობი და დახრილი. მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე.
სამი მართობის თეორემა.
10
კუთხე წრფესა და სიბრტყეს შორის.
11
ორწახნაგა კუთხე. ორწახნაგა კუთხის ზომა.
12
მრავალწახნაგა და მისი ელემენტები (წვერო, წიბო, წახნაგი).
13
პრიზმა და მისი ელემენტები (ფუძე, გვერდითი წახნაგი, გვერდითი წიბო, სიმაღლე, დიაგონალი).
მართი პრიზმის დიაგონალური კვეთა.
14
პრიზმის კერძო სახეები (მართი პრიზმა, წესიერი პრიზმა, მართი პარალელეპიპედი, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი).
15
პირამიდა და მისი ელემენტები (წვერო, გვერდითი წიბო, ფუძე, გვერდითი წახნაგი, სიმაღლე).
16
წესიერი პირამიდა. აპოთემა.
17
ცილინდრი და მისი ელემენტები (რადიუსი, მსახველი, ფუძეები, სიმაღლე, ცილინდრის ღერძი). ცილინდრის ღერძული კვეთა.
18
კონუსი და მისი ელემენტები (წვერო, ფუძე, მსახველი, სიმაღლე). კონუსის ღერძული კვეთა.
19
ბირთვი, სფერო და მათი ელემენტები (ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი).
20
ბირთვის მხები სიბრტყე. ბირთვის კვეთა სიბრტყით.
21
სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი.
კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოთვლა.
სფეროს ზედაპირის ფართობისა და ბირთვის მოცულობის გამოთვლა.
22
კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები.
ამ ფიგურების აღდგენა მათი შლილების საშუალებით.
ზომის ერთეულები
№
საკითხთა ჩამონათვალი
მოთხოვნები და დაზუსტებები
1
სიგრძის ერთეულები.
მილიმეტრი (მმ), სანტიმეტრი (სმ), დეციმეტრი (დმ), მეტრი (მ), კილომეტრი (კმ).
კავშირი სიგრძის ერთეულებს შორის.
2
ფართობის ერთეულები.
კვადრატული მილიმეტრი (მმ2), კვადრატული სანტიმეტრი (სმ2), კვადრატული დეციმეტრი (დმ2), კვადრატული მეტრი (მ2),
ჰექტარი (ჰა), კვადრატული კილომეტრი (კმ2).
კავშირი ფართობის ერთეულებს შორის.
3
მოცულობის ერთეულები.
კუბური მილიმეტრი (მმ3), კუბური სანტიმეტრი (სმ3), კუბური დეციმეტრი (დმ3), ლიტრი (ლ),
კუბური მეტრი (მ3).
კავშირი მოცულობის ერთეულებს შორის.
4
მასის ერთეულები.
გრამი (გ), კილოგრამი (კგ), ცენტნერი (ც), ტონა (ტ).
კავშირი მასის ერთეულებს შორის.
5
დროის ერთეულები.
წამი (წმ), წუთი (წთ), საათი (სთ).
კავშირი დროის ერთეულებს შორის.
6
სიჩქარის ერთეულები.
მეტრი წამში (მ/წმ), მეტრი წუთში (მ/წთ),
კილომეტრი საათში (კმ/სთ).
კავშირი სიჩქარის ერთეულებს შორის.
დანართი 5
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
1. უჯრედი
1. უჯრედული თეორიის დებულებები
2. ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედების სტრუქტურული კომპონენტები
გარსი: გარე შრე და პლაზმური მემბრანა, მათი აგებულება და დანიშნულება.
ციტოპლაზმა: ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომები, მიტოქონდრიები, პლასტიდები, გოლჯის აპარატი, ლიზოსომები, მათი აგებულება და დანიშნულება.
ბირთვი: ბირთვის გარსი, ქრომოსომები, მათი აგებულება და დანიშნულება.
პროკარიოტული უჯრედები: ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.
სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები _ ვირუსების აგებულება და ცხოველქმედება.
3. უჯრედის ქიმიური შედგენილობა:
არაორგანული ნივთიერებები
ორგანული ნივთიერებები
წყლის შემცველობა, თვისებები და ფუნქცია. მარილების შემცველობა და როლი უჯრედის ცხოველქმედებაში.
ცილები: ქიმიური შედგენილობა, მონომერი, პოლიმერი, სივრცული აღნაგობა, თვისებები, ფუნქციები.
ნახშირწყლები და ლიპიდები: აგებულება, შემცველობა, ფუნქციები. ნუკლეინის მჟავები _ დნმ და რნმ: ბიოლოგიური როლი, მდებარეობა უჯრედში, ქიმიური შედგენილობა, სივრცული აღნაგობა, დნმ-ის გაორმაგება.
4. ნივთიერებათა ცვლა უჯრედში:
პლასტიკური ცვლა
ცილის ბიოსინთეზი
ფოტოსინთეზი
ქემოსინთეზი
პლასტიკური და ენერგეტიკული ცვლა, ატფ-ის როლი ნივთიერებათა ცვლაში.
გლუკოზის უჟანგბადო და ჟანგბადიანი დაშლა (მექანიზმის გარეშე).
დნმ-ის კოდი, ტრანსკრიპცია, ტრანსლაცია, მატრიცული ტიპის რეაქციები.
ფოტოსინთეზის სინათლისა (მექანიზმის გარეშე) და
სიბნელის სტადიები, ფოტოსინთეზის როლი ბუნებაში.
5. უჯრედის გამრავლება
უჯრედის ციკლი: ინტერფაზა და მიტოზი. მიტოზის ბიოლოგიური დანიშნულება. სასქესო უჯრედების განვითარება, მეიოზი. განაყოფიერების არსი.
2. ადამიანი
1. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
დანიშნულება, ძვლების აგებულება და ზრდა, ძვლის შედგენილობა, ჩონჩხის აგებულება, განივზოლიანი და გლუვი კუნთები, მათი დანიშნულება, სახსრების მომხრელი და გამშლელი კუნთები
2. საჭმლის მომნელებელი სისტემა
დანიშნულება, აგებულება, ფუნქციონირება, მონელების რეგულაცია კუჭში.
3. სუნთქვითი სისტემა
დანიშნულება, აგებულება, ფუნქციონირება. აირთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში.
4. სისხლი
სისხლის შედგენილობა. ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები – აგებულება, ფუნქცია. სისხლის შედედება, სისხლის ჯგუფები. იმუნიტეტი, მისი სახეები.
5. სისხლის მიმოქცევის სისტემა
დანიშნულება, აგებულება, ფუნქციონირება. გულის მუშაობა, სისხლის მოძრაობა ძარღვებში.
6. ნივთიერებათა ცვლა
ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებათა ცვლა, ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია.
7. შარდგამომყოფი სისტემა, კანი
აგებულება და ფუნქციები.
8. ნერვული სისტემა
დანიშნულება. ნერვული ქსოვილი, ნერვული სისტემის ნაწილები. რეფლექსური რკალი. ზურგის ტვინისა და თავის ტვინის აგებულება, ფუნქციები. მხედველობისა და სმენის ორგანოების აგებულება, ფუნქციონირება.
9. ჰუმორული რეგულაცია
გარეგანი და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ჰორმონები.
3. გენეტიკის საფუძვლები
1. გენეტიკა –
– მეცნიერება ორგანიზმების მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის შესახებ
2. დათიშვის მოვლენა
მონოჰიბრიდული შეჯვარება, ერთგვაროვნების წესი, მენდელის პირველი კანონი. გამეტთა სიწმინდის ჰიპოთეზა, მისი ციტოლოგიური საფუძველი. დამემკვიდრების შუალედური ხასიათი.
3. გენთა დამოუკიდებელი განაწილება
დიჰიბრიდული შეჯვარება, მენდელის მეორე კანონი, მისი ციტოლოგიური საფუძველი.
4. შეჭიდული დამემკვიდრების მოვლენა
მორგანის კანონი, გენთა გადაჯვარედინება და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა.
4. ორგანული სამყაროს განვითარება
1. დარვინის თეორია
ბრძოლა არსებობისათვის. დარვინის თეორიის ძირითადი დებულებები, ბუნებრივი გადარჩევა, მისი ფორმები. ორგანიზმთა შეგუებულობა. შეგუების შეფარდებითობა.
2. ახალ სახეობათა წარმოქმნა
დივერგენცია, მიკროევოლუცია, პოპულაციების გენეტიკა, ჰარდი-ვაინბერგის კანონი. კონვერგენციის ცნება.
3. ევოლუციის მიმართულებანი
არომორფოზი, იდიოადაპტაცია, დეგენერაცია. მათი მაგალითები დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ისტორიიდან.
5. ეკოლოგია
1. ეკოლოგიური სისტემა
ბიოცენოზის მახასიათებლები. კვებითი კავშირები, პირამიდის წესი.
ფოტოპერიოდიზმი, ბიოლოგიური საათი.
6. ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები
1. ნივთიერება
მარტივი და რთული ნივთიერებები. სუფთა ნივთიერება და ნარევი.
2. ფიზიკური და ქიმიური მოვლენები
განსხვავება ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს შორის. ქიმიური რეაქციის ნიშნები და მიმდინარეობის პირობები.
3. ქიმიური ელემენტი, ვალენტობა
ქიმიური ელემენტის ცნება და სიმბოლო. ქიმიური ფორმულის შედგენა ვალენტობის მიხედვით.
4. ფარდობითი ატომური მასა და ფარდობითი მოლეკულური მასა
ფარდობითი მოლეკულური მასის გამოთვლა. ელემენტის მასური წილი ნაერთში.
5. ნივთიერების რაოდენობა
მოლი – ავოგადროს რიცხვი, ნივთიერების რაოდენობის ერთეული, მოლური მასა.
6. მასის მუდმივობის კანონი.
ავოგადროს კანონი
ქიმიური რეაქციის განტოლების შედგენა. გამოთვლები ქიმიური ფორმულისა და განტოლების მიხედვით.
აირის მოლური მოცულობა
7. ატომი. მენდელეევის პერიოდულობის კანონი
1. ატომის აღნაგობა
ატომის აღნაგობის პლანეტარიული მოდელი.მასური რიცხვის ცნება. იზოტოპი. ენერგეტიკულ დონეებზე ელექტრონების განაწილება. I _ III პერიოდის ელემენტთა ატომების ელექტრონული და ელექტრონულ-გრაფიკული ფორმულები. s და p ორბიტალები.
2. პერიოდული სისტემა
ელემენტის რიგობრივი ნომერი. პერიოდებსა და ჯგუფებში ელემენტთა გაერთიანების პრინციპი. I და VII ჯგუფების მთავარი ქვეჯგუფების ელემენტები.
8. ქიმიური ბმა
1. ქიმიური ბმის ტიპები
ელექტროუარყოფითობა. კოვალენტური, იონური და წყალბადური ბმები. სავალენტო ორბიტალების ჰიბრიდიზაცია. ჰიბრიდიზაციის ტიპები: sp, sp2, sp3.
9. ქიმიური რეაქციები
1. ქიმიურ რეაქციათა ტიპები
დაშლის, შეერთების, ჩანაცვლების და მიმოცვლის რეაქციები. ჟანგვის ხარისხი. ჟანგვა – აღდგენითი რეაქციები. ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები. შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები. ქიმიური წონასწორობა.
10. არაორგანულ ნაერთთა კლასები
1. ოქსიდები
ფუძე და მჟავა ოქსიდები. მიღება, თვისებები.
2. ფუძეები
ფუძე, ტუტე. მიღება, თვისებები.
3. მჟავები
ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავები. მიღება, თვისებები.
4. მარილები
მარილთა კლასიფიკაცია, მიღება, თვისებები.
11. ხსნარები. ელექტროლიტური დისოციაციის თეორია
1. ნივთიერებათა ხსნადობა
ჭეშმარიტი ხსნარი, სუსპენზია და ემულსია. ხსნადობაზე მოქმედი ფაქტორები. ხსნარის მასური კონცენტრაცია.
2. ელექტროლიტთა დისოციაცია
მჟავების, ფუძეების, მარილების დისოციაციის განტოლებები.
3. იონური მიმოცვლის რეაქციები
სრული და შეკვეცილი იონური განტოლებები.
მარილთა ჰიდროლიზი.
12. ნახშირწყალბადები
1. ალკანები
მეთანის ჰომოლოგიური რიგი (C1-C10), იზომერია. ნომენკლატურა. ქიმიური თვისებები: წვა, ქლორირება, დეჰიდრირება.
2. ალკენები
ეთილენის ჰომოლოგიური რიგი (C2-C5), იზომერია. ნომენკლატურა. ქიმიური თვისებები: წვა, ჟანგვა, მიერთება (H2, Br2, HBr), ჰიდრატაცია.
3. ალკინები
აცეტილენის მიღება. კალციუმის კარბიდისა და მეთანისგან. აცეტილენის ქიმიური თვისებები: წვა, ჟანგვა, მიერთება.
13. ნახშირწყალბადების ფუნქციური ნაწარმები
1. სპირტები
ნაჯერი ერთატომიანი სპირტების ჰომოლოგიური რიგი (C1 – C5).
მეთანოლისა და ეთანოლის მიღება: ალკანების ჰალოგენწარმოებულის ჰიდროლიზი. მათი ქიმიური თვისებები: წვა, ჟანგვა, მეტალებთან ურთიერთმოქმედება, მარტივი ეთერის მიღება.
2. ალდეჰიდები
ჭიანჭველალდეჰიდის და ძმრის ალდეჰიდის ქიმიური თვისებები: წვა, ჰიდრირება, ვერცხლის ოქსიდთან ურთიერთქმედება.
3. კარბონმჟავები
ჭიანჭველმჟავა, ძმარმჟავა, პროპიონმჟავა. ძმარმჟავის მიღება: სპირტებისა და ალდეჰიდების დაჟანგვა. ძმარმჟავის ქიმიური თვისებები: ურთიერთქმედება მეტალებთან, მეტალის ოქსიდებთან, მეტალის ჰიდროქსიდებთან, მარილებთან, ჰალოგენებთან, სპირტებთან.
14. ჰიდრო და აეროსტატიკა
1. წნევა
წნევის ფორმულა. წნევის ერთეულები. სიმკვრივე. სითხის წნევა ჭურჭლის ფსკერსა და კედლებზე. პასკალის კანონი.
2. ატმოსფერული წნევა
ტორიჩელის ცდა. ნორმალური ატმოსფერული წნევა.
3. არქიმედეს ძალა
ამომგდები ძალის ფორმულა. სხეულთა ცურვის პირობები.
15. კინემატიკის საფუძვლები
1. მექანიკური მოძრაობა
ათვლის სისტემა. მოძრაობის ფარდობითობა.
2. ვექტორული და სკალარული სიდიდეები
3. წრფივი თანაბარი მოძრაობა
გადაადგილების, სიჩქარისა და დროის ურთიერთდამოკიდებულების ფორმულები. სიჩქარის ერთეულები.
4. სიჩქარეთა შეკრების წესი
V =V1 + V2 ფორმულის გამოყენება კონკრეტულ ამოცანებში.
5. წრფივი არათანაბარი მოძრაობა
მყისი სიჩქარე. საშუალო სიჩქარე.
6. წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა
აჩქარების, სიჩქარის, გადაადგილების ფორმულები.
7. მოძრაობის გრაფიკული გამოსახვა
კოორდინატის, სიჩქარისა და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები.
8. თანაბარი მოძრაობა წრეწირზე
კუთხური სიჩქარე, ცენტრისკენული აჩქარება, ბრუნვის პერიოდი და სიხშირე.
16. ურთიერთქმედება მექანიკაში
1. ნიუტონის I კანონი
2. ნიუტონის II კანონი
ძალის ერთეული. ტოლქმედი ძალა.
3. ნიუტონის III კანონი
4. ძალის მომენტი
ძალის მომენტის ფორმულა. უძრავი ბრუნვის ღერძის მქონე სხეულის წონასწორობის პირობა.
17. ძალები მექანიკაში
1. მსოფლიო მიზიდულობის ძალა
მსოფლიო მიზიდულობის ძალის ფორმულა. სიმძიმის ძალა. სხეულთა თავისუფალი ვარდნის აჩქარება.
2. დრეკადობის ძალა
სიხისტე. ჰუკის კანონი.
3. ხახუნის ძალა
უძრაობის ხახუნის ძალა. სრიალის ხახუნის ძალა. ხახუნის კოეფიციენტი.
4. სხეულის წონა
18. მუდმივობის კანონები მექანიკაში
1. სხეულის იმპულსი
ძალის იმპულსის ფორმულა. იმპულსის მუდმივობის კანონი.
2. მუშაობა. სიმძლავრე
მუშაობისა და სიმძლავრის ფორმულები. მათი ერთეულები.
3. მექანიკური ენერგია
კინეტიკური ენერგია. სხეულისა და დედამიწის ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. დრეკადად დეფორმირებული სხეულის პოტენციური ენერგია.
4. ენერგიის მუდმივობის კანონი
პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა.
5. მარტივი მექანიზმები
ბერკეტი. ჭოჭონაქი. დახრილი სიბრტყე.
19. მექანიკური რხევები და ტალღები
1. ჰარმონიული რხევა.
რხევის პერიოდი და სიხშირე. ზამბარაზე მიმაგრებული სხეულისა და მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდის ფორმულები. ენერგიის გარდაქმნა რხევითი მოძრაობის დროს.
2. მექანიკური ტალღები
ტალღის სიგრძე. სიჩქარე. განივი და გრძივი ტალღები.
3. ბგერითი ტალღა
ბგერის სიჩქარე, ბგერის ხმამაღლობა, ტონის სიმაღლე.
20. გეომეტრიული ოპტიკა
1. სინათლის გავრცელება ერთგვაროვან გარემოში
2. სინათლის არეკვლა
არეკვლის კანონები. გამოსახულების აგება ბრტყელ სარკეში.
3. სინათლის გარდატეხა
გარდატეხის კანონები. გარდატეხის მაჩვენებელი.
4. ლინზები
გამოსახულების აგება ლინზაში. ლინზის ფორმულა. თვალი, როგორც ოპტიკური სისტემა.
21. იდეალური აირი
1. მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება
2. აბსოლუტური ტემპერატურა
კელვინისა და ცელსიუსის სკალები. კავშირი მათ შორის.
3. იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება
იდეალური აირის კანონები. მათი გრაფიკული გამოსახვა.
22. სითბური მოვლენები
1. შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები
სითბოს რაოდენობა. მისი ფორმულა და ერთეულები. კუთრი სითბოტევადობა.
2. მუშაობა თერმოდინამიკაში
მუშაობის გამოსათვლელი ფორმულა იზობარული პროცესის დროს.
3. თერმოდინამიკის I კანონი
ამ კანონის გამოყენება იზოპროცესებში.
4. დნობა, გამყარება
დნობის კუთრი სითბო. ტემპერატურის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი დნობისა და გამყარებისას.
5. აორთქლება და კონდენსაცია
ორთქლადქცევის კუთრი სითბო. დუღილი. დუღილის ტემპერატურის დამოკიდებულება წნევაზე.
23. ელექტროსტატიკა
1. ელექტრული ურთიერთქმედება
კულონის კანონი. მუხტის ერთეული. მუხტის შენახვის კანონი.
2. ელექტრული ველი
ელექტრული ველის ძალწირები. ელექტრული ველის დაძაბულობა. სუპერპოზიციის პრინციპი.
3. ელექტროსტატიკური ველის მუშაობა
ელექტროსტატიკური ველის პოტენციალი. პოტენციალთა სხვაობა, ერთეული.
24. მუდმივი ელექტრული დენი
1. ელექტრული დენი
დენის ძალა, მისი ერთეული. დენის მოქმედებები.
2. ომის კანონი წრედის უბნისათვის
გამტარის წინაღობა, მისი ერთეული.
3. გამტარის წინაღობის დამოკიდებულება მის პარამეტრებზე
კუთრი წინაღობა. გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთება.
4. დენის წყაროები
დენის წყაროს ე.მ.ძ. წყაროთა მიმდევრობითი შეერთება.
5. ელექტრული წრედი და
მისი ელემენტები
ელემენტების სქემატური გამოსახვა. წრედის შედგენა მოცემული ელემენტების გამოყენებით.
6. დენის მუშაობა და სიმძლავრე
მათი ერთეულები. ჯოულ-ლენცის კანონი.
7. ომის კანონი სრული წრედისათვის
წრედის სრული წინაღობა. მოკლე ჩართვის დენი.
8. დენისა და ძაბვის გაზომვა
ამპერმეტრი და ვოლტმეტრი. მათი წრედში ჩართვის წესები.
9. ელექტრული მუხტის გადამტანები სხვადასხვა გარემოში
ელექტრული მუხტის გადამტანები მეტალებში, სითხეებში, აირებში.
დანართი 6
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში
ისტორიული წელთაღრიცხვის სისტემები (დასაბამიდან, ქორონიკონი, ძველი წელთაღრიცხვა – ქრისტეს შობამდე, ახალი წელთაღრიცხვა – ქრისტეს შობიდან).
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა.
საქართველო უძველესი დროიდან ელინისტურ ხანამდე (ქვისა და ბრინჯაოს ხანა; დიაოხი და კოლხა).
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთის სამეფო. ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება (ფარნავაზის ბრძოლა აზოსთან, ადმინისტრაციული რეფორმა და ქართული დამწერლობის შექმნის საკითხი). ქართლის სამეფო ძვ. წ. აღ-ის I – ახ. წ. აღის II საუკუნეებში (პომპეუსის ლაშქრობა, ფარსმან II ქველი). ქართული წარმართული პანთეონი (არმაზი, გაცი, გაიმ). სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა (მეურნეობის ტრადიციული დარგები, საქალაქო ცხოვრება).
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში (მოციქულებისა და წმიდა ნინოს მოღვაწეობა). საქართველო V საუკუნის II ნახევარში (ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმა, ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ).
საქართველო VI საუკუნეში (,,დიდი ომიანობა“; მეფობის გაუქმება და ერისმთავრობის დაწესება ქართლში).
საქართველო VII-VIII საუკუნეებში (ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა ლაშქრობა ქართლში, არაბთა გამოჩენა და ,,დაცვის სიგელის“ დადება, მურვან-ყრუს ლაშქრობა).
სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება IX საუკუნეში (აფხაზთა, ტაო-კლარჯეთის, კახეთის, ჰერეთის, თბილისის საამირო, ბუღა თურქის ლაშქრობა).
საქართველო X-XI საუკუნეებში (დავით კურაპალატისა და ბაგრატ III-ის ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ურთიერთობა ბიზანტიასთან; გიორგი I-ის ურთიერთობა ბიზანტიასთან; ბაგრატ IV-ის ბრძოლა ლიპარიტ ბაღვაშთან, ურთიერთობა ბიზანტიასა და თურქ-სელჩუკებთან; გიორგი II-ის ურთიერთობა თურქ-სელჩუკებთან).
ქართული კულტურა IV-XI საუკუნეებში: ქართული დამწერლობის სახეები; ლიტერატურა (იაკობ ცურტაველი, იოანე საბანის ძე, გიორგი მერჩულე); საისტორიო მწერლობა (,,მოქცევაი ქართლისაი“, ლეონტი მროველი, ჯუანშერი, სუმბატ დავითის ძე, ,,მატიანე ქართლისაი“); მეცნიერება და განათლება (ათონის ქართველთა მონასტერი, პეტრიწონის მონასტერი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, პეტრე იბერი, გიორგი მთაწმინდელი); ხუროთმოძღვრება (ბოლნისის სიონი, თბილისის ანჩისხატი, მცხეთის ჯვარი, უჯარმა, ციხე-გოჯი, ბანა, იშხანი, გურჯაანის ყველაწმინდა, ბედია, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, სვეტიცხოველი, სამთავისი, ნიკორწმინდა); ოქრომჭედლობა (ბედიის ბარძიმი).
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა IV-XI საუკუნეებში (მეურნეობის ტრადიციული დარგები, საქალაქო ცხოვრება, სოციალური ურთიერთობები, მოსახლეობის სოციალური კატეგორიები).
საქართველო XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში: დავით IV აღმაშენებელი (რეფორმები, ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ, ქვეყნის ერთიანობის აღდგენა), დემეტრე I და გიორგი III (შეთქმულებები დემეტრე I-ის წინააღმდეგ, განძაზე ლაშქრობა, ბრძოლა ჩრდილოეთ სომხეთის დასაკავებლად, დემნა უფლისწულისა და ორბელთა აჯანყება), თამარ მეფე (ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა, შამქორისა და ბასიანის ბრძოლები, ტრაპიზონის იმპერიის შექმნა); სახელმწიფო წყობილება (დარბაზი, სავაზირო, ერისთავები). ქართული კულტურა XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში: ლიტერატურა (მოსე ხონელი, შოთა რუსთაველი), საისტორიო მწერლობა (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, თამარ მეფის ისტორიკოსები), მეცნიერება და განათლება (გელათის აკადემია, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი), ხუროთმოძღვრება (გელათი, იკორთა, ბეთანია, ვარძია, ვაჰანის ქვაბები), ოქრომჭედლობა (ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ხახულის ხატი). სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა (მეურნეობის ტრადიციული დარგები, საქალაქო ცხოვრება, სოციალური ურთიერთობები, მოსახლეობის სოციალური კატეგორიები).
საქართველო XIII–XV საუკუნეებში: გიორგი IV-ის ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ; ჯალალ ად-დინის შემოსევები; მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობა; შეთქმულება კოხტას თავს; დავით VI ნარინისა და დავით VII ულუს დაპირისპირება; დავით VII ულუს ურთიერთობა მონღოლებთან. დემეტრე II თავდადებულის ურთიერთობა მონღოლებთან. გიორგი V ბრწყინვალე (საქართველოს ერთიანობის აღდგენა, კანონმდებლობა, ურთიერთობა მონღოლებთან, საფრანგეთთან, რომის პაპთან). ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის ბრძოლა თემურ-ლენგის წინააღმდეგ. ალექსანდრე I-ის (ბრძოლა საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებისათვის, ქართველთა მონაწილეობა ფერარა-ფლორენციის კრებაზე). ერთიანი სამეფოს დაშლა და კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოებისა და სამცხის სამთავროს შექმნა. კულტურა: საისტორიო მწერლობა (ჟამთააღმწერელი, ავგაროზ ბანდაისძე), საკანონმდებლო ძეგლები (,,ხელმწიფის კარის გარიგება“, ,,ძეგლის დადება“), ხუროთმოძღვრება (საფარა, ზარზმა, ჭულე, გერგეტის სამება), ოქრომჭედლობა (ანჩისხატის კარედი). სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა (მეურნეობის ტრადიციული დარგები, საქალაქო ცხოვრება, სოციალური ურთიერთობები, მოსახლეობის სოციალური კატეგორიები).
საქართველო XVI-XVIII საუკუნეებში: ლუარსაბ I-ისა და სვიმონ I-ის ბრძოლა ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ; კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან; იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ; ტაშისკარის ბრძოლა, შაჰ-აბასის ლაშქრობები, მარტყოფის, მარაბდისა და ბაზალეთის ბრძოლები; თეიმურაზ I და როსტომ ხანი; ნიკიფორე ირბახის ელჩობა ევროპაში; ბახტრიონის აჯანყება; ვახტანგ VI (კანონმდებლობა, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, ურთიერთობა ირანთან და რუსეთთან); სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში; ქართლ-კახეთის სამეფო თეიმურაზ II-ის, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დროს (ყირბულახის ბრძოლა, ურთიერთობა მეზობელ სახანოებთან, მჭადიჯვრისა და ყვარლის ბრძოლები, თეიმურაზ II-ის ელჩობა რუსეთში, შეთქმულება ერეკლე II-ის წინააღმდეგ, 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და ქართლ-კახეთი, ასპინძის ბრძოლა, ,,მორიგე ჯარი“, გეორგიევსკის ტრაქტატი, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება); დასავლეთ საქართველო სოლომონ I-ისა და სოლომონ II-ის დროს (ხრესილის ბრძოლა, 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და დასავლეთ საქართველო, აჯანყება სოლომონ I-ის წინააღმდეგ, რუხის ბრძოლა, რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს დაკავება); კულტურა: ლიტერატურა (თეიმურაზ I, მეფე არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ბესიკი), საისტორიო მწერლობა (ფარსადან გორგიჯანიძე, ,,სწავლულ კაცთა კომისია“, ვახუშტი ბატონიშვილი), მეცნიერება და განათლება (თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიები, ანტონ I), ხუროთმოძღვრება (ახალი შუამთა, გრემი, ანანური). სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა (მეურნეობის ტრადიციული დარგები, საქალაქო ცხოვრება, სოციალური ურთიერთობები, მოსახლეობის სოციალური კატეგორიები).
საქართველო XIX – XX საუკუნეებში. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში, 1804, 1812, 1819-1820 წლების აჯანყებები; 1832 წლის შეთქმულება; 1806-1812, 1828-1829, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომები და საქართველო; გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროების გაუქმება; ბატონყმობის გაუქმება და 60-70-იანი წლების რეფორმები; თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა; პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება; პირველი მსოფლიო ომი და საქართველო); საქართველო 1917-1921 წლებში (საქართველო ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის – ,,ოზაკომის“, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის პერიოდში; საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია; ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის; ურთიერთობა გერმანიასთან, რუსეთთან, ინგლისთან, ,,ერთა ლიგასთან“); საქართველო სსრკ-ის შემადგენლობაში (საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა 1922-1924 წლებში და 1924 წლის აჯანყება; ქართველების მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XX საუკუნის 70-80-იან წლებში და სსრკ-ის დაშლა); საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში (1990 წლის საპარლამენტო არჩევნები; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს; თანამედროვე საქართველოს კონსტიტუცია; ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან, აშშ-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება (პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა); საქართველოს სასამართლო ორგანოები; სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები); კულტურა: ლიტერატურა (ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, გალაქტიონ ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია), მეცნიერება და განათლება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ივანე თარხნიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი), თეატრი, კინო, მხატვრობა, ქანდაკება, მუსიკა (ქართული თეატრის დაარსება 1850 წელს, დრამატული საზოგადოების შექმნა და ქართული თეატრი XIX საუკუნის 80-90-იან წლებში; პირველი ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმები; ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე; ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი).
ზემოთმოყვანილი ფაქტობრივი მასალა (ქრონოლოგიურად დალაგებული) შესაძლოა შესწავლილი იყოს შემდეგი თემატური პრინციპით:
I. ისტორიული წელთაღრიცხვის სისტემები (დასაბამიდან, ქორონიკონი, ძველი წელთაღრიცხვა – ქრისტეს შობამდე, ახალი წელთაღრიცხვა – ქრისტეს შობიდან).
II. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა.
III. საქართველო უძველესი დროიდან ელინისტურ ხანამდე (ქვისა და ბრინჯაოს ხანა; დიაოხი და კოლხა).
IV. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და გაძლიერება-განმტკიცება (ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით კურაპალატი, ბაგრატ III, ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი, გიორგი V, ალექსანდრე I).
V. ცალკეული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე (ლეონ II; აშოტ ბაგრატიონი; კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო და თბილისის საამირო; კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები და სამცხის სამთავრო).
VI. ბრძოლა სამეფო ხელისუფლებისათვის (შეთქმულებები დემეტრე I-ის წინააღმდეგ, დემნა უფლისწულისა და ორბელთა აჯანყება გიორგი III-ის წინააღმდეგ, დავით VI ნარინისა და დავით VII ულუს დაპირისპირება, შეთქმულება ერეკლე II-ის წინააღმდეგ, აჯანყება სოლომონ I-ის წინააღმდეგ).
VII. საქართველოში, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში განხორციელებული სახელმწიფოებრივი რეფორმები, ცვლილებები, სახელმწიფო მმართველობის სისტემა და მისი შეცვლის მცდელობები (ფარნავაზის ადმინისტრაციული რეფორმა და დამწერლობის შექმნის საკითხი; ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმა; მეფობის გაუქმება ქართლში და ერისმთავრობის დაწესება; დავით აღმაშენებლის რეფორმები; ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა; დარბაზი, სავაზირო, ერისთავები; ერეკლე II-ის მიერ ,,მორიგე ჯარის“ შექმნა).
VIII. საქართველო და გარე სამყარო:
1. საქართველო და კავკასიის სხვა ხალხები (ვახტანგ გორგასლი, დავით აღმაშენებელი, გიორგი III, თამარი, ერეკლე II, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი – ,,ოზაკომი“, ამიერკავკასიის კომისარიატი და სეიმი).
2. საქართველო და ანტიკური სამყარო (შავი ზღვის ბერძნული კოლონიზაცია, პომპეუსის ლაშქრობა, ფარსმან ქველის ურთიერთობა რომთან).
3. საქართველო და ბიზანტია (,,დიდი ომიანობა“, ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა ლაშქრობა, აშოტ ბაგრატიონი, დავით კურაპალატი, ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი, თამარი).
4. საქართველო და დასავლეთ ევროპა (გიორგი V, ალექსანდრე I, გიორგი VIII, ნიკიფორე ირბახი, სულხან-საბა ორბელიანი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობა გერმანიასთან, ინგლისთან, ,,ერთა ლიგასთან“ 1918-1921 წლებში; საქართველოს ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში).
5. საქართველო და არაბები (,,დაცვის სიგელი“, მურვან-ყრუს ლაშქრობა, ბუღა-თურქის ლაშქრობა).
6. საქართველო და შუა და ცენტრალური აზია (ურთიერთობა თურქ-სელჩუკებთან – ბაგრატ IV, გიორგი II, დავით აღმაშენებელი; ურთიერთობა მონღოლებთან – გიორგი IV, რუსუდანი, შეთქმულება კოხტასთავს, დავით VII ულუ, დემეტრე II, გიორგი V; ჯალა ლა-დდინისა და თემურ-ლენგის ლაშქრობები).
7. საქართველო და ყიზილბაშური ირანი (ლუარსაბ I, სვიმონ I, კახეთის მეფე ალექსანდრე II, შაჰაბასის ლაშქრობები, მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, თეიმურაზ I, როსტომ ხანი, ბახტრიონის აჯანყება, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ერეკლე II).
8. საქართველო და ოსმალეთი (იმერეთის მეფე ბაგრატ III, ლუარსაბ I, სვიმონ I, ტაშისკარის ბრძოლა, სოლომონ I).
9. საქართველო და რუსეთი (კახეთის მეფე ალექსანდრე II, თეიმურაზ I, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ერეკლე II, გიორგი XII, სოლომონ I, სოლომონ II).
IX. საქართველო რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ის შემადგენლობაში (რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში, 1804, 1812, 1819-1820 წლების აჯანყებები; 1832 წლის შეთქმულება; 1806-1812, 1828-1829, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომები და საქართველო; გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროების გაუქმება; ბატონყმობის გაუქმება საქართველოში და 60-70-იანი წლების რეფორმები; თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა; პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება; პირველი მსოფლიო ომი და საქართველო; საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა 1922-1924 წლებში და 1924 წლის აჯანყება; ქართველების მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XX საუკუნის 70-80-იან წლებში და სსრკ-ის დაშლა).
X. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა XX საუკუნესა და XXI საუკუნის დასაწყისში (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა; ბრძოლა ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნებისათვის 1918-1921 წლებში; 1990 წლის საპარლამენტო არჩევნები; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს; თანამედროვე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება (პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა); საქართველოს სასამართლო ორგანოები; სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები).
XI. სოფელი და ქალაქი (მეურნეობის ტრადიციული დარგები, საქალაქო ცხოვრება, სოციალური ურთიერთობები, მოსახლეობის სოციალური კატეგორიები).
XII. რელიგია, კულტურა და საზოგადოებრივი აზროვნება საქართველოში
1. რელიგია: ქართული წარმართული პანთეონი (არმაზი, გაცი, გაიმ), ქრისტიანობის გავრცელება (მოციქულებისა და წმიდა ნინოს მოღვაწეობა).
2. ქართული დამწერლობის სახეები და ლიტერატურა (იაკობ ცურტაველი, იოანე საბანის ძე, გიორგი მერჩულე, გიორგი მთაწმინდელი, მოსე ხონელი, შოთა რუსთაველი, თეიმურაზ I, მეფე არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ბესიკი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, გალაქტიონ ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია).
3. საისტორიო მწერლობა (,,მოქცევაი ქართლისაი“, ლეონტი მროველი, ჯუანშერი, სუმბატ დავითის ძე, ,,მატიანე ქართლისაი“, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, თამარ მეფის ისტორიკოსები, ჟამთააღმწერელი, ავგაროზ ბანდაისძე, ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბატონიშვილი).
4. კანონმდებლობა (,,ხელმწიფის კარის გარიგება“, ,,ძეგლის დადება“, ,,დასტურლამალი“, ვახტანგ VI-ის სამართალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია; თანამედროვე საქართველოს კონსტიტუცია).
5. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, განათლება და მეცნიერება (ათონის ქართველთა მონასტერი, პეტრიწონის მონასტერი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, გელათის აკადემია, თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პეტრე იბერი, გიორგი მთაწმინდელი, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, ანტონ I, თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ივანე თარხნიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი).
6. თეატრი, კინო, მხატვრობა, ქანდაკება, მუსიკა (ქართული თეატრის დაარსება 1850 წელს, დრამატული საზოგადოების შექმნა და ქართული თეატრი XIX საუკუნის 80-90-იან წლებში; პირველი ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმები; ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე; ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი).
7. ხუროთმოძღვრება (ბოლნისის სიონი, თბილისის ანჩისხატი, მცხეთის ჯვარი, უჯარმა, ციხე-გოჯი, ბანა, იშხანი, გურჯაანის ყველაწმინდა, ბედია, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, სვეტიცხოველი, სამთავისი, ნიკორწმინდა, გელათი, იკორთა, ბეთანია, ვარძია, ვაჰანის ქვაბები, საფარა, ზარზმა, ჭულე, გერგეტის სამება, ახალი შუამთა, გრემი, ანანური).
8. ოქრომჭედლობა (ბედიის ბარძიმი, ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ხახულის ხატი, ანჩისხატის კარედი).
გეგმის, რუკისა (საქართველოს, კავკასიის და მსოფლიოს ფიზიკურ-გეოგრაფიული და პოლიტიკური რუკები) და ატლასის გამოყენება: ლეგენდის საშუალებით მათი კითხვა, ორიენტირება, საჭირო ობიექტის მოძიება და მოვლენის გავრცელების განსაზღვრა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და ინტერპრეტაცია, მასშტაბის გამოყენებით გაზომვების ჩატარება, გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა, სავარჯიშოების შესრულება ადგილის გეგმის გამოყენებით, მოცემული ინფორმაციის სხვა სახით (განსხვავებულ ფორმატში) გამოხატვა.
სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიული საშუალებების (ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები) გამოყენება, ინფორმაციის ანალიზი (ინფორმაციის წაკითხვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციის ტრანსფორმაცია, ინფორმაციის შედარება) და მარტივი ანალოგების შექმნა.
გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი.
საქართველოს და კავკასიის ტერიტორია, საზღვრები, ზოგადგეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური მდებარეობა, ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, ფიზიკურ-გეოგრაფიული დაყოფა, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა. ევროპა-აზიას შორის საზღვრის გატარების პრობლემები, საქართველო მსოფლიოს ფონზე (ფართობი, მდებარეობა, მოსახლეობა, საზღვრები);
საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ნომენკლატურა _ მსოფლიო ოკეანის ნაწილები, კონტინენტები, რელიეფის ძირითადი ფორმები, შიდა წყლები;
საქართველოს ბუნების კომპონენტები – რელიეფის ძირითადი ფორმები და ტიპები, რელიეფთან დაკავშირებული პრობლემები, ატმოსფეროს ცირკულაციის ძირითადი თავისებურებები, ჰავის ძირითადი ელემენტები, ჰავის ტიპები, შიდა წყლები, ფლორა და ფაუნა, ნიადაგები;
საქართველოს ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტები – ტიპები, გეოგრაფია და შედარება ძირითადი მახასიათებლების მიხედვით (მდებარეობა, რელიეფი, ჰავა, ნიადაგები, მცენარეულობა, ათვისება);
საქართველოს დამახასიათებელი ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები და გარემოსდაცვითი პრობლემები – მიწისძვრა, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, ეროზია, ქვათაცვენა, ტყეებთან დაკავშირებული პრობლემები, კლიმატი და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემები, გარემოსდაცვითი პრობლემები, დაცული ტერიტორიები, წითელი წიგნი.
საქართველოს ტერიტორიის ფორმირება: საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან ახ. წ. V საუკუნემდე; საქართველოს ტერიტორია VI-XII საუკუნეებში; საქართველოს ტერიტორია XIII-XVIII საუკუნეებში; საქართველოს ტერიტორია XIX-XX საუკუნეებში.
საქართველოს მეურნეობის სტრუქტურა და პოლიტიკური მოწყობა (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, მმართველობის ფორმა). ქვეყნების კლასიფიკაცია მმართველობის ფორმების და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით. სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები (ერთიანი ეროვნული პროდუქტი, ერთიანი შიდა პროდუქტი, სამომხმარებლო კალათა და საარსებო მინიმუმი, ცხოვრების დონე);
საქართველოს ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია და გეოგრაფია; საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსები (სათბობ-ენერგეტიკული, შავი და ფერადი ლითონები, სამთო-ქიმიური რესურსები, არამადნეული წიაღისეული, საშენი მასალები, ზედაპირული, მიწისქვეშა მინერალური და თერმული წყლები, ენერგიის არატრადიციული სახეები, ბიოლოგიური რესურსები, მიწის რესურსები).
საქართველოს მოსახლეობის გეოგრაფია: მოსახლეობის რაოდენობა, ტერიტორიული განლაგება და დინამიკა; ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფია; ურბანიზაცია; დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები; მოსახლეობის სტრუქტურა (სქესობრივ-ასაკობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, დასაქმებისა).
საქართველოს ეკონომიკა XIX საუკუნეში; საქართველოს ეკონომიკა XX საუკუნის დასაწყისში; საქართველოს ეკონომიკა სოციალიზმის პერიოდში; საქართველოს ეკონომიკა თანამედროვე ეპოქაში (სტრუქტურა, გეოგრაფია, პრობლემები, პერსპექტივები). სოციალური გეოგრაფიის სტრუქტურა.
საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციები, მიზნები და ამოცანები;
საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, რეგიონები (თბილისი, კახეთი, სამეგრელო ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, გურია-აჭარა, აფხაზეთი), მდებარეობა, ტერიტორია, საზღვრები, ბუნებრივი პირობები და რესურსები, მოსახლეობა, ეკონომიკა, ღირშესანიშნაობები, პრობლემები და განვითარების პერსპექტივები.
დანართი 7
ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა ლიტერატურაში
აბიტურიენტმა უნდა იცოდეს:
I. მხატვრული ანალიზისთვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები (ავტობიოგრაფია, ალეგორია, ალიტერაცია, ანდაზა, აფორიზმი, ბიოგრაფია, გაპიროვნება, გროტესკი, დიალოგი, ელეგია, ეპიგრაფი, ეპითეტი, ეპილოგი, ეპოსი, ექსპოზიცია, ზღაპარი, თმა, თქმულება, იგავ-არაკი, იდეა, ირონია, იუმორი, კალამბური, კვანძის შეკვრა და გახსნა, კომპოზიცია, კულმინაცია, ლეგენდა, ლექსი, ლირიკა, მეტაფორა, მითი, მოთხრობა, მონოლოგი, მოტივი, მხატვრული ენა, მხატვრული სახე, ნოველა, პეიზაჟი, პერსონაჟი, პიესა, პოეზია, პოემა, პორტრეტი, პროზა, პროლოგი, რითმა, რიტმი, რომანი, სათაური, სატირა, სენტენცია, სიმღერა, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ტიპი, ტრაგედია, ტროპი, ფაბულა, შაირი, შედარება, ციტატა, ხასიათი, ხატოვანი თქმა, ჰიმნი, ჰიპერბოლა).
II. სასკოლო პროგრამაში ასახული ლიტერატურული პროცესის ძირითადი ეტაპები (სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი).
III. სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებები:
1. იაკობ ხუცესი – ,,შუშანიკის წამება“;
2. იოვანე საბანისძე – ,,აბო თბილელის წამება“;
3. გიორგი მერჩულე – ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“;
4. შოთა რუსთაველი – ,,ვეფხისტყაოსანი“;
5. სულხან-საბა ორბელიანი – ,,სიბრძნე სიცრუისა“;
6. დავით გურამიშვილი – ,,სწავლა მოსწავლეთა“, ,,ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი“ (უკანასკნელი ექვსი სტროფი), ,,მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი“, ,,ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“, ,,საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, ,,დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“, ,,ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, ,,შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, ,,დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“, ,,მეფის ვახტანგის ამიერ სოფლით მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება“;
7. ალექსანდრე ჭავჭავაძე – ლექსები: ,,სიყვარულო, ძალსა შენსა“, ,,ვაჰ, დრონი, დრონი“, ,,ვისაც გსურთ“, ,,გოგჩა“;
8. გრიგოლ ორბელიანი – ლექსები: ,,საღამო გამოსალმებისა“, ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ,,პასუხი შვილთა“; პოემა ,,სადღეგრძელო“;
9. ნიკოლოზ ბარათაშვილი – ლექსები: ,,შემოღამება მთაწმინდაზე“, ,,ვპოვე ტაძარი“, ,,ფიქრნი მტკვრის პირას“, ,,მერანი“, ,,სული ობოლი“, ,,სულო ბოროტო“, ,,რად ჰყვედრი კაცსა“, ,,არ უკიჟინო, სატრფოო“; პოემა ,,ბედი ქართლისა“;
10. ილია ჭავჭავაძე – ლექსები: ,,ყვარლის მთებს“, ,,ელეგია“, ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“, ,,მესმის, მესმის“, ,,მას აქეთ, რაკი“, ,,ბაზალეთის ტბა“, ,,ქართვლის დედას“, ,,პოეტი“, ,,ჩემო კალამო“, ,,პასუხის პასუხი“; პოემები: ,,აჩრდილი“, ,,განდეგილი“; მოთხრობები: ,,მგზავრის წერილები“, ,,კაცია, ადამიანი?!“, ,,ოთარაანთ ქვრივი“;
11. აკაკი წერეთელი – ლექსები: ,,პოეტი“, ,,ჩანგური“, ,,ჭაღარა“, ,,გაზაფხული“, ,,სულიკო“, ,,აღმართ-აღმართ“, ,,ხატის წინ“, ,,განთიადი“; პოემები: ,,თორნიკე ერისთავი“, ,,გამზრდელი“; მოთხრობა ,,ბაში-აჩუკი“ და მოგონებები ,,ჩემი თავგადასავალი“ (I თავი);
12. ალექსანდრე ყაზბეგი – მოთხრობები: ,,ხევისბერი გოჩა“, ,,ელგუჯა“;
13. ვაჟა-ფშაველა – ლექსები: ,,დამსეტყვე, ცაო“, ,,არწივი“, ,,კაი ყმა“, ,,არაგვს“, ,,ღამე მთაში“, ,,სიმღერა“ (,,არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა...“), ,,კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, ,,რამ შემქმნა ადამიანად“; პოემები: ,,ალუდა ქეთელაური“, ,,სტუმარ-მასპინძელი“, ,,ბახტრიონი“; მოთხრობები: ,,მთანი მაღალნი“, ,,ხმელი წიფელი“, ,,ია“, ,,მთის წყარო“;
14. დავით კლდიაშვილი – მოთხრობები: ,,სამანიშვილის დედინაცვალი“, ,,სოლომან მორბელაძე“;
15. ნიკო ლორთქიფანიძე – მოთხრობები: ,,თავსაფრიანი დედაკაცი“, ,,იყიდება საქართველო“ (,,საშობაო მინიატურებიდან“), ,,ტრაგედია უგმიროთ“;
16. ლეო ქიაჩელი – ,,ჰაკი აძბა“;
17. კონსტანტინე გამსახურდია – ,,დიდოსტატის მარჯვენა“;
18. მიხეილ ჯავახიშვილი – ,,ჯაყოს ხიზნები“;
19. გალაკტიონ ტაბიძე – ლექსები: ,,მე და ღამე“, ,,მთაწმინდის მთვარე“, ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, ,,ლურჯა ცხენები“, ,,თოვლი“, ,,მზეო თიბათვისა“, ,,უსიყვარულოდ“, ,,მამული“, ,,წამყე ბეთანიისაკენ“, ,,ქებათაქება ნიკორწმინდას“;
20. გიორგი ლეონიძე – ლექსები: ,,ღამე ივერიისა“, ,,ყივჩაღის პაემანი“, ,,წიგნი ქართლის ცხოვრება“, ,,ნინოწმინდის ღამე“, ,,მეცამეტე საუკუნე“.
აბიტურიენტმა უნდა იცოდეს საგამოცდო პროგრამაში შეტანილი ეპიკური ნაწარმოებების სიუჟეტები (მოვლენები, ფაქტები), ტექსტში პირდაპირ მოცემული ინფორმაცია პერსონაჟების შესახებ (მაგალითად: ბიოგრაფია, პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება და სხვ.); პერსონაჟთა ურთიერთობები; პერსონაჟთა აზრი ნაწარმოებში გამოკვეთილ არსებით თემებსა და პრობლემებზე; ქრონოლოგია, ანუ ტექსტში აღწერილი მოვლენების დრო და, აგრეთვე, გადმოცემულ ამბავთა თანამიმდევრობა; ტოპონიმები (გეოგრაფიული სახელები); უნდა შეეძლოს მხატვრული ტექსტების მრავალფეროვანი ლექსიკის გაგება. გარდა ამისა, აბიტურიენტს მოეთხოვება საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ლირიკული ნაწარმოებების აზრობრივი და ემოციური შინაარსის ცოდნა.
აბიტურიენტი უნდა იცნობდეს მწერალთა ბიოგრაფიების ძირითად მომენტებს.
აბიტურიენტს მოეთხოვება ნაწარმოებებში გამოკვეთილი სახეების, ნაწარმოებთა თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგის, სიტუაციის, კოლიზიის არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატური გააზრების უნარი.
იმისათვის, რომ ამგვარ მოთხოვნებს უპასუხოს, სასწავლო პროცესში მას უნდა განუვითარდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, ტექსტის შესახებ კრიტიკულად, ლოგიკურად და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი და ლიტერატურული ტექსტის ელემენტებსა და სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარების უნარი.
აბიტურიენტი სწორად უნდა აგებდეს ენობრივ კონსტრუქციებს, უნდა ერკვეოდეს საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ ლინგვისტურ ტერმინოლოგიაში და შეეძლოს წერის დროს ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
შენიშვნა: ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, ,,სიბრძნე-სიცრუისა“ და ,,დავითიანი“ სახელმწიფო გამოცდაზე შემოწმდება სასკოლო სახელმძღვანელოს მიხედვით: ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, IX კლასი; შეადგინეს და კომენტარები დაურთეს მანანა გიგინეიშვილმა, ლაურა გრიგოლაშვილმა და ვახტანგ როდონაიამ. ,,ვეფხისტყაოსანი“ _ სასკოლო გამოცემით; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, განმარტებანი, კომენტარი და ბოლოსიტყვა დაურთო ნოდარ ნათაძემ (ამ წიგნების რამდენიმე გამოცემა არსებობს. ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მათგანი). დანარჩენი ლიტერატურული ტექსტების შესწავლა დასაშვებია ნებისმიერი გამოცემის მიხედვით.