საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2025
ძალაში შესვლა 12.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017322 134
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/03/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.05.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №38
2025 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 12 აპრილიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.
3. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის უფლებამოსილებები
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსის (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის) სტრატეგიული ანალიზი და მართვის ხელშეწყობა, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადება;
ბ) სამინისტროს ადამიანური რესურსის მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების ხედვის შემუშავება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მისი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − მისი განხორციელების ზედამხედველობა;
დ) სამინისტროს (კომპეტენციის ფარგლებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვისა და ადმინისტრირების განხორციელება, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
ე) სამინისტროს სამხედრო პერსონალისა და სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
ვ) სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების დანერგვისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის, ორგანიზაციული ანალიზის, შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვის განხორციელება ადამიანურ რესურსებთან მიმართებით;
თ) სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა;
ი) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტების უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო;
ბ) განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო:
ბ.ა) პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის განყოფილება;
გ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა შერჩევისა და ადმინისტრირების სამმართველო.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები
1. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადი ადამიანური რესურსების (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) მართვის საშუალო და გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. ასევე, მათი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა (სამხედრო პერსონალთან მიმართებით J-1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით);
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვლევების წარმოება, მათ შორის ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა. ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ინსტიტუციური მოწყობის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება;
გ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციული კლიმატის კვლევისა და შეფასების განხორციელება, ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრების, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, შესაბამისი საერთაშორისო და ორგანიზაციული დონის პროექტების ინიციირება და განხორციელება, ცნობიერების ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა;
დ) სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზისა და პერსონალის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის, ნატო, ევროკავშირი, გაერო) შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება;
ე) სამინისტროში ცვლილებების მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერა. გამჭვირვალობის, დამსახურების, ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა შორის ნდობის გაღრმავების და ჩართულობის გაძლიერების სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;
ვ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების (სამხედრო პერსონალის დაგეგმვა, რეკრუტირება, შერჩევა, გადანაწილება-დანიშვნა, პროფესიული განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება, კარიერის დაგეგმვა/განვითარება, შენარჩუნება, დათხოვნა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია) და სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების (სამოქალაქო პერსონალის მონაცემთა ანალიზი, დაგეგმვა, რეკრუტირება, სამუშაოს შესრულების მართვა, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, მოტივაცია, ჩართულობა და შენარჩუნება) სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური ჩარჩოს განსაზღვრა. პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების საფუძველზე, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება/განახლება, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი, ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება სამხედრო პერსონალთან მიმართებით J-1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
ზ) სამოქალაქო პერსონალის დაგეგმვის, რეკრუტირების და შენარჩუნების სტრატეგიების განვითარებისთვის აქტიური თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან;
თ) სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვის (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრის, საჭიროებების გამოვლენისა და შეფასების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების მიერ (მათ შორის, J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ) სამხედრო პერსონალის მართვის კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკისა და ცალკეული პროექტების, პროცესების, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება.
2. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სამხედრო განათლების სისტემის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ხედვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტსა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასთან კოორდინაციით;
ბ) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახურების, მათ შორის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის მიერ სამხედრო განათლების კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და მოთხოვნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. ამ მიზნით, მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირის მიღება და ანალიზი;
ე) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, დაგეგმვა და შესაბამის პროგრამებში მოხელეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, საჭიროებისამებრ, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ვ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
ზ) არსებული პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება.
3. პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4. პროფესიულ საჯარო მოხელეთა შერჩევისა და ადმინისტრირების სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვა;
ბ) ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა, შენარჩუნება და შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის პროცესის ხელშეწყობა;
დ) მოხელეთა კარიერის მართვის ხელშეწყობა;
ე) საჯარო სამსახურში მობილობისა და, კომპეტენციის ფარგლებში, მოხელეთა რეზერვის მართვა;
ვ) სამოქალაქო ოფისის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მოხელის კლასის მინიჭება/გათანაბრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირთა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და საქართველოს თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;
თ) სამინისტროს სამოქალაქო პირთა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის/მოადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება;
ი) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დაკომპლექტება;
მ) სამინისტროში ახალდანიშნულ მოხელეთა გაცნობითი პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
ნ) სამინისტროს მენტორინგის პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
ო) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, შედეგების შეჯამება და ანგარიშგება;
პ) სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოხელეთა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური დაგეგმვა;
ჟ) მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება. ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის შეფასების შედეგის გათვალისწინება ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ს) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა;
ტ) პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოება და მართვა;
უ) მოხელის კლასის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ქ) სამინისტროს სისტემის მასშტაბით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზება;
ღ) მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებზე კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში რეაგირება;
ყ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;
შ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება/ადმინისტრირება.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, მათ შორის სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
ე) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) მონიტორინგს უწევს დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას;
თ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ხელს უწყობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას;
ნ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) კოორდინაციას უწევს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს და პროფესიულ საჯარო მოხელეთა შერჩევისა და ადმინისტრირების სამმართველოს ჰყავთ ორ-ორი მოადგილე, ხოლო განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს ჰყავს ერთი მოადგილე.
9. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან საჭიროების გათვალისწინებით მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად, სამმართველოს უფროსის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების გათვალისწინებით – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
10. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.