საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2025
ძალაში შესვლა 12.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017318 134
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.09.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №34
2025 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №38 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 12 აპრილიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს შეფასება და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
გ) ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების ანალიზის განხორციელება, პრიორიტეტული მოთხოვნების შემუშავება, აგრეთვე თავდაცვის ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება და მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესის კოორდინაცია;
ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაცია და რესურსების მართვის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ვ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობის მიღება;
ზ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი, პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველო;
ბ) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო;
გ) თავდაცვის რესურსების მართვისა და პროგრამების სამმართველო.
2. თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) შერჩეულ თემატურ მიმართულებებზე, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი;
ბ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოში არსებული მნიშვნელოვანი პროცესების ანალიზის შედეგების, ასევე სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შესახებ, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმირება;
გ) თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო სისტემატიზაცია, ასევე დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
ე) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებების, ასევე შესაბამისი კონცეფციების, სტრატეგიების, დოქტრინების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი;
ვ) უსაფრთხოების გარემოს ანალიზიდან გამომდინარე, სამხედრო საფრთხეების და გამოწვევების თანმდევი ფაქტორებისა და ინდიკატორების დადგენა;
ზ) ეროვნულ და უწყებრივ დონეზე კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ანალიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის, საბრძოლო მოდელირების მომზადებისა და განხორციელების ანალიტიკური უზრუნველყოფის გზით;
თ) საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გამოწვევების, საფრთხეების ანალიზისა და თავდაცვის პოლიტიკისა და სისტემის განვითარების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებრივ და უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა;
ი) თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი საქმიანობის ანალიტიკური მხარდაჭერა;
კ) თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოს, ტექნოლოგიებისა და სამხედრო კონფლიქტების განვითარების ტენდენციების და საბრძოლო შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზის შესახებ გეგმიური, პერიოდული და არაპერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, ასევე სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის;
ლ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
მ) ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
3. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული მიმართულებების, თავდაცვის ძირითადი პრინციპებისა და პოლიტიკის პრიორიტეტული სფეროების – მიმართულებების შემუშავება, ასევე მასში მონაწილეობის მიღება;
გ) საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი თავდაცვის პოლიტიკის ფორმირების პროცესში;
დ) სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების გზებისა და აუცილებელი საჭიროებების ანალიზი. განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებთან არსებული შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა;
ე) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა/წარმართვა;
ვ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით;
ზ) სამინისტროს და სხვა უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში პასუხისმგებლობის სფეროში შემავალი თემატური საკითხების განხილვებში მონაწილეობა;
თ) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და გეგმების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ი) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ხელშეწყობა, სამინისტროს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის და შიდაუწყებრივ დონეზე კრიზისების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისების მართვასთან დაკავშირებულ უწყებათაშორის და სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში მონაწილეობა;
ო) უწყებათშორის ფორმატში თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროცესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისების მართვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების/ განახლების პროცესში მონაწილეობა;
ჟ) თავდაცვის სფეროში არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უწყებრივი გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
რ) თავდაცვის სისტემის სტრატეგიული ანალიზის და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. თავდაცვის რესურსების მართვისა და პროგრამების სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
გ) სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებისათვის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საბიუჯეტო პარამეტრებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
დ) სტრატეგიული დაგეგმვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმვის წარმართვის პროცესში მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) თავდაცვის რესურსების მართვასთან დაკავშირებული კონცეპტუალურ-სამართლებრივი ბაზის განვითარება;
ვ) სამინისტროში რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა/შემუშავება და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ზ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს“ შემუშავება;
თ) „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ დანართების შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) თავდაცვის საბიუჯეტო პროგრამების სტრუქტურის შემუშავება;
კ) თავდაცვის საბიუჯეტო პროგრამების შემუშავების კოორდინაცია;
ლ) თავდაცვის საბიუჯეტო პროგრამების შესრულების ანგარიშის ანალიზი;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ნ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის კოორდინაცია;
ო) თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე კონკრეტული წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
პ) თავდაცვის რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
ე) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
ზ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
თ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას;
ი) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
კ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
მ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილებების შესასრულებლად;
ნ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
პ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს და თავდაცვის რესურსების მართვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსებს ჰყავთ ორ-ორი მოადგილე.
9. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან საჭიროების გათვალისწინებით მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში საჭიროების გათვალისწინებით – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
10. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას;
დ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
11. ქვედანაყოფებს შორის იდენტური კომპეტენციების არსებობისას, აღნიშნულ კომპეტენციას ქვედანაყოფი ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსთან (დეპარტამენტის/ სამმართველოს) კოორდინაციით.