📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2025
ძალაში შესვლა 12.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017326 134
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/03/2025
1,330 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2025 მიღება
12.04.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 03.02.2026 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.03.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 04.01.2019 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 25.03.2025 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 10.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №42 2025 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტმა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ: ა) 2016 წლის 26 სექტემბრამდე დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები; ბ) 2020 წლის პირველ იანვრამდე დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფინანსების მართვის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები; გ) 2021 წლის 13 აპრილამდე დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები; დ) 2025 წლის 12 აპრილამდე დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 აპრილის №22 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 12 აპრილიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს  სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. 3. დეპარტამენტი ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ასრულებს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების პრინციპების დაცვით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობის/შენახვის/გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი. 6. საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტი უფლებამოსილია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები/სპეციალისტები კონსულტაციებისათვის, აგრეთვე მოითხოვოს სამუშაო ჯგუფების შექმნა. მუხლი 2🔗.  დეპარტამენტის უფლებამოსილებები დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლი და მონიტორინგი საქონლის ან/და მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების შესაბამისობისა და ხარისხის დადგენის მიზნით; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს ბალანსზე, ხოლო მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში – ასევე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომსახურების კონტროლის და მათ ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობის უზრუნველყოფა დამტკიცებული პროექტის ან დეფექტური აქტის შესაბამისად. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მატერიალური ქონებისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველო; ბ) დაზღვევის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველო; გ) კვების ხარისხის კონტროლის სამმართველო. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების  უფლებამოსილებები 1. მატერიალური ქონებისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა დამტკიცებული პროექტის ან დეფექტური აქტის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან მიმართებით აღნიშნულის განხორციელება მინისტრის დავალებით; ბ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობის და მის მიერვე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასა და სხვა შესაბამის აქტებთან შესაბამისობის განსაზღვრა; გ) ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლის განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულების,  მოცულობების და სპეციალური სამუშაოების შესაბამისობის განსაზღვრის/დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა; დ) საჭიროების შემთხვევაში მოწოდებული საქონლის შესაბამისი მაჩვენებლების, ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ღირებულების ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა კომპეტენტური ლაბორატორიული და საექსპერტო დასკვნების მიღების მიზნით; ე) მოწოდებული სანივთე ქონებისა და საწვავ-საპოხი მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით; ვ) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების და მათი შემადგენელი ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით. 2. დაზღვევის მონიტორინგის და კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სადაზღვევო ხელშეკრულებების (ჯანმრთელობის დაზღვევა (სამედიცინო) და ავტოდაზღვევა) ტექნიკური მახასიათებლების მიღებულ მომსახურებასთან შესაბამისობის დადგენა/მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტთან კოორდინაციით სადაზღვევო პროდუქტის (სამედიცინო დაზღვევა) მომზადებაში მონაწილეობის მიღება მისი ხელშეკრულებაში გაწერილი მახასიათებლების, ხარისხის გაუმჯობესების და სრულყოფის მიზნით; გ) საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობასთან კოორდინაციით, სადაზღვევო პროდუქტის (ავტოდაზღვევა) მომზადებაში მონაწილეობის მიღება მისი ხელშეკრულებაში გაწერილი მახასიათებლების, ხარისხის გაუმჯობესების და სრულყოფის მიზნით; დ) სატენდერო პირობების შედგენაში/სატენდერო პროცესში ჩართულობა/კონსულტირება სადაზღვევო პროდუქტების ტექნიკურად გამართულობის მიზნით სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაციით; ე) მომსახურების პროცესში წარმოქმნილ პრობლემურ შემთხვევებთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ დაზღვეული თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სატელეფონო კონსულტაციებით უზრუნველყოფა; ვ) სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულების კონტროლის მიზნით. 3. კვების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეებისთვის შესყიდული სურსათის და კვების მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების და მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროს სისტემაში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვების ბლოკებში სურსათის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, მომზადების, გამოყენების, მიწოდების და ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვის კონტროლი; გ) სურსათის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; დ) საჭიროების შემთხვევაში მოწოდებული საქონლის/კვების შესაბამისი მაჩვენებლების, ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ღირებულების ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა კომპეტენტური ლაბორატორიული და საექსპერტო დასკვნების მიღების მიზნით. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს  და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების სრულფასოვნად შესრულებაზე; დ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; ე) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ზ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; ი) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის  მოსამსახურეებზე; კ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ლ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების  შესახებ; მ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) თვეში ერთხელ ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; პ)  კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ჟ) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3​​. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.   დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებსა და კორესპონდენციას სამმართველოს თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას ან/და ხელმოწერას; ე) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ზ) ახორციელებს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. მატერიალური ქონებისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, ხოლო კვების ხარისხის კონტროლის სამმართველოსა და  დაზღვევის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს უფროსებს ჰყავთ თითო-თითო მოადგილე. 8. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად, სამმართველოს უფროსის  მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 9. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; გ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.