ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2025 წლის 27 მარტი ქ. ლანჩხუთი |
|
2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის №9 დადგენილებით განსაზღვრული შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების მქონე პირი ვალდებულია, შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის ელექტრონული გადახდის საშუალებით (შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის პლასტიკური ბარათი) ავტობუსში დამონტაჟებულ ელექტრონული გადახდის სპეციალურ მოწყობილობაზე დააფიქსიროს მგზავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა და მის მიმართ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
2. სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ თანამშრომელს განსაზღვრავს ბრძანებით.
3. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია, თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით (ვიდეოჩამწერ მოწყობილობასთან ერთად), რომლის საშუალებით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას თანამშრომელი დააფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოთხოვოს ავტობუსში ან/და ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მგზავრს.
5. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა და მგზავრს აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 256-ე მუხლის თანახმად არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ მის შესახებ საჭირო ცნობები ან/და არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაშინ თანამშრომელს შეუძლია ჩათვალოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით გამოკვლევას და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე და შეუდგინოს მას ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით. ამის თაობაზე თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
6. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე საქმისწარმოების დროს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაშინ, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის მე-22 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის თანამშრომელმა შეიძლება მიიღოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება, რა მიზნითაც ის მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს/პირს. სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დახმარებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
7. თანამშრომელმა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა განუმარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2341-ე, 252-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები:
ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორთან (მისამართი: ლანჩხუთი, ეგნატე ნინოშვილის №37), რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის №26).
ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მიღებული დადგენილება;
გ) თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა განუმარტოს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ დაერიცხება საურავი, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. საჯარიმო ქვითრის შევსება ხდება ელექტრონულად და მისი ამონაბეჭდი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდს ხელს აწერს მისი შემდგენელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი და თუ არიან მოწმეები, ან სხვა მონაწილე პირები.
10. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, თანამშრომელმა მას უნდა მიუთითოს შეავსოს ახსნა-განმარტების ფორმა (დანართი №3), სადაც წარმოდგენილი იქნება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებაზე უარის თქმის ახსნა-განმარტებები და მოტივები.
11. შევსებული ახსნა-განმარტების ფორმაზე ხელს აწერს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი და თარჯიმანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.
13. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი, ხოლო არასწორად ამობეჭდილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
14. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები (დანართი №2):
ა) ქვითრის შედგენის თარიღი;
ბ) შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა;
გ) სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, ავტობუსის მარშრუტის დასახელება , ავტობუსის სახელმწიფო №, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი;
ე) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ვ) ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;
ზ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300643255;
თ) მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი, ხელმოწერა;
ი) სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;
კ) შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) ელექტრონული საჯარიმო ქვითარზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
ლ.ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს; მისცეს ახსნა-განმარტებანი; წარადგინოს მტკიცებულებანი; განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
ლ.ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორთან (მისამართი: ქ.ლანჩხუთი, ეგნატე ნინოშვილის №37), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. N26).
ლ.გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამართალსუბიექტის დირექტორი, ბრძანებით განსაზღვრავს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონრის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის დირექტორის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად: შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამართალსუბიექტთან, რომელიც შემდგომში, მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გადაეცემა არქივს.
10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში შეტანილი მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
2. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეიძლება იგი გაასაჩივროს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამავე კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების დროს გადაწყვეტილება აღსრულდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
2. შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა: ________________________________________
3. სამართალდამრღვევის პირადი №___________________ სახელი და გვარი:________________ რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: _______________________________________________________________________________
4. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: ______________________ და დრო: _______________ ავტობუსის მარშრუტის დასახელება ავტობუსის სახელმწიფო № __________________ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: ________________________________________
5. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
6. ჯარიმის ოდენობა: 20 (ოცი) ლარი.
7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300643255
8. მოწმე ან სხვა მონაწილე: _______________________________________________
სტატუსი, ხელმოწერა: ___________________________
9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე: ______________________________ ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: ____________________
10. შემდგენლის ხელმოწერა: _____________________________________________
11.ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
12.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორთან (მისამართი: ქ.ლანჩხუთი, ეგნატე ნინოშვილის №37), აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება - ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. N26).
13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) სახელი და გვარი ___________________________________________
ბ) პირადი № ___________________________________
გ) მისამართი ______________________________________________________________________ (რეგისტრაციის ადგილის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)
დ) დაბადების თარიღი ___________________________________
ე) სამუშაო ადგილი _____________________________________________________________
2. მონაცემები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შესახებ:
ა) ელექტრონული ქვითრის № ______________________________
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი, თარიღი, დრო და არსი _____________ ______________________________________________________________________________
3. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი _______________________________________
4.ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ხელმოწერა __________________ რიცხვი, თვე, წელი ______________ თარჯმინის (ასეთის არსებობისას) ხელმოწერა ______________________ რიცხვი, თვე, წელი _____________________________ ახნა-განმარტების მიმღები თანამშრომლის ხელმოწერა _____________________________ რიცხვი, თვე, წელი __________
|