ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №134 |
|
2025 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
1. მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე