ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016972
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ევგენი მიქელაძისა და სანდრო ახმეტელის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერლის ბათუ კრავეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ერთი უსახელო ჩიხისთვის ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №135
2025 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე