ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016975
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 12.07.2024
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში რაჭის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ოთხი უსახელო შესახვევისთვის რაჭის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სამხედრო ექიმის, გენერლის დავით მგელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის თამაზ ძიძიგურის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №138
2025 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის
შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩას მიენიჭოს სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის, თამაზ სეფერთელაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №393 განკარგულება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე