ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის და დოლაბაურის III ხევისთვის მომღერლის ვანო მჭედლიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016978
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
189 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 23.07.2021 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის და დოლაბაურის III ხევისთვის მომღერლის ვანო მჭედლიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №141 2025 წლის 21 მარტი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის და დოლაბაურის III ხევისთვის მომღერლის ვანო მჭედლიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევს და დოლაბაურის III ხევის მონაკვეთს მიენიჭოს მომღერლის ვანო მჭედლიშვილის ქუჩის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 2. ისნის რაიონში, დოლაბაურის  III ხევის ორ მონაკვეთს მიენიჭოს მომღერლის ვანო მჭედლიშვილის I ჩიხის და I გასასვლელის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე