ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016980
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნატალია სამქანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, I ჩიხის მონაკვეთისთვის და ილორის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის თამარ ვახვახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №143
2025 წლის 21 მარტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთს, დიდგორის ქუჩას და ხიდის ქუჩას მიენიჭოს თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე