ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016981
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
186 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბუცხრიკიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 10.07.2018 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და სამი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 12.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №144 2025 წლის 21 მარტი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II  შესახვევისთვის და   შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II  შესახვევს და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე