„ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის #370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №147
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016984
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, არბოშიკის ქუჩისთვის რეჟისორის გურამ მელივას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №588 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ მაჩხანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის #370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №147
2025 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის -“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შევიდეს ცვლილებები ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №370 განკარგულებაში:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის ქუჩისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი (რუკა) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;
გ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს განკარგულების მე-2 პუნქტი.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე