ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჯემალ გოგიტიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016986
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევისთვის ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევისთვის ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის III შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგ ზაზა ალექსიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ნიკიფორე ირბახის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პედაგოგის გრიგოლ კობახიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჯემალ გოგიტიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №149
2025 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჯემალ გოგიტიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, გაგრძელდეს ჯემალ გოგიტიძის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე