ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სულხან-საბა ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016987
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ცოლიკაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №598 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის, იოანე ზოსიმეს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იოანე ზოსიმეს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სულხან-საბა ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №150
2025 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სულხან-საბა ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთს და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს სულხან-საბა ორბელიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე