საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციისა და „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით გათვალისწინებული ოქმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.05.2006
ძალის დაკარგვა 04.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №147
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.026.008.589
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 08/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციისა და „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით გათვალისწინებული ოქმების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.026.008.589
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №147
2006 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციისა და „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით გათვალისწინებული ოქმების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ) დისციპლინური დარღვევის თანდართული ოქმი (დანართი №2);
გ) წახალისების თანდართული ოქმი (დანართი №3).
2. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და უშუალო შემსრულებლები.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ოქრუაშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ინსტრუქციის მოქმედების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში (ტექსტში შემდგომ – სამხედრო პოლიცია) ჰაუპტვახტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილების სტრუქტურულ დანაყოფებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის (ტექსტში შემდგომ – პატიმრობა) წესებს.
2. სამხედრო პოლიციაში ჰაუპტვახტის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, წინამდებარე ინსტრუქცია, საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება, აგრეთვე სხვა კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 2🔗. ინსტრუქციის მიზანი და ძირითადი პრინციპები
1. ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილი წესის, სახელმწიფო-საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის გამყარება; დისციპლინური გადაცდომისათვის ჰაუპტვახტის ფუნქციონირების პატიმრობის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულების წესის განსაზღვრა.
2. ინსტრუქცია ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მუხლი 3🔗. ინსტრუქციის მოქმედების ფარგლები
ინსტრუქცია მოქმედებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა პირად შემადგენლობაზე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. თანამშრომლობა სხვა ორგანოებთან
სამხედრო პოლიცია, ჰაუპტვახტის ფუნქციონირების პროცესში, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული ურთიერთობების (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში) განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს შესაბამის სამინისტროებთან და მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან.
თავი II
ჰაუპტვახტის ფუნქციონირება
მუხლი 5🔗. კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილები
1. სამხედრო მოსამსახურეთა პატიმრობაში მოსათავსებლად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში შექმნილია სტრუქტურული ქვედანაყოფები, სადაც მოწყობილია და ფუნქციონირებს ჰაუპტვახტები.
2. სამხედრო პოლიციაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის დანაყოფები – ჰაუპტვახტები სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების შემადგენლობაში.
3. ჰაუპტვახტში საკმარისი ადგილების უქონლობის ან სხვა მიზეზების გამო, მისი არაფუნქციონირების შემთხვევაში, სამხედრო პოლიციის უფროსთან ან მის (კურატორ) მოადგილესთან შეთანხმებით, პატიმრებს განათავსებენ სხვა რეგიონალური სამმართველოს ტერიტორიულად ყველაზე ახლოს განთავსებულ ჰაუპტვახტში.
4. სხვა რეგიონალური სამმართველოს ჰაუპტვახტში პატიმართა გადაგზავნისას (ბადრაგირებისას), მათ გადაყვანას უზრუნველყოფენ იმ ჰაუპტვახტის გუშაგები, რომელშიც არ არის საკმარისი ადგილები ან სხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს.
მუხლი 6🔗. პატიმართა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მოთავსების წესი
1. დაკავებულებს ჰაუპტვახტში ათავსებენ სადისციპლინო წესით დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეებისგან ცალკე.
2. დაკავებულებიდან ჰაუპტვახტში ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებსა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობას;
გ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას;
დ) კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა – უფროსი ოფიცრების შემადგენლობას.
3. დისციპლინური წესით დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ჰაუპტვახტში ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს;
გ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობას;
დ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, ჰაუპტვახტში, დისციპლინური წესით დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურისაგან ცალკე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოათავსებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ სამხედრო მოსამსახურეებს.
თავი III
პატიმრების ჰაუპტვახტში გაგზავნა, მოთავსება და მათი გაცილება (ბადრაგირება-თანხლება)
მუხლი 7🔗. ჰაუპტვახტში მოთავსება
1. ჰაუპტვახტში სადისციპლინო წესით მოთავსდებიან შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეები, არა უმეტეს 30 დღე-ღამემდე ვადით, და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით დაკავებული სამხედრო მოსამსახურე, არა უმეტეს 3 საათისა.
2. დაპატიმრებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების – რიგითების (მატროსების) შემადგენლობა, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და საზღვაო-სამხედრო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა შეიძლება მოათავსონ გემის კარცერში ან ჰაუპტვახტში.
3. დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეები ჰაუპტვახტში იგზავნებიან შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით.
მუხლი 8🔗. ჰაუპტვახტში გაგზავნა (გადაყვანა- ბადრაგირება)
1. დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანა (ბადრაგირება) ჰაუპტვახტში, სასამართლოში და სხვაგან ხორციელდება საშტატო იარაღით (საჭიროების შემთხვევაში – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით) ჰაუპტვახტის შეიარაღებული გუშაგების თანხლებით.
2. გუშაგები ვალდებულნი არიან იარაღი გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სადისციპლინო წესით დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეების ოთხ კაცზე მეტის ფეხით ჰაუპტვახტში გაგზავნა აკრძალულია. პატიმრები ერთმანეთს რიგში მიჰყვებიან. მათ გასაგზავნად (ბადრაგირებისათვის) ინიშნება ერთი (ან ორი) გუშაგი, რომელიც მიჰყვება პატიმართა რიგს 2-3 ნაბიჯით უკან მარცხნივ ან მარჯვნივ.
4. პატიმრების ბადრაგირებისას ქალაქების, მსხვილი დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გადაკვეთა, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პატიმრებთან მგზავრობა აკრძალულია.
5. ჰაუპტვახტის უფროსის ან მისი ხელმძღვანელობის განკარგულებით, პატიმრების გასაგზავნად გამოიყოფა სპეციალური ტრანსპორტი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ოპერატიული ავტომანქანა.
6. სპეციალური ტრანსპორტით პატიმართა გადაადგილებისას (ბადრაგირებისას), ისინი განლაგდებიან სახით მოძრაობის საწინააღმდეგო ან გვერდით მხარეს. მათ ეკრძალებათ ადგომა და მოძრაობის მიმართულებით შეტრიალება.
7. პატიმართა გადაადგილების (ბადრაგირების) სხვა დამატებითი პირობები, შეიძლება განსაზღვროს სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ან მისმა მოადგილეებმა.
მუხლი 9🔗. ჰაუპტვახტში პატიმრების მიღება
1. ჰაუპტვახტში მიყვანილ პატიმრებს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღებს ჰაუპტვახტის უფროსი ან მისი თანაშემწე და ჰაუპტვახტში მყოფ პატიმართა წიგნში აფიქსირებენ მათ სამსახურებრივ მონაცემებს, სამედიცინო შემოწმების აღნიშვნას, შესანახად ჩამორთმეული (ჩაბარებული) ნივთებისა (წელის ქამარი, ფასეულობები და სხვა აკრძალული ნივთები) და დოკუმენტების ჩამონათვალს, ჩაბარებული ფულის ოდენობას, პატიმრობის საფუძველს, ვადას და მისი გათავისუფლების ან სასჯელაღსრულების ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ აღნიშვნებს.
2. პატიმრების მიღებისას, წარმოებს პატიმრების პირადი გასინჯვა. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით.
3. ჰაუპტვახტში მიმღებ პასუხისმგებელ პირს, მიღებული და ამოღებული ნივთების სია, დოკუმენტები და ფულის რაოდენობის მონაცემები პატიმართა წიგნში შეაქვს პატიმრის თანდასწრებით და აძლევს მას ხელწერილს მათ მიღებაზე, რის შემდეგაც პატიმარს საკანში მოსათავსებლად აგზავნის ჰაუპტვახტის მორიგესთან.
4. ჰაუპტვახტის მორიგე, დაპატიმრებულს პატიმართა წიგნში მითითებული მონაცემების მიხედვით, გუშაგების მეშვეობით, ათავსებს შესაბამის საკანში.
თავი IV
ჰაუპტვახტში პატიმრების ყოფნა, მათი ვალდებულებები, უფლებები და სოციალური გარანტიები
მუხლი 10🔗. სადისციპლინო წესით პატიმრების ჰაუპტვახტში ყოფნა
1. სადისციპლინო წესით დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეები (პატიმრები) მოთავსდებიან საერთო ან ერთადგილიან საკნებში.
2. პატიმრები უზრუნველყოფილნი არიან კვებით – კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო მოსამსახურის ძირითადი ულუფით.
3. ყველა პატიმარზე ძილისათვის დღე-ღამის განმავლობაში 7 (შვიდი) საათია გათვალისწინებული.
4. დღე-ღამის განმავლობაში, გარდა სამუშაოს შესრულებისა და სეირნობის დროისა, პატიმრები იმყოფებიან ბოქლომზე დაკეტილ საკნებში.
5. ჰაუპტვახტის საკნებისთვის ბოქლომები არის ერთნაირი, რომლებიც იხსნება და იკეტება ერთიანი გასაღებით. ერთი ასეთი გასაღები ინახება ჰაუპტვახტის მორიგესთან, ხოლო ორი გასაღები – ჰაუპტვახტის უფროსის ოთახში არსებულ სეიფში.
მუხლი 11🔗. სადისციპლინო წესით პატიმრების ვალდებულება
1. პატიმრები ვალდებულნი არიან ჰაუპტვახტში დადგენილი წესები ზუსტად დაიცვან, შეასრულონ ჰაუპტვახტის უფროსის, მისი თანაშემწის, ჰაუპტვახტის მორიგისა და განწესის პირადი შემადგენლობის კანონიერი მოთხოვნები.
2. პატიმრებს ეკრძალებათ: რადიოს მოსმენა, ტელევიზორის ყურება, აზარტული თამაში, სიმღერა, ფანჯრიდან ლაპარაკი, ხმაური, წესრიგის დარღვევა საკნებში, მნახველებთან პაემანი, ამანათების მიღება, წერილების გაგზავნა ან მიღება, მობილური ტელეფონით სარგებლობა.
3. საერთო საკნებში პატიმრების რიგებიდან ინიშნებიან საკნების უფროსები, რომლებიც პასუხს აგებენ საკნებში წესრიგსა და სისუფთავეზე. ისინი ვალდებული არიან დილის შემოწმებისთვის მოაწყონ პატიმრები.
4. ჰაუპტვახტის შენობის ყოველდღიური და საერთო (კვირაში ერთხელ) დასუფთავება, წარმოებს პატიმრების მიერ ჰაუპტვახტის მორიგის თანაშემწის მეთვალყურეობით.
მუხლი 12🔗. სადისციპლინო წესით პატიმრების დღის განრიგი
1. ჰაუპტვახტში პატიმრების დღის განრიგს ადგენს სამხედრო პოლიციის შესაბამისი რეგიონალური სამმართველოს უფროსი.
2. ჰაუპტვახტის საერთო საკნებში მოთავსებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები დღე-ღამეში შეიძლება 9 საათით, ჰაუპტვახტში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად, ჰაუპტვახტის ტერიტორიაზე გაყვანილ იქნენ სამუშაოდ, რომელთა ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს საერთო საკნებში მოთავსებული – საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი ან სერჟანტი (მიჩმანი).
3. ჰაუპტვახტში მოთავსებულ სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებსა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს – კაპრალებსა და სერჟანტებს (მიჩმანებს), თუ ისინი სამუშაოზე არ გაჰყავთ, შეიძლება ყოველდღიურად ჩაუტარდეთ 4- საათიანი მეცადინეობა სამწყობრო მომზადებაში და წესდებების შესასწავლად (მეცადინეობის დროს მათ მიეცემათ ქამრები).
4. ჰაუპტვახტის ერთადგილიან საკნებში მოთავსებული პატიმრები მეცადინეობაზე არ გამოჰყავთ.
5. ჰაუპტვახტის საკნებში პატიმრების რაოდენობის ყოველდღიური დილისა და საღამოს გამოძახება, ტარდება ჰაუპტვახტის მორიგის ან მისი მოადგილის მიერ სახელობითი სიის მიხედვით.
მუხლი 13🔗. სადისციპლინო წესით პატიმრების საკნებიდან გამოყვანა
1. პატიმრებს, იმ დღეებში, როდესაც ისინი არ მუშაობენ, ასევე ჰაუპტვახტის ერთადგილიან საკნებში მყოფთ, ყოველდღიურად 1 (ერთი) საათით გუშაგის თანხლებით, გამოიყვანენ სასეირნოდ ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პატიმრების განცალკევების პრინციპით.
2. დილისა და საღამოს ტუალეტისათვის, პატიმრები გუშაგის თანხლებით გამოჰყავთ საკნებიდან:
ა) საერთო საკნებში მყოფი პატიმრები – საკნების მიხედვით;
ბ) ერთადგილიან საკნებში მყოფი პატიმრები – ცალ-ცალკე (სათითაოდ), რიგის მიხედვით.
3. ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, პატიმრები საკნებიდან გამოჰყავთ გუშაგის თანხლებით, თითო-თითოდ ან ხუთკაციან ჯგუფად, ხოლო ერთადგილიან საკნებში მყოფი პატიმრები – სათითაოდ, ცალ-ცალკე.
მუხლი 14🔗. სადისციპლინო წესით პატიმრების ჰაუპტვახტის გარეთ გასვლა
1. ჰაუპტვახტის გარეთ აბანოში, სამედიცინო დაწესებულებაში ან სამხედრო პოლიციის უფროსის სხვა გადაწყვეტილებით გასვლისას, პატიმრები, უნდა იყვნენ ფორმის მიხედვით ჩაცმულნი.
2. პატიმრები ჰაუპტვახტის გარეთ გასვლისას, ჰაუპტვახტის განლაგებაში მიემართებიან მწყობრით, ჰაუპტვახტის მორიგის თანაშემწის თანხლებით.
3. პატიმრების ჰაუპტვახტის გარეთ გაგზავნისას, რეგიონალური სამმართველოს უფროსის განკარგულებით, გამოიყოფა სპეციალური ან ოპერატიული ტრანსპორტი.
4. ჰაუპტვახტის გარეთ პატიმრების თანხლებისათვის ბადრაგები განწესის შემადგენლობიდან გამოიყოფიან; როდესაც აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, რეგიონალური სამმართველოს უფროსის განკარგულებით ინიშნება დამატებითი განწესი.
მუხლი 15🔗. ჰაუპტვახტში სადისციპლინო წესით პატიმრების უფლებები
1. პატიმრებს საკანში ყოფნისას უნდა ჰქონდეთ საცვლები, სამუშაო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დანარჩენი ნივთები ინახება საკნის გარეთ; ჰაუპტვახტის დადგენილი წესით, ძილის დროს პატიმრებს მიეცემათ დათბილური ქურთუკი და ნება ეძლევათ გაიხადონ ფეხსაცმელი, ხოლო საკანში +18 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროს დათბილული ქურთუკი მიეცემათ დღისითაც.
2. პატიმრებს უფლება აქვთ იკითხონ გაზეთები, სამხედრო და საკანონმდებლო ლიტერატურა.
3. საკნები უნდა განიავდეს ყოველდღიურად, იმ დროს, როდესაც პატიმრები იმყოფებიან სასეირნოდ, სამუშაოზე ან აბანოში.
4. ჰაუპტვახტის შენობის დეზინფექცია ტარდება თვეში ერთხელ, ხოლო საპირფარეშოებისა – კვირაში ერთხელ.
5. პატიმრები აბანოში უნდა იბანდნენ კვირაში ერთხელ, რეგიონალური სამმართველოს უფროსის მიერ დადგენილ დღეებსა და საათებში. ამავე დღეებში ტარდება პატიმრების სამედიცინო შემოწმებაც.
6. ჰაუპტვახტიდან სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნილ პატიმრებს, ამ დაწესებულებაში ყოფნის ვადა ეთვლებათ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პატიმრობის ვადაში. გამოჯანმრთელების შემდეგ პატიმრები, რომლებსაც სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისას შეუსრულდათ მოსამართლის მიერ დადგენილი პატიმრობის სრული ვადა, ბრუნდებიან თავიანთ სამხედრო შენაერთებში (სამუშაო ადგილებზე), წინააღმდეგ შემთხვევაში (სრული ვადის არგასვლის) – ბადრაგის თანხლებით, ჰაუპტვახტში.
მუხლი 16🔗. ჰაუპტვახტში მოთავსებულების კვება
1. თუ ჰაუპტვახტის სასადილოში სამზარეულო არ ფუნქციონირებს (არ მზადდება საჭმელი), ამ შემთხვევაში პატიმრების კვებით უზრუნველყოფა, ჰაუპტვახტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, ხორციელდება უახლოესი სამხედრო ნაწილიდან.
2. პატიმრების კვება ხორციელდება საკნებში ან ჰაუპტვახტის სასადილო ოთახში, რომლის დროსაც საჭმელი გაიცემა სხვადასხვა დროს – ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული პატიმრების განცალკევების პრინციპით.
3. ჰაუპტვახტის ერთადგილიან საკნებში მოთავსებული პატიმრები იკვებებიან (საჭმელს იღებენ) საკნებში.
თავი V
პატიმრების ჰაუპტვახტიდან გათავისუფლება
მუხლი 17🔗. სადისციპლინო წესით დაპატიმრებულების გათავისუფლება ჰაუპტვახტიდან
1. შესაბამისი საქალაქო ან რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით დადგენილი პატიმრობის ვადის დამთავრებისას, ჰაუპტვახტიდან პატიმრები თავისუფლდებიან ჰაუპტვახტის უფროსის მიერ.
2. მოსამართლის ბრძანებით დადგენილი პატიმრობის ვადის გასვლისას, ჰაუპტვახტის უფროსი ჰაუპტვახტის მორიგეს უგზავნის ბარათს პატიმრის გათავისუფლების თაობაზე და პატიმრის ქვედანაყოფის (სამხედრო შენაერთის) უფროსს ატყობინებს წარმომადგენლის გამოგზავნის საჭიროების შესახებ.
3. ჰაუპტვახტის მორიგე, პატიმრის გათავისუფლების ბარათის მიღებისთანავე, ჩანაწერში მითითებულ ვადაში ათავისუფლებს პატიმარს და აგზავნის ჰაუპტვახტის უფროსთან, რომელიც პატიმართა წიგნში და პატიმართა სახელობით სიაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს და გათავისუფლებულს ხელწერილით გადასცემს პირად ნივთებს, ფულს, დოკუმენტებს, აგრეთვე მისი ქვედანაყოფის (სამხედრო შენაერთის) უფროსთან წარსადგენად – მიწერილობას გათავისუფლებაზე (პატიმარზე ადრე გაცემული ხელწერილი მისგან ნივთების, ფულისა და დოკუმენტების მიღების თაობაზე ნადგურდება).
თავი VI
ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობა და მომსახურე პირადი შემადგენლობა
მუხლი 18🔗. ჰაუპტვახტის ხელმძღვანელობა
1. სამხედრო პოლიციაში ჰაუპტვახტებს ხელმძღვანელობენ ჰაუპტვახტების უფროსები, რომლებიც სამსახურებრივად ექვემდებარებიან შესაბამისი რეგიონალური სამმართველოების უფროსებს.
2. ჰაუპტვახტების უფროსები, სამხედრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
3. ჰაუპტვახტების უფროსების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 19🔗. ჰაუპტვახტის მომსახურე პირადი შემადგენლობა
1. სამხედრო პოლიციაში ჰაუპტვახტების მომსახურებას უზრუნველყოფენ თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საშტატო ერთეულებზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურეები: ჰაუპტვახტის უფროსის თანაშემწე, ექიმი, ჰაუპტვახტის მორიგე, ჰაუპტვახტის მორიგის თანაშემწე და გუშაგი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის გადაწყვეტილებით.
თავი VII
დასკვნითი დებულება
მუხლი 20🔗.
ამ ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
დანართი N2
დისციპლინური დარღვევის
ოქმი №სდ00000
-----------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
„------“ „---------------------“ 200 წ. წ. „-------“ „--------” სთ.
(ოქმის შედგენის დრო)
ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი
(მეთაური, უფროსი, სამხ. პოლიციის დეპარტამენტის უფ. პირი) ________________________________________
___________________________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენის თანამდებობა, ს/წოდება, სახელი, გვარი)
ცნობები დამრღვევის შესახებ________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
(ს/წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხ.
მისამართი და ოჯახური მდგომარეობა)
ინფორმაცია დისციპლინური დარღვევის შესახებ (ადგილი, დრო, არსი) _________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
საქ. სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ___________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
(მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე (თუ არის): 1. ---------------------------------------------------------------
-------------------------------------- /------------------------/
2. ----------------------------------------------------------------
-- ----------------------------------- /------------------------/
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი № /ხელმოწერა/)
დისციპლინის დამრღვევი ------------------------------ /--------------------------/
(ს/წოდება, ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)
ოქმის შემდგენი --------------------------------- /--------------------------/
(ს/წოდება, სახელი, გვარი, /ხელმოწერა, თარიღი/)
ბ.ა.
დანართი №3
წახალისების ოქმი
№სდ00000
-----------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
“------”“---------------------” 200 წ. წ. “-------”“--------” სთ.
(ოქმის შედგენის დრო)
ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი
(მეთაური, უფროსი, სამხ.პოლიციის დეპარტამენტის უფ. პირი) _____________________________________
_______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენის თანამდებობა, ს/წოდება, სახელი, გვარი)
ცნობები წახალისებულის _______________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
(ს/წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხ.
მისამართი და ოჯახური მდგომარეობა)
ინფორმაცია წახალისების შესახებ (ადგილი, დრო, არსი_____________________________________________
________________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________________
საქ. სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების _________________________________________
_________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
(მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე (თუ არის): 1. -------------------------------------------------------------
---------------------------------- /------------------------/
2. ------------------------------------------------------------
-------------------------------- /------------------------/
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.მისამართი, პირადი № /ხელმოწერა/)
წახალისებული ------------------------------------------- /-------------------------/
(ს/წოდება, ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)
ოქმის შემდგენი ---------------------------------- /--------------------------/
(ს/წოდება, სახელი, გვარი, /ხელმოწერა, თარიღი/)
ბ.ა.