“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2003 წლის 1 აგვისტოს №14 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
- ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 15.08.2003
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.008.603
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №16
2006 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
„2006 წლის ბოლომდე 300 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზტურბინით მომუშავე ელექტროსადგურის აშენების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 აპრილის №162 განკარგულებიდან და საქართველოს მთავრობას, სს „ენერჯი ინვესტსა” და სს „გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას” შორის „ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” გაფორმებული მემორანდუმიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 15.08.2003 წ., №88, მუხლი 759) მე-2 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს სს „ენერჯი ინვესტი” და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბოსადგურებისთვის:
| № | ელექტროსადგურები | დღგ-ის გარეშე |
| 1 | 2 | 3 |
| 1. | შპს „მტკვარი ენერგეტიკა” (თბილსრესის №9 ბლოკი) მათ შორის: |
8,186 |
|
| _ გარანტირებული სიმძლავრისთვის (თეთრი/კვტსთ) _ ქსელში გაცემული ელექტროენერგიისთვის (თეთრი/კვტსთ) | 1,6 6,586 |
| 2.
| სს „თბილსრესი” (თბილსრესის №№3,4,8 ბლოკები) _ გარანტირებული სიმძლავრისთვის (ათასი ლარი/თვეში) _ ქსელში გაცემული ელექტროენერგიისთვის (თეთრი/კვტსთ) |
603,95 8,319 |
| 3. |
_ ქსელში გაცემული ელექტროენერგიისთვის (თეთრი/კვტსთ) |
8,436 |
ცხრილი 3
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და მისი მოქმედება ვრცელდება 2006 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
გ. თავაძე