საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.16.009.008.604
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 15/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; letter-spacing:1.5pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 73.3pt 44.95pt 81.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.16.009.008.604
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №17
2006 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ძაბვის სხვადასხვა საფეხურზე ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილებისას ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ტექნოლოგიური დანახარჯების) განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი საპროგნოზო სიდიდეებისა და სტრუქტურის დასადგენად, კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის №2/4 გადაწყვეტილებით შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი.
ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების განსაზღვრის შესახებ სემეკის 2002 წლის 12 ივლისის №63 გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: ექსპლუატაციაში შევიდა ხადორის ჰიდროელექტროსადგური და აირტურბინული ელექტროსადგური, ჩატარდა ელექტროსადგურების და გადაცემა-განაწილების ქსელების მნიშვნელოვანი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიღება-მიწოდების წერტილებში მოწესრიგდა აღრიცხვის სისტემების უმეტესი ნაწილი და სხვა, რამაც ხელი შეუწყო მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის დონის ამაღლებას. რაც მთავარია, 2005-2006 წლების განმავლობაში თითქმის 20%-ით გაიზარდა წარმოებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის წლიური მოცულობა, რის გამოც შესაძლებელი გახდა მომხმარებლების უწყვეტი ელექტრომომარაგება. ამავე პერიოდში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“
110 – 35 კვ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას”, აგრეთვე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონში 2005 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ძირითადი 110-35კვ ქსელი მიეკუთვნა განაწილების სფეროს, რის გამოც მოხდა გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გადანაწილება გადაცემისა და განაწილების ქსელებს შორის; შეიცვალა როგორც ელექტროენერგიის, ასევე ტექნიკური დანაკარგების სტრუქტურა.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ გამოიკვეთა ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ტექნოლოგიური დანახარჯების) მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია. თუ 2001 წლის მონაცემებით ყველა ძაბვის 500-330-220-110-35-10(6)-0,4 კვ ელექტრულ ქსელებში ჯამური დანაკარგები შეადგენდა 18,53%-ს, მიმდინარე ეტაპზე საპროგნოზო სიდიდე არ აღემატება 13,2%-ს. ე.ი. 5,36%-ით ნაკლებია, რაც ელექტროენერგიაზე გადაყვანით შეადგენს 450 მლნ.კვტ.სთ-ზე მეტს კალენდარული წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ელექტროენერგიის ნორმატიული ხარჯი მის ტრანსპორტირებაზე) ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციის და დასკვნის გათვალისწინებით, კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1🔗
საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილებისას დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარების ჩათვლით) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:
1. საქართველოს ენერგოსისტემის 500 – 330 – 220 –110 – 35 –10(6) – 0,4კვ ელექტრულ ქსელში, ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან ჯამური დანაკარგი – 13,2%. მათ შორის:
ა) შპს „
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“
ქსელში – 3,55 %. მათ შორის:
– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,32 %,
– 220 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2,68 %,
– 110 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,41 %,
– 35 კვ ძაბვის საფეხურისათვის –0,14 %.
ბ) სს „
საქრუსენერგოს“
ქსელებში – 0,86 %. მათ შორის:
– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,68 %,
– 330 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,01 %,
– 220 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,17 %.
გ) სს „
საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“
, სს „
თელასის“
და შპს „
აჭარის ენერგოკომპანიის“
110-35კვ ქსელებში – 2,8 %.
დ) სს „
საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“
, სს „
თელასის“
, სს „
კახეთის ენერგოდისტრიბუციის“
და შპს „
აჭარის ენერგოკომპანიის“
10(6) – 0,4კვ ქსელებში –5,99%.
2. განაწილების ლიცენზიატების ელექტრულ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან:
ა) სს „
საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“
ქსელში – 14,97 %. მათ შორის:
– 110 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2,85 %,
– 35კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,92 %,
– 10(6)კვ ძაბვის საფეხურისათვის – 5,2 %,
– 0,4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 6,0 %.
ბ) სს „
თელასის“
ქსელში – 12,4 %. მათ შორის:
– 110 კვ ძაბვის საფეხურისათვის –1,17 %,
_ 35 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,50 %,
– 10 (6)კვ ძაბვის საფეხურისათვის _ 5,28 %,
– 0,4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 5,45 %.
გ) შპს „
აჭარის ენერგოკომპანიის“
ქსელში – 13%. მათ შორის:
–110 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1,6 %,
– 35 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,8 %,
_ 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის _ 4,2 %,
– 0,4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 6,4 %.
დ) სს „
კახეთის ენერგოდისტრიბუციის“
ქსელში – 10,5 %. მათ შორის:
– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 4,5 %,
– 0,4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 6,0 %.
ე) ელექტროენერგიის განაწილების სხვა ლიცენზიატებისათვის – 3,5 %. მათ შორის:
– 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის _ 1,5 %,
– 0,4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 2,0 %.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. თავაძე