საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/107 |
|
2025 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსი ახვლედიანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი – საბჭოს ხელმძღვანელი; ბ) არჩილ ინასარიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის პირველი მოადგილე – საბჭოს წევრი; გ) ქრისტინა რზგოევა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე – საბჭოს წევრი; დ) ავთანდილ გეგენავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ე) ვიტალი ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრის უფროსი – საბჭოს წევრი; ვ) ირაკლი დევაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ზ) ვლადიმერ ქუთათელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; თ) დავით ჯინჭარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; ი) ლუიზა წვერავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი; კ) ლევან სარჯველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის დროშის კონტროლის სამმართველოს უფროსი –საბჭოს წევრი; ლ) ქრისტინე ახალაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; მ) დავით ვარშანიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცერი – საბჭოს წევრი; ნ) ლაშა სარჯველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი; ო) მელანო აბაშიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი; პ) მერაბ ქაჯაია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – საბჭოს წევრი; ჟ) გიორგი შოშიტაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს მრჩეველი – საბჭოს წევრი; რ) ირაკლი ჭავჭანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; ს) ქრისტინე ვარდანაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ნარჩენების მართვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი; ტ) შოთა მიროტაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – II სამმართველოს (ბათუმი) უფროსი – საბჭოს წევრი; უ) გიორგი ქართველიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი; ფ) კახაბერ გუდიაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უფროსი – საბჭოს წევრი; ქ) შოთა კუნჭულია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უფროსი სპეციალისტი – საბჭოს წევრი; ღ) ლაშა შარაშენიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უფროსი სპეციალისტი – საბჭოს წევრი; ყ) მარიამ ქათამაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს უმცროსი სპეციალისტი – საბჭოს წევრი. |
| მუხლი 2 |
საბჭოს დაევალოს:
ა) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მუშაობის კოორდინაცია საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტის (IMSAS) გავლის მიზნით; ბ) წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი გაუმჯობესების გეგმის დასახვა აუდიტის წარმატებით გასავლელად; გ) შესაბამისი გეგმის ფორმირების მიზნით, წინადადებების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში. |
| მუხლი 3 |
საბჭოს საკოორდინაციო ღონისძიებების საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|