“საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული ტანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მნისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-871 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ს ახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.592
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება№405-№580
2006 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-876 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1.საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს№823-876 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №102, მუხ. 1138) შეტანილ იქნეს შემდგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის ,,ა–დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო კონტროლის ზონა–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილებაში (ქ. ფოთი) განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო გაფორმების ჯგუფების განლაგების ადგილი;
ბ) საბაჟო ორგანო–საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ და ,,დასავლეთის“ საბაჟო გაფორმების განყოფილების შესაბამისი საბაჟო გაფორმების ჯგუფები“;
გ) საგადასახადო ორგანო–საქართველს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების (ქ. ფოთი) განთავსების ადგილებში;
დ) სარეგისტრაციო ორგანო–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების (ქ. ფოთი) სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ჯგუფები“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას, საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და სავალდებულო რეგისტრაციას ერთი ფანჯრის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ჩატარების თაობაზე სარეგისტრაციო ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ შევსებული დათვალიერების აქტი (,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის№401 ბრძანებით დამტკიცებული№2 დანართი).
ე) ერთობლივი განცხადება (,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის№401 ბრძანებით დამტკიცებული№1 დანართი) სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების შემთხვევაში“.
მუხლი 2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ი. მერაბიშვილი