„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია

მიღების თარიღი 01.11.2002
ძალაში შესვლა 22.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №PAL PROT 2002
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016819 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/04/2025
6,220 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2002 მიღება
22.08.2019 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 94% 03.05.2019 შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 01.11.1951 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 91% 20.07.2022 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით დავით ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 91% 21.01.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს მთავრობის   სახელით (ხელმოწერილია) 90% 10.06.2011

დოკუმენტის ტექსტი

„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია ათენის კონვენცია ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ 2002 („ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციისა და კონვენციის 2002 წლის ოქმის კონსოლიდირებული ტექსტი) მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე კონვენციაში ქვემოთ მოყვანილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით: 1. (a) „გადამყვან-გადამზიდველი“ ნიშნავს პირს, რომლის მიერაც, ან რომლის სახელითაც გაფორმებულია გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, იმისდა მიუხედავად, გადაყვანა-გადაზიდვას სინამდვილეში ეს პირი ახორციელებს თუ ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველი; (b)  „ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველი” ნიშნავს პირს, გარდა გადამყვან-გადამზიდველისა, რომელიც, წარმოადგენს რა გემის მესაკუთრეს, დამფრახტველს ან ოპერატორს, ფაქტობრივად ახორციელებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას, ან გადაყვანა-გადაზიდვის ნაწილს; და (c) „გადამყვან-გადამზიდველი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას, ან გადაყვანა-გადაზიდვის ნაწილს“ ნიშნავს ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, ან თუ გადამყვან-გადამზიდველი ფაქტობრივად ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას – გადამყვან-გადამზიდველს. 2. „გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება“ ნიშნავს გადამყვან-გადამზიდველის მიერ, ან მისი  სახელით გაფორმებულ ხელშეკრულებას, ზღვით მგზავრის, ან საჭიროების შემთხვევაში, მგზავრისა და მისი ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ. 3. „გემი“ ნიშნავს მხოლოდ საზღვაო გემს, გარდა ჰაერბალიშებიანი გემისა; 4. „მგზავრი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომლის გადაყვანაც ხორციელდება გემით a) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ან b) გადამყვან-გადამზიდველის თანხმობით, საავტომობილო საშუალების ან ცოცხალი ცხოველების თანხლების მიზნით, რომლებიც წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის შესახებ იმ ხელშეკრულების საგანს, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე კონვენციით. 5. „ბარგი“ ნიშნავს ნებისმიერ საგანს ან ავტომობილს, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს გადამზიდველი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა: a) იმ საგნებისა და ავტომობილებისა, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება საფრახტო ხელშეკრულების, კონოსამენტის, ან საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული  სხვა ხელშეკრულების ფარგლებში, და b) ცოცხალი ცხოველებისა. 6. „კაიუტის ბარგი“ ნიშნავს ბარგს, რომელიც განთავსებულია მგზავრის კაიუტაში, ან სხვაგვარად იმყოფება მგზავრის მფლობელობაში, მისი დაცვის ან კონტროლის ქვეშ.  იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის მე-8 პუნქტი და მე-8 მუხლი, კაიუტის ბარგი მოიცავს ბარგს, რომელსაც  მგზავრი ინახავს თავის სატრანსპორტოსაშუალებებში  ან მასზე; 7. „ბარგის დაკარგვა ან დაზიანება“ მოიცავს მატერიალურ ზარალს, რომელიც  გამოწვეულია იმით, რომ ბარგი არ გაიცა მგზავრზე გონივრულ ვადაში იმ გემის მისვლიდან, რომლითაც ხორციელდებოდა ან უნდა განხორციელებულიყო ბარგის გადაზიდვა, მაგრამ არ მოიცავს შრომითი დავებით გამოწვეულ დაგვიანებებს. 8. „გადაყვანა-გადაზიდვა“ მოიცავს შემდეგ პერიოდებს: a) მგზავრთან და მისი კაიუტის ბარგთან მიმართებაში – პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მგზავრი და/ან მისი კაიუტის ბარგი იმყოფება გემის ბორტზე, ან ჩასხდომის ან გადმოსხდომის პერიოდს, და პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მგზავრის  გადაყვანა და მისი კაიუტის ბარგის გადაზიდვა ხორციელდება საზღვაო გზით ხმელეთიდან გემამდე და საპირისპირო მიმართულებით, თუ ამგვარი ტრანსპორტირების ხარჯი შედის მგზავრობის საფასურში, ან თუ გემი, რომელიც გამოყენებულ იქნა ამგვარი დამატებითი ტრანსპორტირებისთვის, მგზავრს განკარგულებაში გადაეცა გადამყვან-გადამზიდველის მიერ. თუმცა, მგზავრთან მიმართებაში, გადაყვანა-გადაზიდვა არ მოიცავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ის იმყოფება საზღვაო ტერმინალში, ან სადგურში, ან ნავმისადგომში, ან ნებისმიერ სხვა საპორტო ნაგებობაში ან მასზე; b) კაიუტის ბარგთან მიმართებაში – ასევე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მგზავრი იმყოფება საზღვაო ტერმინალში, ან სადგურში, ან ნავმისადგომში, ან ნებისმიერ სხვა საპორტო ნაგებობაში ან მასზე, თუ ეს ბარგი მიღებულ იქნა გადამყვან-გადამზიდველის, ან მისი მოხელის, ან აგენტის მიერ და ის ჯერ არ გაცემულა მგზავრს; c) სხვა ბარგთან მიმართებაში, რომელიც არ წარმოადგენს კაიუტის ბარგს –  პერიოდს გადამყვან-გადამზიდველის, ან მისი მოხელის, ან აგენტის მიერ მისი ნაპირზე ან ბორტზე მიღების მომენტიდან გადამყვან-გადამზიდველის, ან მისი მოხელის, ან აგენტის მიერ მისი გაცემის მომენტამდე. 9. „საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადაყვანა-გადაზიდვას, რომლის დროსაც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გასვლის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი განლაგებულია ორ სხვადასხვა სახელმწიფოში, ან ერთ სახელმწიფოში, თუ გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების ან დადგენილი რეისის შესაბამისად, შესვლის შუალედური ნავსადგური სხვა სახელმწიფოშია განლაგებული. 10. „ორგანიზაცია“ ნიშნავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას. 11. „გენერალური მდივანი“ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. მუხლი 1🔗bis დანართი წინამდებარე კონვენციის დანართი წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2🔗 გამოყენება 1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის მიმართ, თუ: (a) გემი დაცურავს იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს, ან რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში, ან (b) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს, ან (c) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გასვლის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი განლაგებულია იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს. 2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის მიუხედავად, წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც გადაყვანა-გადაზიდვა ექვემდებარება  სამოქალაქო პასუხისმგებლობის რეჟიმს, რომელიც გათვალისწინებულია „სხვა სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო კონვენციის დებულებებით, თუ ეს დებულებები აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ზღვით გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაში. მუხლი 3🔗 გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა 1. საზღვაო ინციდენტის შედეგად მგზავრის გარდაცვალებით ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით გამოწვეულ ზარალზე გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მგზავრთან მიმართებაში თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამდგარი  ზარალის მოცულობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250,000 საანგარიშო ერთეულს, თუ გადამყვან-გადამზიდველი არ დაამტკიცებს, რომ ეს ინციდენტი: (a) წარმოადგენს ომის, საბრძოლო მოქმედებების, სამოქალაქო ომის, ამბოხების ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი ხასიათის სტიქიური მოვლენის შედეგს; ან (b) მთლიანად გამოწვეულია მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვასაც წარმოადგენდა აღნიშნული ინციდენტის გამოწვევა. თუ,  და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ზარალი გადააჭარბებს ზემოთ დადგენილ ზღვარს, გადამყვან-გადამზიდველს ასევე დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ის არ დაამტკიცებს, რომ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, არ ყოფილა გამოწვეული გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. 2. იმ ზარალისთვის, რომელიც დადგა მგზავრის გარდაცვალების ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად, რომელიც არ არის გამოწვეული საზღვაო ინციდენტით, გადამყვან-გადამზიდველს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, გამოწვეულია გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. ბრალის ან გაუფრთხილებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. 3. იმ ზარალისთვის, რომელიც გამოიწვია კაიუტის ბარგის დაკარგვამ ან დაზიანებამ,  გადამყვან-გადამზიდველს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, გამოწვეულია გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. გადამყვან-გადამზიდველის ბრალი ან გაუფრთხილებლობა ივარაუდება საზღვაო ინციდენტით გამოწვეული ზარალის შემთხვევაში. 4. იმ ზარალისთვის, რომელიც გამოიწვია ბარგის, გარდა კაიუტის ბარგისა, დაკარგვამ ან დაზიანებამ, პასუხისმგებლობა დაეკისრება გადამყვან-გადამზიდველს, თუ ის არ დაამტკიცებს, რომ ინციდენტი, რომლის შედეგადაც დადგა ზარალი, არ არის გამოწვეული გადამყვან-გადამზიდველის ბრალით ან გაუფრთხილებლობით. 5. ამ მუხლის მიზნებისთვის: (a) „საზღვაო ინციდენტი“ ნიშნავს გემის ჩაძირვას, გადაყირავებას, შეჯახებას ან მეჩეჩზე დაჯდომას, გემზე მომხდარ აფეთქებას ან ხანძარს, ან გემის რაიმე ხარვეზს; (b) „გადამყვან-გადამზიდველის ბრალი ან გაუფრთხილებლობა“ მოიცავს  გადამყვან-გადამზიდველის მოხელეთა ბრალს ან გაუფრთხილებლობას, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში“; (c) „გემის ხარვეზი“ ნიშნავს გემის ან მისი აღჭურვილობის ნებისმიერი ნაწილის ნებისმიერ გაუმართაობას, შეფერხებულ ფუნქციონირებას  ან უსაფრთხოების მოქმედ წესებთან შეუსაბამობას, როდესაც ის გამოიყენება საავარიო გაღწევის, ევაკუაციის, მგზავრების ჩასხმის ან გადმოსხმის; ან  მოძრაობაში მოყვანის, მართვის, უსაფრთხო ნავიგაციის, გემსაბმელებით მიბმის, ღუზაზე დადგომის,   ნავმისადგომზე ან ღუზასადგომზე  შესვლის ან იქიდან გამოსვლის, დატბორვის შემდეგ ზიანის შედეგების ლიკვიდაციის; ან  მაშველი საშუალებების წყალში გაშვების მიზნით; და (d) „ზარალი“ არ მოიცავს ფინანსური სანქციებით ან ჯარიმებით მიყენებულ ზარალს. 6. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა, წინამდებარე მუხლის შესაბამისად, ვრცელდება მხოლოდ იმ ზარალზე, რომელიც წარმოიშვა გადაყვანა-გადაზიდვის პროცესში მომხდარი ინციდენტების შედეგად. მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, რომ ზარალის გამომწვევ ინციდენტს ადგილი ჰქონდა  გადაყვანა-გადაზიდვის პროცესში, ასევე მიყენებული ზარალის მოცულობა.  7. წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ნებისმიერ მესამე მხარესთან მიმართებაში გადამყვან-გადამზიდველის რეგრესის უფლებას, ან დაცვის არგუმენტად მგზავრის დაუდევრობის მოყვანას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლით. წინამდებარე კონვენციის არც ერთი პუნქტი ხელს არ უშლის პასუხისმგებლობის შეზღუდვის უფლების გამოყენებას წინამდებარე კონვენციის მე-7 ან მე-8 მუხლების შესაბამისად. 8. რომელიმე მხარის ბრალის, ან გაუფრთხილებლობის ვარაუდი, ან რომელიმე მხარისთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება ხელს არ უნდა უშლიდეს ამ მხარის სასარგებლოდ მტკიცებულებათა განხილვას. მუხლი 4🔗 ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველი 1. თუ გადაყვანა-გადაზიდვის ან მისი ნაწილის განხორციელება დაევალება ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, გადამყვან-გადამზიდველი, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება პასუხისმგებელი გადაყვანა-გადაზიდვის მთლიან პროცესზე. ამასთანავე, ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, გააჩნია ვალდებულებები და უფლებები გადაყვანა-გადაზიდვის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც ხორციელდება მის მიერ.   2. ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაში, გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, ასევე მისი მოხელეებისა და აგენტების ქმედებებისა და უმოქმედობისთვის, რასაც ადგილი აქვს მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. 3. ნებისმიერი სპეციალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გადამყვან-გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებებს, რომლებიც მას არ ეკისრება წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ან უარს ამბობს იმ უფლებებზე, რომლებიც მას ენიჭება წინამდებარე კონვენციის ფარგლებში, ძალაშია ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველისთვის მხოლოდ მისი მკაფიოდ გამოხატული და წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 4. თუ, და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც გადამყვან-გადამზიდველს და ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ისინი პასუხს აგებენ ერთობლივად და ცალ-ცალკე. 5. წინამდებარე მუხლის არც ერთი პუნქტი არ ზღუდავს ერთმანეთის მიმართ გადამყვან-გადამზიდველის და ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის რეგრესის  უფლებას. მუხლი 4🔗bis სავალდებულო დაზღვევა 1. თუ მგზავრები გადაჰყავს მხარე-სახელმწიფოში რეგისტრირებულ გემს, რომელსაც გააჩნია თორმეტზე მეტი მგზავრის გადაყვანის ნებართვა და თუ გამოიყენება წინამდებარე კონვენცია, ნებისმიერი გადამყვან-გადამზიდველი, რომელიც ფაქტობრივად ასრულებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას ან მის ნაწილს, ვალდებულია განახორციელოს დაზღვევა, ან წარმოადგინოს სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, როგორიცაა ბანკის ან ანალოგიური ფინანსური დაწესებულების გარანტია, რომელიც  უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობას,  წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მგზავრების გარდაცვალებასთან ან ფიზიკურ დაზიანებასთან მიმართებაში. სავალდებულო დაზღვევის ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის ზღვრული თანხა არ უნდა იყოს 250,000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები ერთ მგზავრზე, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. 2. სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევის ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის არსებობას, რომელიც ძალაშია წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, გაიცემა თითოეულ გემზე მას შემდეგ, რაც მხარე-სახელმწიფოს  შესაბამისი ორგანო დაადგენს, შესრულდა თუ არა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მხარე-სახელმწიფოში რეგისტრირებულ გემზე ამგვარი სერტიფიკატი გაიცემა ან მოწმდება რეგისტრაციის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ; ხოლო იმ გემთან მიმართებაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული მხარე-სახელმწიფოში, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს ან დამოწმდეს ნებისმიერი მხარე-სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ. სერტიფიკატი შედგენილ უნდა იქნეს წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:   (a) გემის სახელწოდება, ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი განმასხვავებელი ნიშნები და რეგისტრაციის ნავსადგური; (b) გადამყვან-გადამზიდველის ძირითადი საწარმოს სახელწოდება და მისამართი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას ან მის ნაწილს; (c) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიდენტიფიკაციო ნომერი; (d) უზრუნველყოფის ტიპი და მოქმედების ვადა; (e) დამზღვევის ან ფინანსური უზრუნველყოფის წარმდგენი სხვა პირის ძირითადი საწარმოს სახელწოდება და მისამართი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – იმ საწარმოს მისამართი, რომელმაც განახორციელა დაზღვევა ან წარადგინა სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა; და (f) სერტიფიკატის მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის მოქმედების ვადას; 3. (а) მხარე-სახელმწიფომ შეიძლება მის მიერ აღიარებულ დაწესებულებას ან ორგანიზაციას მიანიჭოს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება. ამგვარი დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ სახელმწიფოს აცნობებს თითოეული სერტიფიკატის გაცემის შესახებ. ყველა შემთხვევაში, მხარე-სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამგვარად გაცემული სერტიფიკატის სისრულესა  და სიზუსტეს და მიიღებს აუცილებელ ზომებს ამ ვალდებულების შესრულების მიზნით. (b) მხარე-სახელმწიფო გენერალურ მდივანს აცნობებს: i) მის მიერ აღიარებული დაწესებულების ან ორგანიზაციის კონკრეტული ვალდებულებებისა და მათთვის გადაცემული უფლებამოსილების შესახებ; ii) ამგვარი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; და iii) ამგვარი უფლებამოსილების, ან მისი შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ. მინიჭებული უფლებამოსილება ძალაში შევა არა უადრეს სამი თვისა გენერალური მდივნისთვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდების დღიდან. (c) დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც, წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატები, უნდა სარგებლობდეს ამგვარი სერტიფიკატების სულ მცირე უკან გამოხმობის უფლებამოსილებით, თუ არ სრულდება მათი გაცემის პირობები. ნებისმიერ შემთხვევაში, დაწესებულება ან ორგანიზაცია, ამგვარი უკან გამოხმობის შესახებ აცნობებს იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც გაიცა სერტიფიკატი. 4. სერტიფიკატი შედგენილ უნდა იქნეს მისი გამცემი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე. თუ ამ ენას არ წარმოადგენს ინგლისური, ფრანგული ან ესპანური, ტექსტს თან დაერთვის თარგმანი ერთ-ერთ ამ ენაზე, ხოლო თუ სახელმწიფო ასე გადაწყვეტს, ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენა შეიძლება საერთოდ არ იქნეს გამოყენებული. 5. სერტიფიკატი განთავსდება გემის ბორტზე, ხოლო მისი ასლი შესანახად  გადაეცემა იმ ორგანოს, რომელიც აწარმოებს გემის რეესტრს, ან, თუ გემი რეგისტრირებული არაა მხარე-სახელმწიფოში – იმ სახელმწიფოს ორგანოს, სადაც გაიცემა ან მოწმდება სერტიფიკატი.  6. დაზღვევა ან  სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, თუ მას შეიძლება მოქმედება შეუწყდეს რაიმე სხვა მიზეზით, გარდა სერტიფიკატში მითითებული დაზღვევის ან უზრუნველყოფის ვადის გასვლისა,  სამი თვის ამოწურვამდე იმ დღიდან, როდესაც მოქმედების შეწყვეტის შესახებ ეცნობა მე-5 პუნქტში მითითებულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატი ჩაჰბარდა ამ ორგანოს, ან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაიცა ახალი სერტიფიკატი. წინა დებულებები ანალოგიური წესით გამოიყენება ნებისმიერი ცვლილების მიმართ, რომლის შედეგადაც დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა ვეღარ აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს. 7. გემის რეგისტრაციის სახელმწიფო განსაზღვრავს სერტიფიკატის გაცემისა და მოქმედების პირობებს, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად. 8. წინამდებარე კონვენციის არც ერთი პუნქტი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს მხარე-სახელმწიფოს დაეყრდნოს სხვა სახელმწიფოების, ან ორგანიზაციის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებულ ინფორმაციას იმ პირთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლებმაც წარადგინეს დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის. ამგვარ შემთხვევებში, მხარე-სახელმწიფო, რომელიც ეყრდნობა ამგვარ ინფორმაციას, არ თავისუფლდება თავისი პასუხისმგებლობისგან, როგორც სახელმწიფო, რომელმაც გასცა სერტიფიკატი.   9. სერტიფიკატები, რომლებიც გაიცა ან დამოწმდა მხარე-სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებში, აღიარებულ იქნება სხვა მხარე-სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის და სხვა მხარე-სახელმწიფოების მიერ ჩაითვლება იმავე ძალის მქონედ, როგორიც აქვს მათ მიერ გაცემულ ან დამოწმებულ სერტიფიკატებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი გაცემული ან დამოწმებულია იმ გემთან მიმართებაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული მხარე-სახელმწიფოში. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს კონსულტაციისთვის მიმართოს სახელმწიფოს, რომელმაც გასცა ან დაამოწმა სერტიფიკატი, თუ ის თვლის, რომ სადაზღვევო სერტიფიკატში მითითებულ დამზღვევს ან გარანტორს არ გააჩნია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფინანსური შესაძლებლობა. 10. ნებისმიერი მოთხოვნა  კომპენსაციაზე, რომელსაც, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ითვალისწინებს დაზღვევა  ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა შეიძლება პირდაპირ წარედგინოს დამზღვევს ან ფინანსური უზრუნველყოფის წარმდგენ ნებისმიერ სხვა პირს. ამ შემთხვევაში პირველ პუნქტში მითითებული თანხა გამოიყენება როგორც დამზღვევის ან ფინანსური უზრუნველყოფის წარმდგენი ნებისმიერი სხვა პირის ზღვრული პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადამყვან-გადამზიდველს ან ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს არ გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობის შეზღუდვის უფლება.  მოპასუხეს ასევე შეუძლია  წარმოადგინოს დაცვის იგივე არგუმენტები (გარდა გაკოტრების ან ლიკვიდაციისა), რომელთა წარმოდგენის უფლებაც ექნებოდა პირველ პუნქტში მითითებულ გადამყვან-გადამზიდველს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. გარდა ამისა, მოპასუხის დაცვის არგუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ ზარალი დადგა დაზღვეული პირის განზრახ არამართლზომიერი ქცევის შედეგად, მაგრამ მას არ შეუძლია გამოიყენოს დაცვის რაიმე სხვა საშუალება, რომლის გამოყენების უფლებაც მას ექნებოდა დაზღვეული პირის მიერ მის წინააღმდეგ აღძრულ პროცესში. მოპასუხეს ნებისმიერ შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს პროცესში გადამყვან-გადამზიდველისა და ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის ჩართვა. 11. დაზღვევით ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფით გათვალისწინებული ნებისმიერი თანხა, როგორც ეს მითითებულია პირველ პუნქტში, ექსკლუზიურად გამოიყენება წინამდებარე კონვენციის ფარგლებში წაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, და ამ თანხიდან განხორციელებული ნებისმიერი გადახდა ფარავს წინამდებარე კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებას გადახდილი თანხის მოცულობით. 12. მხარე-სახელმწიფო არ გასცემს ნებართვას მისი დროშის ქვეშ მცურავი იმ გემის ექსპლუატაციაზე, რომლის მიმართაც გამოიყენება წინამდებარე მუხლი, თუ მასზე გაცემული არ არის სერტიფიკატი მე-2 ან მე-15 მუხლების შესაბამისად.   13. წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, პირველ პუნქტში მითითებული მოცულობით, მოქმედებდეს ნებისმიერ იმ გემთან მიმართებაში, რომელსაც გააჩნია თორმეტზე მეტი მგზავრის გადაყვანის ნებართვა, სადაც არ უნდა იყოს ის რეგისტრირებული, მის ტერიტორიაზე მოქმედ ნავსადგურში შესვლისას ან იქიდან გასვლისას. 14. მე-5 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, მხარე-სახელმწიფოს შეუძლია გენერალურ მდივანს აცნობოს, რომ, მე-13 პუნქტის მიზნებისთვის, იმ გემებისთვის, რომლებიც შედიან მის ტერიტორიაზე მოქმედ ნავსადგურში ან ტოვებენ მათ, სავალდებულო არ არის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის ბორტზე ქონა  ან მისი წარმოდგენა, იმ პირობით, თუ სერტიფიკატის გამცემმა მხარე-სახელმწიფომ გენერალურ მდივანს აცნობა იმის შესახებ, რომ ის რეესტრს აწარმოებს ელექტრონული ფორმით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მხარე-სახელმწიფოსთვის და რომელიც ადასტურებს ასეთი სერტიფიკატის არსებობას და შესაძლებლობას აძლევს მხარე-სახელმწიფოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მე-13 პუნქტის შესაბამისად. 15.  თუ მხარე-სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გემთან მიმართებაში არ მოქმედებს დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, ამ მუხლის შესაბამისი დებულებები  არ გავრცელდება ამ გემზე, მაგრამ ამ გემს უნდა გააჩნდეს სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია გემის რეგისტრაციის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ და რომელიც ადასტურებს, რომ გემი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საკუთრებას და რომ პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში. ამგვარი სერტიფიკატი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული მე-2 მუხლში აღწერილ მოდელთან. მუხლი 5🔗 ღირებული ნივთები  გადამყვან-გადამზიდველი პასუხს არ აგებს ფულის, ფასიანი ქაღალდების, ოქროს, ვერცხლის ნაკეთობების, ძვირფასეულობის, სამკაულების, ხელოვნების ნიმუშების ან სხვა ღირებული ნივთების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ღირებული ნივთები გადამყვან-გადამზიდველს გადაეცა შესანახად და მან განაცხადა თანხმობა მათ უსაფრთხოდ შენახვაზე. ამ შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, თუ არ არსებობს შეთანხმება პასუხისმგებლობის უფრო მაღალ ზღვარზე მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 6🔗 მგზავრის ბრალეულობა თუ გადამყვან-გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ფიზიკური ზიანი, ან მისი ბარგის დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულ იქნა, ან მას წინაპირობა შეექმნა მგზავრის ბრალით ან დაუდევრობით, სასამართლოს, რომელიც განიხილავს მოცემულ საქმეს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებლობისგან ამ სასამართლოს კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 7🔗 პასუხისმგებლობის ზღვარი მგზავრის გარდაცვალების ან ფიზიკური ზიანის შემთხვევაში  1. მგზავრის გარდაცვალების, ან მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების შემთხვევაში, გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა, მე-3 მუხლის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს 400,000 საანგარიშო ერთეულს თითო მგზავრზე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ იმ სასამართლოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც განიხილავს საქმეს, ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას პერიოდული შენატანების ფორმით, ამ შენატანების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ზემოაღნიშნულ ზღვარს. 2. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია, შიდა კანონმდებლობის კონკრეტული დებულებების მეშვეობით, დაარეგულიროს 1-ლიპუნქტით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის ზღვარი, იმ პირობით, რომ  ეროვნულ  დონეზე  განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზღვარი, თუ ასეთი არსებობს, არ უნდა იყოს პირველი პუნქტით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები. მხარე-სახელმწიფო, რომელიც იყენებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, გენერალურ მდივანს აცნობებს მის მიერ დამტკიცებული პასუხისმგებლობის ზღვარის, ან იმის შესახებ, რომ ასეთი ზღვარი არ არსებობს.  მუხლი 8🔗 პასუხისმგებლობის ზღვარი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში  1. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა კაიუტის ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2,250 საანგარიშო ერთეულს თითოეულ მგზავრზე, გადაყვანა-გადაზიდვის  თითოეულ რეისზე. 2. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათში ან მათზე განთავსებული ბარგის ჩათვლით, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12,700 საანგარიშო ერთეულს თითოეულ ავტომობილზე, გადაყვანა-გადაზიდვის  თითოეულ რეისზე. 3. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, გარდა 1-ლ და მე-2 პუნქტში მითითებული ბარგისა,  არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 3,375 საანგარიშო ერთეულს თითოეულ მგზავრზე, გადაყვანა-გადაზიდვის  თითოეულ რეისზე. 4. გადამყვან-გადამზიდველსა და მგზავრს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობიდან გამოიქვითოს თანხა, რომელიც არ აღემატება 330 საანგარიშო ერთეულს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში და 149 საანგარიშო ერთეულს ერთ მგზავრზე, სხვა სახის ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ამასთან, ეს თანხა გამოქვითულ უნდა იქნეს დანაკარგის ან დაზიანების თანხიდან. მუხლი 9🔗 საანგარიშო ერთეული და კონვერტაცია 1. წინამდებარე კონვენციაში მოხსენიებული საანგარიშო ერთეული წარმოადგენს სესხების სპეციალურ უფლებას, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლპუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ  პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული თანხები ექვემდებარება კონვერტაციას იმ სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, რომლის სასამართლოც განიხილავს საქმეს, სესხების სპეციალურ უფლებაში გამოხატული ეროვნული ვალუტის ღირებულების შესაბამისად, რომელიც არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დღეს ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ დღეს. იმ მხარე-სახელმწიფოს სესხების სპეციალურ უფლებაში გამოხატული ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრს, გამოითვლება ღირებულების განსაზღვრის იმ მეთოდის შესაბამისად, რომელსაც იყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი შესაბამის დღეს, თავისი ოპერაციებისა და ტრანზაქციებისთვის. იმ მხარე-სახელმწიფოს სესხების სპეციალურ უფლებაში გამოხატული ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრს, გამოითვლება ამ მხარე-სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით. 2. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრს და რომლის კანონმდებლობაც არ იძლევა პირველი პუნქტის დებულებათა გამოყენების ნებართვას, შეუძლია წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას, ან ამის შემდგომ ნებისმიერ დროს,  განაცხადოს, რომ 1-ელ პუნქტში მითითებული საანგარიშო ერთეული 15 ოქროს ფრანკის ექვივალენტურია. ამ პუნქტში მითითებული ოქროს ფრანკი შეესაბამება სამოცდახუთ ნახევარ მილიგრამ ოქროს 0.900 სინჯით.  ოქროს ფრანკის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვით. 3. პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში მითითებული გამოთვლა და მე-2 პუნქტში მითითებული კონვერტაცია განხორციელდება ისე, რომ მხარე-სახელმწიფოთა ეროვნულ ვალუტაში გამოხატულ იქნეს მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული თანხების რეალური ღირებულება, როგორიც  იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი პირველი პუნქტის პირველი სამი წინადადების მიხედვით განისაზღვრებოდა. სახელწიფოები გენერალურ მდივანს აცნობებენ 1-ლ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული გამოთვლის მეთოდისა და, საჭიროების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული კონვერტაციის შედეგის შესახებ, წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას,  ასევე გამოთვლის მეთოდსა და კონვერტაციის შედეგებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 10🔗 დამატებითი დებულებები პასუხისმგებლობის ზღვრის შესახებ 1. გადამყვან-გადამზიდველი და მგზავრი, მკაფიოდ განსაზღვრული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეთანხმდნენ პასუხისმგებლობის უფრო მაღალ ზღვარზე, ვიდრე ეს განსაზღვრულია მე-7 და მე-8 მუხლებით. 2. მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვარი არ მოიცავს ზარალის თანხასა და სასამართლო ხარჯებზე დარიცხულ პროცენტს.  მუხლი 11🔗 გადამყვან-გადამზიდველის მოხელეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზღვარი და მისგან გათავისუფლება თუ გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მოხელის ან აგენტის წინააღმდეგ აღიძრა სარჩელი იმ ზიანთან მიმართებაში, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, ამ მოხელეს, ან  აგენტს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მოქმედებდა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში,  უფლება ექნება გამოიყენოს პასუხისმგებლობის ისეთივე ზღვარი და მისგან გათავისუფლების საშუალებები,   როგორითაც,  წინამდებარე კონვენციის ფარგლებში, სარგებლობს გადამყვან-გადამზიდველი. მუხლი 12🔗 მოთხოვნათა გაერთიანება 1. იმ შემთხვევებში, როდესაც მოქმედებს მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვარი, ის ვრცელდება იმ თანხების ერთობლიობაზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას ყველა იმ მოთხოვნასთან მიმართებაში, რომლებიც წარმოიშვება რომელიმე მგზავრის გარდაცვალებასთან ან ფიზიკურ ზიანთან, ან მისი ბარგის დაკარგვასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებით. 2.  ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაში, იმ თანხების ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, ასევე  მათი მოხელეების ან აგენტების მიერ, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში, არ უნდა აღემატებოდეს ანაზღაურების უმაღლეს თანხას, რომლის გადახდაც, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს გადამყვან-გადამზიდველს, ან ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს. ამასთან, არც ერთი ზემოაღნიშნული პირი პასუხს არ აგებს თანხაზე, რომელიც მისთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზღვარს აღემატება. 3.   ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მოხელე ან აგენტი უფლებამოსილია, წინამდებარე კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს პასუხისმგებლობის ის ზღვარი, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 და მე-8 მუხლებით, იმ თანხების ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, და ამ მოხელის ან აგენტების მიერ, არ უნდა აღემატებოდეს ამ ზღვარს. მუხლი 13🔗 პასუხისმგებლობის შეზღუდვის უფლების დაკარგვა 1.  გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილი არ არის ისარგებლოს მე-7 და მე-8 მუხლებითა და მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვრით, თუ დამტკიცებულია, რომ ზარალი დადგა  გადამყვან-გადამზიდველის ქმედების ან უმოქმედობის შედეგად, რომელიც ჩადენილ იქნა ზარალის გამოწვევის განზრახვით ან დაუდევრობით, და ზარალის რისკის გაცნობიერებით. 2. გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მოხელე ან აგენტი უფლებამოსილი არ არის ისარგებლოს პასუხისმგებლობის ამ ზღვრით, თუ დამტკიცებულია, რომ ზარალი დადგა  ამ მოხელის ან აგენტის  ქმედების ან უმოქმედობის შედეგად, რომელიც ჩადენილ იქნა ზარალის გამოწვევის განზრახვით ან დაუდევრობით, და ზარალის რისკის გაცნობიერებით. მუხლი 14🔗 სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი მგზავრის გარდაცვალებით ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით, ან ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა გადამყვან-გადამზიდველს, ან ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, წარედგინება მხოლოდ წინამდებარე კონვენციის საფუძველზე. მუხლი 15🔗 შეტყობინება ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ 1. მგზავრი გადამყვან-გადამზიდველს ან მის აგენტს წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის: (a) ბარგის აშკარა დაზიანების შემთხვევაში; (i) კაიუტის ბარგთან მიმართებაში – მგზავრის გადმოსვლამდე ან გადმოსვლისას; (ii) ყველა სხვა სახის ბარგთან მიმართებაში – მის გაცემამდე ან გაცემისას. (b) ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, რომელიც არ არის აშკარა – თხუთმეტი დღის განმავლობაში მგზავრის გადმოსვლის ან ბარგის გაცემის დღიდან, ან იმ მომენტიდან, როდესაც ბარგი უნდა გაცემულიყო. 2. თუ მგზავრმა ვერ შეასრულა წინამდებარე მუხლის მოთხოვნები, ჩაითვლება, რომ მან დაუზიანებლად მიიღო ბარგი, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა. 3. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ არის, თუ ბარგის მდგომარეობა ერთობლივად დადგინდა ან შემოწმდა მისი მიღების მომენტში. მუხლი 16🔗 ხანდაზმულობის ვადა 1. მგზავრის გარდაცვალებით ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით, ან ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ნებისმიერი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ორი წლით.   2.  ხანდაზმულობის ვადა აითვლება შემდეგნაირად: (a) ფიზიკური ზიანის შემთხვევაში – მგზავრის ნაპირზე გადმოსვლის დღიდან; (b) გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა გადაყვანა- გადაზიდვის პროცესში - იმ დღიდან, როდესაც მგზავრი ნაპირზე უნდა გადმოსულიყო, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესში მომხდარი ფიზიკური ზიანის შემთხვევაში, რომელმაც მგზავრის ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვია - გარდაცვალების დღიდან, იმ პირობით, თუ ეს ვადა არ აღემატება ნაპირზე გადმოსვლის დღიდან სამწლიან პერიოდს; (c) ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – ბარგის გადმოტვირთვის დღიდან, ან იმ დღიდან, როდესაც ბარგი უნდა გადმოტვირთულიყო, რომელი თარიღიც უფრო გვიანდელია. 3. ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება საქმის განმხილველი სასამართლოს კანონმდებლობით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სარჩელი, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, არ უნდა აღიძრას ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული პერიოდის ამოწურვის შემდეგ: (a) ხუთი წელი მგზავრის ნაპირზე გადმოსვლის დღიდან, ან იმ დღიდან, როდესაც ის ნაპირზე უნდა გადმოსულიყო; ამ ორიდან რომელიც უფრო გვიანდელია, ან თუ უფრო ადრინდელია; (b) სამი წელი იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო, ან გონივრულობის ფარგლებში უნდა შეეტყო იმ ფიზიკური ზიანის, დანაკარგის ან ზარალის შესახებ, რომელიც ინციდენტმა გამოიწვია.  4. მიუხედავად ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ხანდაზმულობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს გადამყვან-გადამზიდველის განცხადების საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით, რომელიც მათ შორის დაიდება ზარალის წარმოშობის შემდეგ. განცხადება ან შეთანხმება წერილობითი ფორმით უნდა გაფორმდეს. მუხლი 17🔗 იურისდიქცია 1. წინამდებარე კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, სარჩელი, მოსარჩელის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ სასამართლოში, იმ პირობით, თუ ის მდებარეობს წინამდებარე კონვენციის მხარე-სახელმწიფოში, თითოეული მხარე-სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის დაცვით, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს იმ სახელმწიფოებში, სადაც შესაძლებელია ფუნქციონირებდეს რამდენიმე სასამართლო: (a) იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც მოპასუხეს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ძირითადი საწარმო; ან (b) გასვლის ან დანიშნულების სახელმწიფოს სასამართლო, რომელიც მითითებულია გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებაში; ან (c) იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც მოსარჩელეს გააჩნია ადგილსამყოფელი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან სადაც მოპასუხეს გააჩნია ძირითადი საწარმო, ან მის მიმართ ვრცელდება ამ სახელმწიფოს იურისდიქცია, ან (d) იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც გაფორმდა გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ მოპასუხეს იქ გააჩნია საწარმო ან მის მიმართ ვრცელდება ამ სახელმწიფოს იურისდიქცია. 2. წინამდებარე კონვენციის მე-4bis მუხლის საფუძველზე, სარჩელი, მოსარჩელის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ერთ-ერთ სასამართლოში, სადაც სარჩელი შესაძლებელია აღიძრას გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის წინააღმდეგ, პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. მას შემდეგ, რაც მოხდება ზარალის გამომწვევი  ინციდენტი, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ სარჩელი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით წარედგინოს ნებისმიერი იურისდიქციის სასამართლოს ან არბიტრაჟს. მუხლი 17🔗bis სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება და შესრულება  1. იმ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია მე-17 მუხლის შესაბამისად, რომელიც ხორციელდება გემის წარმოშობის სახელმწიფოში, სადაც ის აღარ ექვემდებარება გადასინჯვას ჩვეულებრივი წესით, აღიარებული იქნება ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: a) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თაღლითობის შედეგად; ან b) მოპასუხეს არ მიეცა გონივრული ვადა და შესაძლებლობა სასამართლოში თავისი პოზიციის დასაცავად. 2. გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებულია 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება განხორციელებას თითოეულ მხარე-სახელმწიფოში, როგორც კი შესრულდება ამ სახელმწიფოში სავალდებულო ფორმალობები. ეს ფორმალობები არ უნდა ითვალისწინებდეს საქმის არსებითად გადახედვას. 3. წინამდებარე კონვენციის მხარე-სახელმწიფომ შეიძლება  გამოიყენოს სხვა წესები სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარებისა და შესრულებისთვის, იმ პირობით რომ უზრუნველყოფილ იქნება სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება და შესრულება სულ მცირე იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ამას ითვალისწინებს 1-ლი და მე-2 პუნქტები. მუხლი 18🔗 ხელშეკრულების ნორმების ბათილობა    ხელშეკრულების ნებისმიერი ნორმა, რომელიც გაფორმდა მანამ, სანამ მოხდებოდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია მგზავრის გარდაცვალება, ან მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, ან ბარგის დაკარგვა ან დაზიანება, და რომლის მიზანსაც წარმოადგენს მგზავრის წინაშე პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლება, რომელსაც კონვენციის საფუძველზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ან დააწესოს  პასუხისმგებლობის უფრო დაბალი ზღვარი, ვიდრე ეს კონვენციითაა  დადგენილი, გარდა მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე ნებისმიერი ნორმა, რომლის  მიზანსაც წარმოადგენს გადამყვან-გადამზიდველზე, ან ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის გადატანა სხვა პირზე, ან მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნის შეზღუდვა, გამოცხადდება ბათილად, მაგრამ ამგვარი ნორმის ბათილობა არ გამოიწვევს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების ბათილობას, რომლის მიმართაც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის დებულებები.  მუხლი 19🔗 სხვა კონვენციები პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ წინამდებარე კონვენცია არ ცვლის გადამყვან-გადამზიდველის, ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, მისი მოხელეებისა და აგენტების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვენციებით საზღვაო გემების მესაკუთრეთა პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ. მუხლი 20🔗 ბირთვული ზიანი წინამდებარე კონვენციის საფუძველზე პასუხისმგებლობა არ წარმოიშობა  ბირთვული ინციდენტის შედეგად გამოწვეულ ზიანზე: (a) თუ ბირთვული დანადგარის ოპერატორი პასუხს აგებს ამგვარ ზიანზე „ბირთვული ენერგიის სფეროში მესამე პირთა პასუხისმგებლობის შესახებ“ 1960 წლის 29 ივლისის პარიზის კონვენციის შესაბამისად, რომელშიც შესწორებები შევიდა  1964 წლის 28 იანვრის დამატებითი ოქმის საფუძველზე, ან „ბირთვული ზიანისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ 1963 წლის 21 მაისის ვენის კონვენციის, ან ამ დოკუმენტებში შეტანილი ნებისმიერი შესწორების, ან ოქმის შესაბამისად; ან (b) თუ ბირთვული დანადგარის ოპერატორი პასუხს აგებს ამგვარ ზიანზე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ამგვარი ზიანისთვის, იმ პირობით თუ ეს კანონმდებლობა ყველა თვალსაზრისით ისევე იცავს  იმ პირებს, რომლებსაც შესაძლოა მიადგეს ზარალი, როგორც პარიზის ან ვენის კონვენციები, ან მათში შეტანილი ნებისმიერი შესწორება ან ოქმი. მუხლი 21🔗 კომერციული გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც  სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ   წინამდებარე კონვენცია გამოიყენება კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაში, რომელსაც ახორციელებენ სახელმწიფოები ან სახელმწიფო ორგანოები გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გამოიყენება 1-ლ მუხლში  მითითებული მნიშვნელობით. მუხლი 22🔗 განცხადება კონვენციის არგამოყენების შესახებ 1.  ნებისმიერ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას წერილობით განაცხადოს იმის შესახებ, რომ ის არ გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი და გადამყვან-გადამზიდველი ამ მხარის სუბიექტები ან მოქალაქეები არიან. 2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განაცხადი შესაძლებელია ნებისმიერ დროს უკან იქნეს გაწვეული გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით. მუხლი 22🔗bis კონვენციის დასკვნითი მუხლები წინამდებარე კონვენციის დასკვნით მუხლებს წარმოადგენს „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 2002 წლის ოქმის მე-17-25-ე მუხლები. წინამდებარე კონვენციაში მითითება მხარე-სახელმწიფოებზე  განიხილება როგორც მითითება ამ ოქმის მხარე-სახელმწიფოებზე. დასკვნითი მუხლები [„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 კონვენციის 2002 წლის ოქმის მე-17-25-ე მუხლები] მუხლი 17🔗 ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება 1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 2003 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 30 აპრილამდე და ამის შემდგომ ღიაა შეერთებისთვის. 2. თავიანთი თანხმობა ოქმის სავალდებულოობასთან დაკავშირებით სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოხატონ შემდეგნაირად: (a) ხელმოწერით რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე;  ან (b) ხელმოწერით, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას, და რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება; ან (c) შეერთებით. 3. რატიფიკაცია, მიღება,  დამტკიცება ან შეერთება ხორციელდება გენერალური მდივნისთვის შესაბამისი დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით. 4. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტი, რომელიც შესანახად იქნა გადაცემული მას შემდეგ, რაც  ყველა მხარე-სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა წინამდებარე ოქმში შეტანილი შესწორება, ან მას შემდეგ, რაც გატარდა ამ მხარე-სახელმწიფოებთან მიმართებაში შესწორების ძალაში შესასვლელად აუცილებელი ყველა  ზომა, ჩაითვლება წინამდებარე შესწორებულ ოქმთან დაკავშირებულ დოკუმენტად. 5. სახელმწიფო არ იქნება თანახმა, რომ წინამდებარე ოქმს გააჩნდეს სავალდებულო ძალა  მასთან მიმართებაში, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ის ახდენს შემდეგი დოკუმენტების დენონსაციას, თუ ის მათ მხარეს წარმოადგენს: (a) „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის 13 დეკემბერის კონვენცია; (b) „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და ბათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის  კონვენციის ოქმი, რომელიც შესრულებულია ლონდონში, 1976 წლის 19 ნოემბერს; და (c) 1990 წლის ოქმი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის  კონვენციაში შესწორებების შეტანის შესახებ, რომელიც შესრულებულია ლონდონში, 1990 წლის 29 მარტს, დენონსაცია ძალაში შევა იმ მომენტიდან, როდესაც წინამდებარე ოქმი ამოქმედდება ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში მე-20 მუხლის შესაბამისად. მუხლი 18🔗 სახელმწიფოები, რომლებსაც გააჩნიათ ერთზე მეტი სამართლებრივი სისტემა 1. თუ სახელმწიფოს გააჩნია ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც მოქმედებს სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ოქმით, მას შეუძლია ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას  განაცხადოს, რომ ეს ოქმი ვრცელდება თავის ყველა ან მხოლოდ ერთ ან ორ ტერიტორიულ ერთეულზე, და რომ მას შეუძლია შესწორებები შეიტანოს ამ განცხადებაში სხვა განცხადების წარდგენის გზით. 2. ნებისმიერი ასეთი განცხადების შესახებ გენერალურ მდივანს გაეგზავნება შეტყობინება, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე განცხადება. 3. ნებისმიერ იმ მხარე-სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც გააკეთა ამგვარი განცხადება: (a) მითითება გემის რეგისტრაციის სახელმწიფოზე და, სავალდებულო სადაზღვევო სერტიფიკატთან დაკავშირებით - სახელმწიფოზე, რომელმაც გასცა ან დაამოწმა სერტიფიკატი, განიხილება როგორც მითითება ტერიტორიულ ერთეულზე, სადაც რეგისტრირებულია გემი და სადაც გაიცემა ან მოწმდება სერტიფიკატი; (b) მითითება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებზე, პასუხისმგებლობის  ზღვარზე და ეროვნულ ვალუტაზე განიხილება როგორც მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებზე, პასუხისმგებლობის ზღვარზე და ვალუტაზე; და (c) მითითება სასამართლოებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღიარებული უნდა იქნეს მხარე-სახელმწიფოებში განიხილება როგორც მითითება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სასამართლოებსა და იმ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღიარებული უნდა იქნეს ამ ერთეულში. მუხლი 19🔗 ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები 1. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას, შექმნილს სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ, რომლებმაც ამ ორგანიზაციას გადასცეს თავიანთი კომპეტენცია  გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ოქმით, შეუძლია წინამდებარე ოქმის ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მასთან შეერთება.  ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მხარეს, იძენს მხარე-სახელმწიფოს უფლებებსა და მოვალეობებს იმ მოცულობით, რა მოცულობის კომპეტენციაც  გააჩნია წინამდებარე ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. 2. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია ახორციელებს ხმის მიცემის უფლებას იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მისი კომპეტენციის სფეროში, მას ექნება იმდენივე ხმა რამდენი წევრი სახელმწიფოცაა მის რიგებში, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის მხარეებს და რომლებსაც გადაცემული აქვთ თავიანთი კომპეტენცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია არ განახორციელებს თავისი ხმის უფლებას, თუ თავიანთი ხმის უფლებას ახორციელებენ წევრი-სახელმწიფოები და პირიქით. 3. თუ მხარე-სახელმწიფოთა რაოდენობა რელევანტურია წინამდებარე ოქმის მიზნებისთვის, წინამდებარე ოქმის მე-20 და 23-ე, და არა მხოლოდ, მუხლების ჩათვლით, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია არ განიხილება მხარე-სახელმწიფოდ, თავის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ მხარე სახელმწიფოებს. 4. ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს,   ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას შეუძლია გენერალურ მდივანს მიმართოს განცხადებით, სადაც მიუთითებს წინამდებარე ოქმით  გათვალისწინებული იმ საკითხების შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის ხელმომწერებს ან მხარეებს, თავიანთი კომპეტენცია გადასცეს ორგანიზაციას, ასევე კომპეტენციის სფეროში  ნებისმიერი სხვა შესაბამისი შეზღუდვის შესახებ. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ მდივანს თავისი კომპეტენციის სფეროში მომხდარი ცვლილებების, მათ შორის ახალ კომპეტენციათა გადაცემის შესახებ, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებაში. ნებისმიერ ასეთ განცხადებას გენერალური მდივანი გაავრცელებს წინამდებარე ოქმის 24-ე მუხლის შესაბამისად. 5. მხარე-სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, რომელიც წინამდებარე ოქმის მხარეა, ჩაითვლებიან შესაბამისი კომპეტენციის მქონედ ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ოქმით, და რომლებთან დაკავშირებითაც კომპეტენციის გადაცემის შესახებ სპეციალურად არ იყო განცხადებული ან მითითებული მე-4 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 20🔗 ძალაში შესვლა 1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა თორმეტი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ათმა სახელმწიფომ ან ხელი მოაწერა მას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე, ან გენერალურ მდივანს შესანახად გადასცა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტი. 2. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც რატიფიცირებას უკეთებს, იღებს, ამტკიცებს ან უერთდება წინამდებარე ოქმს, მას შემდეგ რაც შესრულდება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ძალაში შესვლის პირობები, წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1-ლი პუნქტის შესაბამისად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისა. მუხლი 21🔗 დენონსაცია 1. წინამდებარე ოქმის დენონსაცია შეუძლია ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოსთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს. 2. დენონსაცია ხორციელდება გენერალური მდივნისთვის დენონსაციის დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით. 3. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის დოკუმენტის გენერალური მდივნისთვის შესანახად გადაცემიდან 12-თვიანი პერიოდის, ან ამ დოკუმენტში მითითებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის ამოწურვის შემდეგ. 4. წინამდებარე ოქმის მხარე-სახელმწიფოთა ურთიერთობებში, რომელიმე მათგანის მიერ წინამდებარე კონვენციის დენონსაცია მისი 25-ე შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული როგორც წინამდებარე ოქმის შესაბამისად შესწორებული კონვენციის დენონსაცია. მუხლი 22🔗 გადასინჯვა და შესწორებების შეტანა   1. ორგანიზაციას შეუძლია მოიწვიოს კონფერენცია წინამდებარე ოქმის გადასინჯვისა და მასში შესწორებების შეტანის მიზნით. 2. ორგანიზაცია მოიწვევს წინამდებარე ოქმის მხარე-სახელმწიფოთა კონფერენციას წინამდებარე ოქმის გადასინჯვის ან მასში შესწორებების შეტანის მიზნით მხარე-სახელმწიფოთა არა ნაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. მუხლი 23🔗 პასუხისმგებლობის ზღვრის შეცვლა   1. 22-ე მუხლის დებულებათა შეუზღუდავად, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური პროცედურა გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე ოქმის შესაბამისად გადასინჯული კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული პასუხისმგებლობის ზღვარის შეცვლის მიზნით. 2. წინამდებარე ოქმის მხარე-სახელმწიფოთა არა ნაკლებ ნახევარი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არა ნაკლებ ექვსი მხარე-სახელმწიფოს მოთხოვნით, ნებისმიერი წინადადება მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული პასუხისმგებლობის ზღვარის, ფრანშიზის ჩათვლით, შეცვლის შესახებ, გენერალური მდივნის მიერ გავრცელდება  ორგანიზაციის ყველა წევრსა და ყველა მხარე-სახელმწიფოს შორის. 3. ზემოთ მითითებული პუნქტის შესაბამისად შეთავაზებული და გავრცელებული ნებისმიერი შესწორება განსახილველად წარედგინება ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტს (შემდგომში „იურიდიულ კომიტეტი“) შესწორების გავრცელების დღიდან არა ნაკლებ ექვსი თვის შემდეგ. 4. კონვენციის ყველა მხარე-სახელმწიფო, რომელიც გადასინჯულ იქნა წინამდებარე ოქმის საფუძველზე, იმისდა მიუხედავად, წარმოადგენენ თუ არა ისინი ორგანიზაციის წევრებს, უფლებამოსილი იქნება მონაწილეობა მიიღოს იურიდიული კომიტეტის მუშაობაში შესწორებების განხილვისა და დამტკიცების მიზნით. 5. შესწორებები დამტკიცდება წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციის მხარე-სახელმწიფოთა ორი-მესამედის უმრავლესობით, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობას იღებენ იურიდიულ კომიტეტში გამართულ კენჭისყრაში  გაფართოებული შემადგენლობით, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-4 პუნქტით, იმ პირობით თუ კენჭისყრას ესწრება წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციის მხარე-სახელმწიფოთა არანაკლებ ნახევარი. 6. პასუხისმგებლობის ზღვარის შეცვლის შესახებ წინადადების განხილვისას, იურდიული კომიტეტი მხედველობაში მიიღებს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კერძოდ, მათგან გამოწვეული ზარალის მოცულობას, სავალუტო კურსის ცვალებადობას და იმას, თუ რა ზემოქმედებას იქონიებს სადაზღვევო ღირებულებაზე შეთავაზებული შესწორება. 7. (a) პასუხისმგებლობის ზღვართან დაკავშირებით წინამდებარე მუხლის შესაბამისად წარდგენილი არც ერთი შესწორება არ განიხილება წინამდებარე ოქმის ხელმოსაწერად გახსნის დღიდან არა უადრეს ხუთი წლისა და არც წინამდებარე მუხლის შესაბამისად წინა შესწორების ძალაში შესვლიდან არა უადრეს ხუთი წლისა. (b) პასუხისმგებლობის ზღვარი არ შეიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ ის აღემატებოდეს თანხას, რომელიც წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციით დადგენილ ზღვარს შეესაბამება, ყოველწლიურად ექვს პროცენტიანი ზრდის გათვალისწინებით, რომელიც დაირიცხება რთული პროცენტის სახით  წინამდებარე ოქმის ხელმოსაწერად გახსნის დღიდან. (c) პასუხისმგებლობის ზღვარი არ შიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ ის აღემატებოდეს თანხას, რომელიც შეესაბამება წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციით დადგენილ ზღვარს, გაზრდილს სამჯერ. 8. ორგანიზაცია ყველა მხარე-სახელმწიფოს აცნობებს მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების შესახებ. შესწორება ჩაითვლება მიღებულად შეტყობინების თარიღიდან თვრამეტთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში იმ სახელმწიფოების არა ნაკლებ ერთი მეოთხედი, რომლებიც შესწორების მიღებისას წარმოადგენდნენ მხარე-სახელმწიფოებს, არ აცნობებენ გენერალურ-მდივანს იმის შესახებ, რომ ისინი არ იღებენ შესწორებას; ამ შემთხვევაში შესწორება არ მიიღება და არ იძენს ძალას.  9. შესწორება, რომელიც ითვლება მიღებულად მე-8 პუნქტის შესაბამისად, ძალაში შევა მისი მიღებიდან თვრამეტი თვის შემდეგ. 10. შესწორებას სავალდებულო ძალა ექნება ყველა მხარე-სახელმწიფოსთვის, თუ ისინი არ მოახდენენ წინამდებარე ოქმის დენონსაციას 21-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლამდე არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა შესწორების ძალაში შესვლისთანავე. 11. თუ შესწორება დამტკიცებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ამოწურულა მის მისაღებად საჭირო თვრამეტთვიანი პერიოდი, ის, ძალაში შესვლის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც გახდა მხარე-სახელმწიფო ამ პერიოდის განმავლობაში. იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც გახდა მხარე-სახელმწიფო ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, შესწორებას, რომელიც მიღებულ იქნა მე-8 პუნქტის შესაბამისად,  ექნება სავალდებულო ძალა. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესწორებას სავალდებულო ძალა ექნება სახელმწიფოსთვის ამ შესწორების ძალაში შესვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როდესაც ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შევა წინამდებარე ოქმი, რომელი თარიღიც უფრო გვიანდელია.  მუხლი 24🔗 დეპოზიტარი 1. წინამდებარე ოქმი და 23-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებული შესწორებები შესანახად გადაეცემა გენერალურ მდივანს. 2. გენერალური მდივანი: (a) ატყობინებს ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა წინამდებარე ოქმს: (i) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის ყოველი ახალი ხელმოწერის ან შესანახად გადაცემის შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით; (ii) ყოველი განცხადებისა და შეტყობინების შესახებ, წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; (iii)  წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ; (iv) ნებისმიერი წინადადების შესახებ, რომელიც შეეხება პასუხისმგებლობის ზღვრის შეცვლას, და წარდგენილია წინამდებარე ოქმის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; v) ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც  დამტკიცებულია წინამდებარე ოქმის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; vi) ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც მიღებულად ითვლება წინამდებარე ოქმის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შესწორების ძალაში შესვლის თარიღის მითითებით, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად; vii) წინამდებარე ოქმის დენონსაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ, შესანახად გადაცემისა და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღის მითითებით; viii) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომლის გაგზავნასაც ითვალისწინებს წინამდებარე ოქმის რომელიმე მუხლი. (b) უგზავნის წინამდებარე ოქმის დამოწმებულ ასლებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა მას. 3. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთანავე, მისი ტექსტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, გენერალური მდივნის მიერ რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მიზნით გადაეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს. მუხლი 25🔗 ენები წინამდებარე ოქმი შესრულებულია  ერთ დედნად არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შესრულებულია ლონდონში, 2002 წლის პირველ ნოემბერს. რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერებმა, თავიანთ შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს. დანართი მგზავრების გარდაცვალებაზე ან ფიზიკურ ზიანზე პასუხისმგებლობის დაზღვევის ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი გაცემული „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციის მე-4bis მუხლის დებულებათა შესაბამისად გემის დასახელება ციფრების ან ასოებისგან შემდგარი განმასხვავებელი ნიშანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიდენტიფიკაციო ნომერი რეგისტრაციის ნავსადგური იმ გადამყვან-გადამზიდველის ძირითადი საწარმოს დასახელება და მისამართი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სერტიფიკატი გაიცემა იმის დასტურად, რომ ზემოაღნიშნულ გემთან მიმართებაში მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციის მე-4bis მუხლის მოთხოვნებს. უზრუნველყოფის ტიპი .................................. უზრუნველყოფის ხანგრძლივობა..................................... დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის დასახელება და მისამართი ....................... დასახელება ............................... მისამართი ............................................ ეს სერტიფიკატი ძალაშია ..................................... მდე გაცემულია ან დამოწმებულია ...................... (სახელმწიფოს სრული დასახელება) მთავრობის მიერ ან თუ მხარე-სახელმწიფო სარგებლობს მე-4bis მუხლის მე-3 პუნქტით, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ტექსტი: წინამდებარე სერტიფიკატი გაიცემა ................ (სახელმწიფოს სრული დასახელება) მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ, ................................... (ინსტიტუტის ან ორგანიზაციის დასახელება) მიერ. ............... (ადგილი)  ....................(თარიღი) .........................................(დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი მოხელის ხელმოწერა და თანამდებობა) განმარტებები: 1. სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს დასახელებაში შეიძლება მითითებულ იქნეს იმ ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო, სადაც გაიცა სერტიფიკატი. 2. თუ უზრუნველყოფის მთლიანი თანხის წყარო ერთზე მეტია, მითითებული უნდა იქნეს თითოეული წყარო. 3. თუ უზრუნველყოფა წარდგენილ იქნა რამდენიმე ფორმით, ეს ფორმები  სათითაოდ უნდა  იქნეს მითითებული. 4. გრაფაში „უზრუნველყოფის ხანგრძლივობა“ მითითებული უნდა იქნეს თარიღი, როდესაც ეს უზრუნველყოფა შედის ძალაში. 5. გრაფაში „დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის მისამართი“ მითითებული უნდა იქნეს დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის ძირითადი საწარმოს მისამართი. საჭიროების შემთხვევაში, მითითებულ უნდა იქნეს იმ საწარმოს მისამართი, სადაც გაფორმდა სადაზღვევო ან სხვა სახის უზრუნველყოფის  ხელშეკრულება. ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ ათენის 2002 წლის კონვენციის („ზღვით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციისა და კონვენციის 2002 წლის ოქმის კონსოლიდირებული ტექსტი) ტექსტის სერტიფიცირებული ასლი, შესრულებული ლონდონში 1976 წლის 19 ნოემბერს; რომლის ორიგინალი დეპონირებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის: ლონდონი: