პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024985 114
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/03/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №94
2025 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 111 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
იმ ფიზიკური/იურიდიული პირებისათვის, რომლებიც 2025 წლის 1 თებერვლამდე ახორციელებდნენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, წარმოებას ან/და რეალიზაციას და ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ მიმართავენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გამცემ ორგანოს შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მისაღებად, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებისა და ნებართვის/ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის წარდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ ვადაში შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ნებართვის/ლიცენზიის მოპოვების პირობებში, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 3🔗
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
დანართი
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლისა და ლიცენზიის/ნებართვის გამცემისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს.
2. ამ წესით განსაზღვრული სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდგომ.
3. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებისას, თუ პიროტექნიკური ნაწარმის მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო ან პიროტექნიკური ნაწარმი განკუთვნილია სახელმწიფო ორგანოსთვის მისაწოდებლად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ბ) საზღვაო დანიშნულების პიროტექნიკურ პროდუქციაზე/ნაწარმზე;
გ) კაფსულებზე, რომლებიც დარტყმის შედეგად მოდის მოქმედებაში, სათამაშოებში გამოსაყენებლად;
დ) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პროდუქციაზე;
ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასიგნალო იარაღზე ან/და მოწყობილობაზე;
ვ) სატრანსპორტო საშუალებებში უსაფრთხოების მოწყობილობების კომპონენტებზე, რომლებიც შეიცავს პიროტექნიკურ ნაწარმს და გამოიყენება ამ მოწყობილობების ან სხვა მექანიზმების გასააქტიურებლად;
ზ) სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების სამართავად, აქტიური გამოყენების მიზნით.
5. ამ წესის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ წესში, განიმარტება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსსა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ლიცენზიის/ნებართვის სახეები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ ნებართვა გაიცემა:
ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ სხვა ქვეყნიდან, ასევე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ იმპორტზე;
ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტზე.
2. სააგენტოს მიერ ლიცენზია გაიცემა:
ა) პიროტექნიკური ნაწარმის წარმოებაზე;
ბ) პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციაზე.
მუხლი 4🔗. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო
1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის/ნებართვის, მისი დუბლიკატის გაცემას, მასში ცვლილების შეტანას, შეჩერებას ან გაუქმებას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. სააგენტო ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ტექნიკური რეგლამენტი – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით.
3. სააგენტომ ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის/მფლობელის შესახებ მიღებული ინფორმაცია უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ წესის მიზნებისათვის.
მუხლი 5🔗. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი
1. ლიცენზიის მაძიებელი არის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის უშუალო განმახორციელებელი პირი.
2. ნებართვის მაძიებელი არის ნებართვით განსაზღვრული ქმედების უშუალო განმახორციელებელი პირი.
3. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს ამ წესის შესაბამისად ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას.
თავი II. ლიცენზიის გაცემის წესი
მუხლი 6🔗. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ წესისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად.
2. ლიცენზია გაიცემა 20 დღის ვადაში, ხოლო დაჩქარებული წესით − 10 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება. ამ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე ლიცენზიის მაძიებლისათვის განსაზღვრული ვადა, ასევე, სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის საჭირო ვადა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადები შეიძლება გაგრძელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.
4. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.
მუხლი 7🔗. წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის, ასევე ბინადრობის (თუ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე) დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ცნობა მისი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე იმ ფიზიკურ პირთა სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიით ნებადართულ საქმიანობაში არიან ჩართულნი, ცნობები მათი მსჯავრდების/მათთვის უფლების ჩამორთმევის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ასევე, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების/მათთვის უფლების ჩამორთმევის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) პიროტექნიკური ნაწარმის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის, სახელწოდება, რაოდენობა და შესაბამისი კატეგორია;
ე) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება, დასაწყობება ან/და მისი რეალიზაცია;
ვ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) აკრედიტებული ინსპექტირების ან სახელმწიფო საექსპერტო ორგანოს მიერ გაცემული, შენობა-ნაგებობის ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;
თ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) სალიცენზიო მოსაკრებლის და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთები;
კ) შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც რეალიზაციის ლიცენზიის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ გაცემული სახით, ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე, წარმოების ლიცენზიის შემთხვევაში, პიროტექნიკური ნაწარმის ტექნიკური დოკუმენტაცია, წარდგენილი უნდა იქნეს წარმოებული პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის დაწყებამდე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ან წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობა „ტექნიკური რეგლამენტით – პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილ მოთხოვნებთან იწვევს ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. წარმოების ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს რეალიზაციის ლიცენზიასთან ერთად. სააგენტო არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.
6. თუ მწარმოებელი პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციას განახორციელებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანის მიზნით, წარმოების ლიცენზია გაიცემა ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს სააგენტო.
9. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).
მუხლი 8🔗. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააგენტო არ გასცემს ლიცენზიას, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;
ბ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება;
გ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი:
გ.ა) ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის მიღებას;
გ.ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;
გ.გ) იყო მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე−139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 149-ე−1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;
გ.დ) მას ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1562-1564 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს (ფიზიკური პირის შემთხვევაში) არ შესრულებია 18 წელი;
ე) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ არ იქნა გაცემული შესაბამისი თანხმობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, სააგენტოს მიმართვისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი არაუგვიანეს 5 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებებიდან გამოთხოვას უზრუნველყოფს სააგენტო.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 9🔗. სალიცენზიო მოწმობა
1. სალიცენზიო მოწმობის ფორმა, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) სააგენტოს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
3. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს სალიცენზიო რეესტრში.
4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
მუხლი 10🔗. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. სააგენტოს მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. სააგენტო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.
5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 11🔗. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა
სააგენტო, ლიცენზიის მფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
თავი III. ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 12🔗. ნებართვის გაცემის წესი
1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ წესისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად.
2. ნებართვა გაიცემა 20 დღის ვადაში, ხოლო დაჩქარებული წესით − 10 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე ლიცენზიის მაძიებლისათვის განსაზღვრული ვადა, ასევე სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის საჭირო ვადა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადები შეიძლება გაგრძელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.
4. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.
მუხლი 13🔗. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის, ასევე ბინადრობის (თუ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე) დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ცნობა მისი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე იმ ფიზიკურ პირთა სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც სანებართვო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ასევე, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სანებართვო საქმიანობას, სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) პიროტექნიკური ნაწარმის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის, სახელწოდების, რაოდენობის, შესაბამისი კატეგორიისა და მწარმოებელი ქვეყნის მითითებით;
ე) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება/განზრახულობათა ოქმი ან ასლი;
ვ) მწარმოებლის მიერ გაცემული პიროტექნიკური ნაწარმის წარმოშობის დეკლარაცია და შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ გაცემული სახით, ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით;
ზ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციას ახორციელებს საბაჟო ტერიტორიიდან;
თ) სანებართვო მოსაკრებლის და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
4. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი პიროტექნიკური ნაწარმის დასაწყობებას/შენახვას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს პიროტექნიკური ნაწარმის შენახვა/დასაწყობება ან/და მისი რეალიზაცია;
ბ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) აკრედიტებული ინსპექტირების ან სახელმწიფო საექსპერტო ორგანოს მიერ გაცემული, შენობა-ნაგებობის ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა;
დ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს რეალიზაციის ლიცენზიასთან ერთად.
6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა/ლიცენზია, სააგენტო არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის/ლიცენზიის გაცემისას.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში.
8. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია, თუ ეს პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 14🔗. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის, ასევე ბინადრობის (თუ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე) დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) პიროტექნიკური ნაწარმის აღწერილობა სახელწოდების, რაოდენობის და შესაბამისი კატეგორიის მითითებით, ასევე ინფორმაცია მწარმოებლის ან/და რეალიზატორის შესახებ;
გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება/განზრახულობათა ოქმი ან ასლი;
ე) სანებართვო მოსაკრებლის, ასევე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
4. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა/ლიცენზია, სააგენტო არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის/ლიცენზიის გაცემისას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სააგენტოს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში.
6. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია, თუ ეს პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 15🔗. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააგენტო არ გასცემს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;
ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება;
გ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი:
გ.ა) ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას;
გ.ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;
გ.გ) იყო მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე−139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 149-ე−1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;
გ.დ) მას ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1562-1564 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;
დ) იმპორტის ნებართვის მაძიებელს (ფიზიკური პირის შემთხვევაში) არ შესრულებია 18 წელი;
ე) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ არ იქნა გაცემული შესაბამისი თანხმობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, სააგენტოს მიმართვისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რაიონული/საქალაქო დანაყოფის უფროსი არაუგვიანეს 5 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვას შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს სააგენტო.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება იმპორტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 16🔗. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააგენტო არ გასცემს პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;
ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
2. სააგენტოს გადაწყვეტილება ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 17🔗. სანებართვო მოწმობა
1. სანებართვო მოწმობის ფორმა, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) სააგენტოს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
3. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს სანებართვო რეესტრში.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
მუხლი 18🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. სააგენტოს მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. სააგენტო ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ვადით, თითოეულ სასაქონლო პარტიაზე.
6. ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადით, თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის ვადაში.
მუხლი 19🔗. ნებართვაში ცვლილების შეტანა
სააგენტო, ნებართვის მფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ნებართვაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
თავი IV. ლიცენზიის/ნებართვის ფლობა, გაუქმება, სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლი
მუხლი 20🔗. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ვალდებულებები
ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობები, მათ შორის:
ა) ლიცენზიის/ნებართვის გაცემისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამის თაობაზე აცნობოს სააგენტოს;
ბ) შექმნას შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას;
გ) მუდმივად აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო/სანებართვო ქმედების განხორციელების მდგომარეობის შესახებ;
დ) არ შეაფერხოს და ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა მან განახორციელოს სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის ღონისძიებები.
მუხლი 21🔗. სანებართვო/სალიცენზიო პირობების კონტროლი
1. სანებართვო/სალიცენზიო პირობების კონტროლი გულისხმობს სააგენტოს მიერ, სანებართვო/სალიცენზიო პირობების შემოწმებას ნებართვის/ლიცენზიის გაცემის შემდეგ.
2. სააგენტო სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო/სალიცენზიო პირობების შემოწმებით.
მუხლი 22🔗. სანებართვო პირობების კონტროლის მეთოდიკა
1. ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე − შერჩევითი შემოწმების მეთოდით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია, რომ პიროტექნიკური ნაწარმი არ შეესაბამება ამ წესითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააგენტოს გადაწყვეტილება შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია.
3. ნებართვის მფლობელი სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, წარუდგენს სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება ხორციელდება დოკუმენტურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის − პარტიის, სერიის ან ერთობლიობის წარმომადგენლობითი ეგზემპლარის შემოწმება/გამოცდა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მეშვეობით.
5. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პიროტექნიკური ნაწარმის ყველა მახასიათებელი, ისე მისი კონკრეტული კომპონენტი.
6. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ნიმუშის შემოწმებისთვის/გამოცდისთვის. სააგენტოს მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. ნიმუშის აღება ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ან/და შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.
7. პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის დასრულებამდე, სააგენტო უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს მოსთხოვოს ნებართვით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შეჩერება.
8. თუ პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის არ შეესაბამება აღნიშნული პიროტექნიკური ნაწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის ამოღებისთვის/გამოთხოვისთვის/განადგურებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და სრულად აანაზღაუროს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები სააგენტოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
9. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში.
მუხლი 23🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. სააგენტო განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. ნებართვის მფლობელის მიერ ამ წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
3. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.
4. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
5. თუ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.
6. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.
7. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება/ლიკვიდაცია, დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
8. სააგენტო ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტო ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, სააგენტო ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.
10. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
11. სანებართვო მოწმობა სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 24🔗. სალიცენზიო პირობების კონტროლის მეთოდიკა
1. სააგენტო კონტროლს ახორციელებს რისკის ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია, რომ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააგენტოს გადაწყვეტილება შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია.
3. ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ სააგენტოს მიმართ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხორციელდება წერილობითი ფორმით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის ვადაში, ვალდებული არ არის სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში.
4. თუ წარმოდგენილი ანგარიშით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს ლიცენზიის მფლობელს და მოითხოვოს სალიცენზიო პირობების გონივრულ ვადაში დაცვის შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება ხორციელდება დოკუმენტურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის − პარტიის, სერიის ან ერთობლიობის წარმომადგენლობითი ეგზემპლარის შემოწმება/გამოცდა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მეშვეობით.
6. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პიროტექნიკური ნაწარმის ყველა მახასიათებელი, ისე მისი კონკრეტული კომპონენტი.
7. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ნიმუშის შემოწმებისთვის/გამოცდისთვის. სააგენტოს მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. ნიმუშის აღება ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ან/და შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ.
8. პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის დასრულებამდე, სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის შეჩერება.
9. თუ პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის არ შეესაბამება აღნიშნული პიროტექნიკური ნაწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ლიცენზიის მფლობელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის/გამოთხოვისთვის/განადგურებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და სრულად აანაზღაუროს პიროტექნიკური ნაწარმის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები სააგენტოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
10. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში.
მუხლი 25🔗. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება
1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. სააგენტო განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
3. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების შესრულებისათვის.
4. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
5. თუ ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
6. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.
7. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:
ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება/ლიკვიდაცია, დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
8. სააგენტო ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. სააგენტო ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, სააგენტო ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
10. სალიცენზიო მოწმობა სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში.
11. პასუხისმგებლობა, ლიცენზიის გაუქმების სახით, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას და სააგენტო დაასაბუთებს, რომ ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედება.
მუხლი 26🔗. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
2. სააგენტოს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.
3. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:
ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: დასახელება; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;
ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები);
დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.