„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№441-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010240010.04.001.018122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ორგანული კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

ა) პირველი პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამას განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს. ნორმატიული აქტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით:

ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ;

ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას;

გ) მოსალოდნელია ნორმატიული აქტის პროექტის მიერ ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე სხვა გავლენის მოხდენა.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების შეფასება და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 აპრილი 2025 წ.

N441-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

ნორმატიული აქტების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2025.
როდის იქნა მიღებული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №441-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.04.001.018122.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №441-IIმს-XIმპ, 02.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 010240010.04.001.018122 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6460899/