დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ფასანაურის ქუჩის სახელის, ხოლო მისი ჩიხისთვის - ფასანაურის ქუჩის პირველი ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2025
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016132
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებისა და ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ფასანაურის ქუჩის სახელის, ხოლო მისი ჩიხისთვის - ფასანაურის ქუჩის პირველი ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №23
2025 წლის 28 მარტი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის
– ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ფასანაურის ქუჩის სახელის, ხოლო მისი ჩიხისთვის – ფასანაურის ქუჩის პირველი ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის – ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ფასანაურის ქუჩის სახელი, ხოლო მის ჩიხს – ფასანაურის ქუჩის პირველი ჩიხის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური