საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2006
ძალის დაკარგვა 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.008.614
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 22/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,151 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2006 მიღება
31.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 46.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.008.614 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №634 2006 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №414 ბრძანება. 3. ეს ბრძანება მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ბრძანების მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საბაჟო კოდექსში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების (სსმ III, 28.04.2006, №10, მუხ.72) ძალაში შესვლისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გვაზავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინასწარ გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ახორციელებს სანებართვო საქმიანობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციას, ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციას და მათ ტექნიკურ დათვალიერებას, ანიჭებს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას და გასცემს მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,“ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ,“ საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,“ საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,“ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სხვა სამინისტროებთან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან, უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია.     მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახაზინო ანგარიში. თავი II დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები     მუხლი 6🔗 დეპარტამენტის საქმიანობაა: ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება; ე) სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძალებისა და საშუალებების განაწილება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება; ვ) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება; ზ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება; თ) ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა; ი) ავარიების, კატასტროფების, ხანძრების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; კ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვების ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით; ლ) დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა; მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების განხორციელების ორგანიზება და კონტროლი; ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ო) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების გაცემის ორგანიზება; დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სამსახურებთან; ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; მ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე და თანაშემწე. 2. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ სამსახურებს, ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს. 3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. 4. დირექტორის თანაშემწე კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: 1. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო: ა) I განყოფილება; ბ) II განყოფილება; გ) კადრების განყოფლება; დ) III განყოფილება; ე) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება. 2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო. 3. კანცელარია. 4. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო: ა) საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; ბ) ხაზინის ჯგუფი; გ) საგეგმო ჯგუფი; დ) შესყიდვების ქვეგანყოფილება; ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ჯგუფი; ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება; ზ) მომარაგების ქვეგანყოფილება; თ) საწყობი; ი) ტრანსპორტის ქვეგანყოფილება; კ) სანომრე ნიშნების დამზადებისა და აღრიცხვა-რეგისტრაციის ქვეგანყოფილება; ლ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება; მ) საკომენდანტო ჯგუფი. 5. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო. 6. ქვემო ქართლის სამმართველო. 7. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო. 8. კახეთის სამმართველო. 9. იმერეთის მთავარი სამმართველო. 10. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო. 11. აჭარის სამმართველო. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. თავი V დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია     მუხლი 11🔗 ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო: ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად; ბ) ამოწმებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით; გ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას; დ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში; ე) მონაწილეობს სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში; ვ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას; ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის შექმნას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად; ი) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში; კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივ (რეგიონალურ) დანაყოფებში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლს; ლ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი I განყოფილება: ახორციელებს დეპარტამენტის ერთიანი სისტემის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს გაწეული საქმიანობის, აგრეთვე პატრულირების განხორციელების შემოწმებას, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; მ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი II განყოფილება: მ.ა) სააღრიცხვო ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ახორციელებს ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას; მ.ბ) ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს მათი აღმოფხვრისათვის; მ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას; მ.დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას; მ.ე) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას; მ.ვ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის შესრულებაზე; მ.ზ) დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ახორციელებს საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას; მ.თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას; მ.ი) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების ყოველდღიურ დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას, საპატრულო პოლიციის ადგილობრივი დანაყოფებიდან წარმოდგენილ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაციას სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში; მ.კ) ახორციელებს დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოსა და რეგიონალურ მთავარ სამმართველოებში ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს; მ.ლ) ყოველთვიურად აჯამებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს; მ.მ) განიხილავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს; მ.ნ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით წელიწადში ერთხელ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას; ნ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი კადრების განყოფილება უზრუნველყოფს: ნ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას; ნ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და სპეციალური შემოწმების გახორციელებას; ნ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; ნ.დ) დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კონტროლის განხორციელებას და ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას; ნ.ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას; ნ.ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას; ნ.ზ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; ნ.თ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას; ნ.ი) დოკუმენტაციის მომზადებას დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით; ნ.კ) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას; ნ.ლ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას; ო) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი III განყოფილება ახორციელებს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას, რომლებიც იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოდიან საქართველოში; პ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება: პ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევენ საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებენ ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს; პ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს; პ.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიების მუშაობაში; პ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებენ ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე; პ.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.     მუხლი 12🔗 სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო შემთხვევების, გზების მდგომარეობის, ამინდის პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას და მათ დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისათვის; ბ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაადგილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და მიწოდებას უფლებამოსილი სამსახურებისათვის; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს; დ) უზრუნველყოფს შინაგანაწესის შესრულებასა და სამწყობრო დანაყოფის შენობაზე კონტროლს.     მუხლი 13🔗 კანცელარია: ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში; ბ) ახორციელებს ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას; გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას.     მუხლი 14🔗 საფინანსო-სამეურნეო სამმართველო მასში შემავალ განყოფილებებთან, ქვეგანყოფილებებთან და ჯგუფებთან ერთად: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში წარდგენას; ბ) ახორციელებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოდან სათანადო ასიგნებების გამოთხოვას; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვების განხორციელებაზე და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას; ე) უზრუნველყოფს დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენილი ბალანსის რეალობაზე); ვ) უზრუნველყოფს შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას; ზ) დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სალაროს ოპერაციების წარმოებას, პირველადი დოკუმენტების შედგენას, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას; თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვას და დადგენილი წესით და ვადებში მათ არქივში ჩაბარებას; ი) ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის საბუღალტრო აღრიცხვას და სათანადო ინფორმაციის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში პერიოდულად წარდგენას; კ) ახორციელებს დეპარტამენტის კავშირგაბმულობით მომარაგებას;  ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას; მ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგური „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს; ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების სპეციალური საშუალებებით და ეკიპირებით, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკებით, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური პასპორტების და მართვის მოწმობების ბლანკებით მომარაგებას. თავი VI დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია     მუხლი 15🔗 დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.     მუხლი 16🔗 1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების ფუნქციებია: ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება; ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება; გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება; ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ; ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრაპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებთა განხორციელება ან მათში მონაწილეობა; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ჩატარება, რეგისტრაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებაზე საკვალიფიკაციო გამოცდების მიღება, მძღოლის მოწმობის გაცემა (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო), შეცვლა და დაკარგულის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღდგენა (შეცვლა); თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა; ი) გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობის განხორციელება; კ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა მიმართ გაწეული საქმიანობის, ასევე პატრულირების განხორციელების შემოწმება, შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება და დეპარტამენტისთვის მიწოდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლება აქვთ დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ასევე კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ სხვა თანამდებობის პირებს.     მუხლი 17🔗 1. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, ადგილობრივ (რეგიონალურ) მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებს უფლება აქვთ: ა) დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები და მომხდარი დანაშაულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინონ გამომძიებელს და სამსახურის მორიგეს; ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე ჩაატარონ წინასწარი გამოძიება; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; დ) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ მძღოლის მოწმობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო დოკუმენტები, განახორციელონ სატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური დათვალიერება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ან მათი თანმხლები პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით; ე) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და შეამოწმონ სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. 2. დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოები და სამმართველოები ვალდებულნი არიან: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა; ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისას და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად; გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ.     მუხლი 18🔗 დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 19🔗 საპატრულო პოლიციის მუშაობის ძირითადი ფორმებია: ა) ავტომობილებით პატრულირება; ბ) ქვეითად პატრულირება; გ) ასევე სხვა საშუალებებით პატრულირება. თავი VII დასკვნითი დებულებანი     მუხლი 20🔗 1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.