,,არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №635
სარეგისტრაციო კოდი 080.080.060.22.034.008.618
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 22/05/2006
matsne.gov.ge 2,571 სიტყვა · ~13 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
რიგითი N მიღების თარიღი და დრო

დოკუმენტის ტექსტი

,,არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:9.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in .75in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 080.080.060.22.034.008.618 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №635 2006 წლის 17 მაისი ქ. თბილისი ,,არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ,,პოლიციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ჯ� ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 პუნქტის ,,კ​1 � ქვეპუნქტის, მე-11 პუნქტის ,,ა�, ,,ნ� ქვეპუნქტებისა და 21-ე პუნქტის ,,ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზების შესახებ� თანდართული ინსტრუქცია. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გვაზავა � �დანართი №1 � ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1. ინსტრუქციის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში � �სამინისტრო) არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორების (შემდგომში � ინსპექტორები) მიერ არასრულწლოვანთა მიერ და მათ წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევების თავიდან აცილება-აღკვეთა. 2. თავის საქმიანობაში ინსპექტორები ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პოლიციის შესახებ� საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით, ამ ინსტრუქციითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. ინსპექტორების საქმიანობა ემყარება საჯაროობის, კანონიერებისა და ბავშვთა უფლებების განუხრელი დაცვის პრინციპებს. 4. ინსპექტორები თავის საქმიანობაში თანამშრომლობენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. 5. სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით ინსპექტორები სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ატარებენ პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს შემდეგი კატეგორიის არასრულწლოვნებთან (შემდგომში � არასრულწლოვნები): ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულებთან; ბ) არასრულწლოვნებთან, რომელთა მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და არ არის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, რომლებიც გათავისუფლებული არიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით; გ) არასრულწლოვნებთან, რომელთაც სასამართლოს განაჩენით შეეფარდათ სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან; დ) სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებიდან გათავისუფლებულ არასრულწლოვნებთან; ე) სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაში შემჩნეულ არასრულწლოვნებთან; ვ) დანაშაულის ჩამდენ 14 წელს მიუღწეველ პირებთან, რომელთაც ასაკის გამო არ ერაცხებათ ბრალად მათ მიერ ჩადენილი ქმედება; ზ) არასრულწლოვნებთან, რომლებიც ეწევიან ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას და შემჩნეულნი არიან საზოგადოებრივი წესრიგის სისტემატურ დარღვევაში. 6. არასრულწლოვნებს შორის სამართალდარღვევათა აცილების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ინსპექტორები: ა) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღმკვეთ პრევენციულ ღონისძიებებში; ბ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად გამოავლენენ და აღრიცხავენ იმ მშობლებს ან მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებიც კეთილსინდისიერად არ ასრულებენ არასრულწლოვნების აღზრდის მოვალეობას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; გ) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ავლენენ გზააბნეულ, მიტოვებულ, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს; დ) შეისწავლიან მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებებს და ახორციელებენ მათზე რეაგირებას. თავი II ინსპექტორების საქმიანობის ორგანიზაცია 7. ინსპექტორები მათზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ ზონალური დაყოფის პრინციპით. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამომსახურეო ზონების ტერიტორია და საზღვრები. ამასთან თითოეული ინსპექტორის სამომსახურეო ზონაში მცხოვრები 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ათასს. ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია შემცირდეს ან გაიზარდოს ზოგიერთ, სამომსახურეო ზონის ტერიტორია, ასევე მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს საცხოვრებელი სექტორის მომსახურებისაგან ინსპექტორი, რომლის ზონაშიც მდებარეობს სპეციალური სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება. 8. ინსპექტორები დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილნი არიან: ა) გამოცხადნენ არასრულწლოვნის საცხოვრებელ, სასწავლო ან სამუშაო ადგილზე, გაესაუბრონ მშობლებს ან მეურვეს (მზრუნველს), ასევე სხვა პირებს არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების, პიროვნების ხასიათის თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების შესასწავლად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვონ საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებიდან საჭირო ცნობები; გ) კანონით დადგენილი წესით გამოიძახონ არასრულწლოვნები, მშობლები ან მეურვეები (მზრუნველები), აგრეთვე მოიწვიონ სხვა პირები არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებთან დაკავშირებული გარემოებების გამოსაკვლევად; დ) მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ მასალების მომზადებაში, რომელთაც ჩააბეს არასრულწლოვნები ანტისაზოგადოებრივ და დანაშაულებრივ საქმიანობაში; ე) განახორციელონ კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 9. ინსპექტორებს სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამომსახურეო ზონის მიღების მომენტიდან. ინსპექტორები ვალდებულნი არიან სისტემატურად აანალიზებდნენ სამომსახურეო ზონაში ოპერატიულ ვითარებას, კერძოდ: ა) უნდა ფლობდნენ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობასა და შემადგენლობაზე, სამომსახურეო ზონის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სექტორზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურულსაგანმანათლებლო, სპორტული დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების მდებარეობაზე, უბნის სხვა თავისებურებებზე; ბ) უნდა ჰქონდეს სტატისტიკური მონაცემები არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ, იმ ადგილთა შესახებ, სადაც ხშირია სამართალდარღვევები, მათი გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების, სამართალდამრღვევი არასრულწლოვანთა ცხოვრების წესისა და კავშირების შესახებ; გ) პასუხისმგებელნი არიან მოქალაქეების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საჩივრებისა და განცხადებების დროულ განხილვაზე არასრულწლოვანთა მიერ და მათ წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა პროფილაქტიკის საკითხებზე; დ) განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები ბავშვთა მაწანწალობისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმის განხილვის პროცესში; ვ) მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მშობლის უფლების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული მასალები; ზ) განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობანი. 10. ინსპექტორები მოქალაქეთა მიღებას ახორციელებენ სამუშაო საათებში. მოქალაქეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჩივრები და განცხადებები ექვემდებარებიან დადგენილი წესით აღრიცხვას და რეგისტრაციას მოქალაქეთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა საჩივრებისა და განცხადებების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2). ინსპექტორები აწარმოებენ არასრულწლოვანთა რეგისტრაციას და მათ მიმართ გატარებულ ღონისძიებათა შესახებ ჩანაწერებს არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3). არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში არსებული ყველა მონაცემი, მათ შორის ამ ინსტრუქციის მე-5 თავით გათვალისწინებული ინფორმაცია, უნდა მიეწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. 11. ინსპექტორების საქმიანობის უშუალო ორგანიზაციას და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის (ნუსხის) შესაბამისად. არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისად სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები. თავი III არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზაცია 12. არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პროფილაქტიკის მიზნით ინსპექტორები სისტემატურად შეისწავლიან და განაზოგადებენ მოქალაქეების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების განცხადებებსა და საჩივრებს, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ მასალებს, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ დანაშაულისა და ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ. ინსპექტორები სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად გამოავლენენ და აღრიცხვაზე აიყვანენ ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის არასრულწლოვნებს, ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს მათი მხრიდან ანტისაზოგადოებრივი და დანაშაულებრივი საქმიანობის, მაწანწალობის აღკვეთის მიზნით. ინსპექტორი არასრულწლოვნის აღრიცხვაზე აყვანისა და სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმის შექმნის (ვადის გაგრძელების, შეწყვეტის) შესახებ ადგენს აქტს, რომელსაც ამტკიცებს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (დანართი №4). აღნიშნული აქტის საფუძველზე იქმნება სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმე (დანართი №5). 13. სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში შეიძლება წარადგინონ: ა) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვნები (14 წლამდე), რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებებში გასაგზავნი პირები, რომელთა მიმართ მოსამზადებელია მასალები. 14. არასრულწლოვნები, რომლებიც სიმთვრალის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, წარდგენილი უნდა იქნენ პოლიციაში მათი ვინაობის, მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) და შემთხვევის გარემოებების დასადგენად შემდგომი რეაგირებისთვის. აღნიშნულის თაობაზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში, რის შემდეგაც არასრულწლოვნის მიმართ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები: ა) მშობლებზე ან მეურვეებზე (მზრუნველებზე) გადასაცემად; ბ) იმ დაწესებულებები ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე გადასაცემად, რომლებიც ახორციელებენ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნულ არასრულწლოვანთა მოვლასა და აღზრდაზე; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადასაცემად, თუ არასრულწლოვანი იმყოფება ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ან მძიმე ხარისხის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან აქვს სხეულის მსუბუქი დაზიანება, ან არ მიუღწევია 14 წლის ასაკისათვის, აგრეთვე თუ სიმთვრალის მდგომარებაში მყოფი არასრულწლოვნის ვინაობა ან საცხოვრებელი ადგილი დადგენილი არ არის და მათი გადაცემა შესაბამის პირებზე შეუძლებელია. შენიშვნა: არასრულწლოვნები, რომლებიც იმყოფებიან ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, მშობლებზე ან მეურვეებზე (მზრუნველებზე) გადაცემამდე დადგენილი წესით იგზავნებიან გამოსაკვლევად სამედიცინო დაწესებულებებში, რის შესახებაც აგრეთვე უნდა ეცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. არასრულწლოვნების გადაცემის შესახებ კეთდება სათანადო აღნიშვნა არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში. 15. სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ ინსპექტორები ახორციელებენ შემდეგ დამატებით ღონისძიებებს: ა) არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან ან მეურვეებთან (მზრუნველებთან) ატარებენ მუშაობას ლოთობისა და ნარკომანიის პროფილაქტიკის მიზნით; ბ) შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობენ რეიდებისა და სხვა სახის პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაში იმ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც არღვევენ ,,არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის მოთხოვნებს; გ) სამინისტროს სხვა დანაყოფების შესაბამის სამსახურებთან ერთად გამოავლენენ სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენისა და მოხმარების გარემოებებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ მასალების მომზადებაში არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ალკოჰოლიკი და ნარკომანი მშობლების სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში იძულებით სამკურნალოდ გასაგზავნად; ე) ატარებენ მუშაობას სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მომხმარებელი და გამსაღებელი არასრულწლოვნების გამოვლენის მიზნით; ვ) უზრუნველყოფენ დადგენილი წესით მასალების მომზადებას ნარკომან არასრულწლოვანთა იძულებითი მკურნალობის საკითხის გადასაწყვეტად. 16. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაში შემჩნეული არასრულწლოვნების აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების დასკვნა, რომლითაც დასტურდება ექიმის დანიშნულების გარეშე ამგვარი პრეპარატების მოხმარების ფაქტი. 17. ინსპექტორები ახორციელებენ შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ბავშვთა მაწანწალობის თავიდან აცილებისა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის მიზნით: ა) ადგენენ არასრულწლოვანისა და მისი მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) შესახებ მონაცემებს, შეისწავლიან მისი აღზრდის პირობებს, სამართალდარღვევების, გზააბნეული და მიტოვებული ბავშვის აღმოჩენის გარემოებებს, რეგისტრაციაში ატარებენ მათ შესახებ მონაცემებს არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში; ბ) აუცილებელ შემთხვევაში გამოიძახებენ არასრულწლოვნის მშობლებს ან მეურვეებს (მზრუნველებს), აგრეთვე იწვევენ სხვა პირებს არასრულწლოვანთა სამართალდარღვევების გამომწვევი გარემოებების გამოსარკვევად; �გ) ადგენენ სამართალდარღვევების ხელშემწყობ კონკრეტულ მიზეზებსა და პირობებს, პირებს, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მათ ჩადენაში, ასევე არასრულწლოვნებზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენ პირებს, რომლებიც იყოლიებენ მათ დანაშაულებრივ და სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. შეიმუშავებენ ღონისძიებებს ზემოთ აღნიშნული პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების შესახებ. 18. ინსპექტორები მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგენენ: ა) 16 წლამდე არასრულწლოვნებს, რომელთაც თვითნებურად დატოვეს ბავშვთა დაწესებულებები ან ოჯახი, ასევე 16-დან 18-წლამდე შეზღუდულქმედუნარიანი პირებს, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის და საჭიროებენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას; ბ) მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილ გზააბნეულ და მიტოვებულ ბავშვებს. 19. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებში წარმოდგენილი არასრულწლოვნები, თუ არ არსებობს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში, პანსიონებში ან სხვა საბავშვო დაწესებულებებში მათი მოთავსების კანონიერი საფუძველი, გადაეცემა მშობლებს ან მეურვეებს (მზრუნველებს), ან იმ საბავშვო დაწესებულებების ადმინისტრაციას, სადაც ისინი იზრდებიან. წარმოდგენილი პირის გადაცემის შესახებ შესახებ კეთდება სათანადო აღნიშვნა არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში. 20. სამართალდამრღვევ არასრულწლოვანთა ჯგუფის მიმართ იქმნება ერთიანი სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმე, რომელსაც აწარმოებს ის ინსპექტორი, რომლის სამომსახურეო ზონაშიც ცხოვრობს ჯგუფის წევრთა უმრავლესობა. თავი IV სამართალდამრღვევი არასრულწლოვნისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის (აღზრდის მოვალეობისაგან სისტემატურად თავის არიდება, მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება, სასტიკი მოპყრობა, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ამორალური ყოფაქცევით ან სხვა შემთხვევებისას არასრულწლოვნებზე უარყოფითი ზეგავლენა) მომხდენი მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) გამოვლენისათვის მუშაობის ორგანიზაცია 21. ინსპექტორები უზრუნველყოფენ სამართალდამრღვევი არასრულწლოვნებისა და მათზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) დროულ გამოვლენას, რაც ხორციელდება სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად კოორდინირებულად. აღრიცხვაზე ხდება იმ სამართალდამრღვევი არასრულწლოვნებისა და მათზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) აყვანა, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს. 22. არასრულწლოვნების აღზრდაზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) შესახებ ივსება ცნობა (დანართი №6), რომელიც ინახება არასრულწლოვნის სააღრიცხვო-პროფილაქტიკურ საქმესთან ერთად. 23. არასრულწლოვნის და მის აღზრდაზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მშობლების ან მეურვეების (მზრუნველების) აღრიცხვაზე აყვანის ნებართვას იძლევა სამინისტროს დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე, რომლებიც იმავდროულად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზაცია სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ამასთან, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, შეისწავლიან სააღრიცხვო-პროფილაქტიკურ საქმეებს, იძლევიან მითითებებს სამართალდარღვევების პროფილაქტიკის ეფექტურობის ასამაღლებლად. 24. არასრულწლოვანთა მშობლები ან მეურვეები (მზრუნველები) აღრიცხვაზე აყვანას ექვემდებარებიან იმ შემთხვევაში, როდესაც არის მონაცემები იმის შესახებ, რომ ეს პირები კეთილსინდისიერად არ ასრულებენ არასრულწლოვნების აღზრდის მოვალეობას. ასეთი პირების აღრიცხვის დროს სათანადო აღნიშვნა კეთდება არასრულწლოვანთა მიმართ შექმნილ სააღრიცხვო-პროფილაქტიკურ საქმეებში, სადაც ასევე აისახება მშობლებთან (მეურვეებთან, მზრუნველებთან) ჩატარებული მუშაობის შედეგები. 25. სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმის შექმნასთან ერთად ინსპექტორები: ა) ატარებენ საუბარს არასრულწლოვანთან, მის მშობლებთან ან მეურვეებთან (მზრუნველებთან), უხსნიან მათ აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს, ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს, აღრიცხვაზე ყოფნის ვადებს და საფუძვლებს; ბ) რეგისტრაციაში ატარებენ აღრიცხვაზე აყვანილ პირებს არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში, რომელშიც აღირიცხება ასევე სხვა სამომსახურეო ზონიდან გადმოგზავნილი სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმეები. 26. არასრულწლოვნის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ ეცნობებათ: ა) აღრიცხვაზე აყვანილი პირის სასწავლო, სამუშაო ადგილების ადმინისტრაციებს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ ორგანოებს, რის შესახებაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააღრიცხვო-პროფილაქტიკურ საქმეში; ბ) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთაც ეგზავნებათ სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაში შემჩნეულ პირთა შესახებ მონაცემები. 27. სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმის წარმოების ვადაა 6 თვე (ამავე დროს დგება პროფილაქტიკური ღონისძიებების გეგმა), რომლის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს არასრულწლოვნის აღრიცხვიდან მოხსნის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფუძველი, მისი გაგრძელება ხდება 6 თვით, მაგრამ არა უმეტეს პირის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევისა. ვადის გაგრძელების შესახებ აქტს თან ერთვის დამატებით გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა. 28. არასრულწლოვნები მოიხსნებიან აღრიცხვიდან: ა) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებისთვის აღრიცხვაზე აყვანილ არასრულწლოვანს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობის კურსი და პრაქტიკულად ჯანმრთელია; ბ) სრულწლოვანების მიღწევისას; გ) გარდაცვალების შემთხვევაში. 29. არასრულწლოვნის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინსპექტორი ადგენს სათანადო აქტს, რომელსაც ამტკიცებს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე. აღნიშნული აქტის შესაბამისად სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმე ექვემდებარება შეწყვეტას. არასრულწლოვნის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში. 30. სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმე არასრულწლოვანთა ჯგუფზე შეწყდება, თუ აღრიცხვაზე მყოფი ყველა არასრულწლოვანი მოიხსნება აღრიცხვიდან ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფუძვლებით. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი დაშლილია, მაგრამ ცალკეული არასრულწლოვნები აგრძელებენ სამართალდარღვევების ჩადენას, ყოველი ასეთი პირის მიმართ იქმნება ცალკე სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმე. 31. შვილებზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მშობლები ან მეურვეები (მზრუნველები) აღრიცხვიდან მოიხსნებიან შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფუძვლებით არასრულწლოვნების აღრიცხვიდან მოხსნისას; ბ) თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ ისინი აღარ ახდენენ არასრულწლოვნებზე უარყოფითი ზეგავლენას. 32. მშობლის ან მეურვის (მზრუნველის) აღრიცხვიდან მოხსნის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი არასრულწლოვნის სააღრიცხვო-პროფილაქტიკურ საქმეში და არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალში. 33. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. � � �დანართი N2 საჩივრებისა და განცხადებების აღრიცხვის � ჟურნალი __________________________________________________________________________________ (შსს დანაყოფის დასახელება) რიგითი N მიღების თარიღი და დრო საიდან შემოვიდა განცხადება,საჩივა-რი განცხადების,საჩივრის შინაარსი საჩივრის, განცხადების განხილვის დამთავრების თარიღი და შედეგები 1 2 3 4 �დანართი N3 �__________________________________________________________ �(შს სამინისტროს დანაყოფის დასახელება) არასრულწლოვანთა აღრიცხვის ჟურნალი �№ ______________________________ დაიწყო �__ � ________________________ 200 წ. დამთავრდა�__ � ________________________200 წ. �დანართი N4 � � ვამტკიცებ � ______________________ ______________________ ______________________ � � � ______________ 200 წ. აქტი არასრულწლოვნის აღრიცხვაზე აყვანისა და სააღრიცხვო - პროფილაქტიკური საქმის შექმნის ( ვადის გაგრძელების , შეწყვეტის ) შესახებ მე _______________________________________________________________ ����������������� (უფლებამოსილი პირის თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი) განვიხილე მასალები არასრულწლოვნის ________________________ ������������������������������������������������������������������������������������������� (სახელი, მამის სახელი, გვარი) ____________________________ მიმართ, რომელმაც �___________________________________________________ �(რა სახის ანტისაზოგადოებრივი ქმედება ან დანაშაული ჩაიდინა) __________________________________________________________________ __________________________________________________________________ �ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, �არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის ________________ ______ N ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე შეიქმნას (ვადა გაუგრძელდეს, შეუწყდეს) სააღრიცხვო-პროფილაქტიკური საქმე არასრულწლოვნის მიმართ და გატარდეს პროფილაქტიკურ-აღმზრდელობითი ღონისძიებები მისი გამოსწორების მიზნით. �შემსრულებელი: ა/ს ინსპექტორი ______________________________ ______________________________ �დანართი N5 _____________________________________________________________ �(შს სამინისტროს დანაყოფის დასახელება) � სააღრიცხვო - პროფილაქტიკური საქმე N _________________________ არასრულწლოვნის _____________________________________________ �(აღრიცხვაზე აყვანილი არასრულწლოვნის სახელი, � _____________________________________________________________ �მამის სახელი, გვარი) _____________________________________________________________ _____________________________________________________________ ________________________________________________________ მიმართ � ��������������������������������������������������������������������������������������������������������������������� �შეიქმნა �__ � ___________________ 200 წ. �შეწყდა ��__ � ___________________ 200 წ. �დანართი N6 ცნობა გამოვლენილ პირზე ��__ �_________________ 200 წ. � � �გამოვლინდა _____________________________________________________ �(სახელი, გვარი, დაბადების წელი, საცხოვრებელი, სამუშაო �______________________________________________________________ �ადგილი, თანამდებობა) __________________________________________________________________ __________________________________________________________________ __________________________________________________________________ რომელმაც _________________________________________________________ �(არასრულწლოვნის აღზრდაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის �_____________________________________________________________ �გარემოებები) ��__ � ________________200 წ. N ____________________ �ხელმოწერა: ____________________________________________________________________ �(უფლებამოსილი პირის თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი) ____________________________________________________________________ � �