„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№642
სარეგისტრაციო კოდი
130.130.000.22.034.008.619
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 22/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.008.619

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №642

2006 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ.343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების ჩატარების ორგანიზებაზე; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების ჩატარებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, გამოძიების ორგანოების და საერთო სასამართლოების მომსახურების უზრუნველყოფაზე;

საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; ასევე სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელმძღვანელობაზე, სასამართლო და სახელმწიფო დაწესებულებებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე და სხვა სამართლებრივი საკითხების რეგულირებაზე;

6. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობაზე, სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენაზე, საბიუჯეტო ხარჯების დროულ მოზიდვასა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე; საბუღალტრო ანგარიშების შედგენასა და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენაზე, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და დროულ გაცემაზე; სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციის უზრუნველყოფაზე; სამინისტროს დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით, სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მომარაგებასა და თანამშრომელთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაცემაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაადგილების კონტროლზე, სამინისტროს მიერ შესყიდული კვების (სასურსათო) პროდუქტების ხარისხის მონიტორინგის ორგანიზაციაზე, სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მატერიალურ ფასეულობათა სწორ ექსპლუატაციასა და დაცვაზე, აღნიშნულ ნაგებობათა მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარების ორგანიზაციაზე, სამუშაოთა მიმდინარეობისას სამშენებლო მასალების ნორმირებულ ხარჯვაზე; სამინისტროს დანაყოფების სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე; ასევე საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს სხვა დანაყოფების (მათ შორის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების) მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელებაზე;“

ბ) დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები.

გ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:

ა) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო საქმიანობის სწორად წარმართვას;

ბ) შეიმუშავებს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და უზრუნველყოფს შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვას და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;

დ) ახდენს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებას;

ე) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადებას საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე. ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;

ვ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრას და აღრიცხვას;

ზ) უზრუნველყოფს საბუღალტრო ანგარიშების შედგენას და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენას;

თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მემორიალურ-ორდერული ფორმით; პირველადი დოკუმენტების შედგენას ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელ შემოწმებას დადგენილი წესით;

ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;

კ) უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას;

ლ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმას; ადგენს სახელმწიფო შესყიდვების პერიოდულ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტენდერების, ფასთა კოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და შენახვას;

ო) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებს საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით;

პ) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით, სპეციალური საშუალებებით და ეკიპირებით მომარაგებას; იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური საშუალებების, ეკიპირების შენახვის ორგანიზაციას, მათ გაცემაზე კონტროლს; იარაღის ბალისტიკური მონაცემების აღრიცხვას;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამშრომლებისათვის შეძენილი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი მოწმობის გაცემას;

რ) უზრუნველყოფს საბრძოლო და არასაბრძოლო დანიშნულების სპეციალური ნაკეთობების (ელექტრო-მექანიკური, ელექტროტექნიკური, რადიო, სატელევიზიო, ოპტოელექტრონული და სხვა) პროექტირებასა და დამზადებას, მათ გამოცდა-შემოწმებას, შეკეთება-აღდგენას;

ს) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე დაყენებას, აღრიცხვიდან მოხსნას, ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთების განხორციელებას, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფას;

ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს;

უ) ახორციელებს სამინისტროს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

ფ) უზრუნველყოფს წინაწარ კონტროლს საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე;

ქ) ახორციელებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;

ღ) სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიკურ ანალიზს;

ყ) საფინანსო-სამეურნეო-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

შ) უზრუნველყოფს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;

ჩ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგს; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვის და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენას; უზრუნველყოფს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებთან და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრას.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.05.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №642. სარეგისტრაციო კოდი — 130.130.000.22.034.008.619.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №642, 18.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 130.130.000.22.034.008.619 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64642/