„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე
მიღების თარიღი 06.02.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000257 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 30/09/1992
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №128
1992 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე
„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების პრაქტიკულად განხორციელების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაწესდეს საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები. ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით:
– სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის ბარისა და ზეგნის რაიონებში – 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში – 3 ჰექტარამდე;
– სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში – 0,5 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში – 3 ჰექტრამდე;
– ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,15 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში – 1 ჰექტარამდე.
2. საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაიცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლების დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.
კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა.
ერთშვილიანი კომლის შემთხვევაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ გამოიყოფა.
3. თუ კომლს მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ წიგნში რეგისტრირებულ ფართობთან შედარებით აღმოაჩნდება მეტი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, შესაბამისი კომისიების მიერ დადგენილ საკარმიდამო მიწის ზღვრულ ნორმამდე შევსების შემდეგ დარჩენილი მიწის ნაკვეთი გადადის სარეზერვო ფონდში.
4. თუ მიწის რეფორმის კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან (სახელმწიფო მიწის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდი; მრეწველობის, ტრანსპორტის, სპეცდანიშნულებისა და სხვა მიწები) საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფას, საკითხი მისი არსებულ წესით გამოყოფის შესახებ გადასაწყვეტად უნდა დაისვას ზემდგომ რესპუბლიკურ ორგანოებში.
5. საკარმიდამოდ გადაცემული მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოუყენებლობისა და აუთვისებლობის შემთხვევაში ნაკვეთი კომლს ჩამოერთმევა სასამართლო წესით და გადაეცემა სარეზერვო მიწის ფონდში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე