საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დადგენილება № 503
1993 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
1. დამტკიცდეს მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა, დანართის თანახმად.
2. დაწესდეს, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთი საფუძველს.
3. მიწის მიმღებ მოქალაქეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი მიეცეს მას შემდეგ, რაც მოქალაქე შესაბამისის მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში წარადგენს მომსახურე ორგანიზაციისათვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და კადასტრის კომიტეტმა და არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ ორი კვირის ვადაში განსაზღვრონ და დაამტკიცონ საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკე მიწის ფართობის რესპუბლიკის მოქალაქეთათვის გადაცემული ტოპოგადაღების, ტერიტორიის დაგეგმარება-განაშენიანების, პროექტების შედგენის, პროექტის ნატურაში გადატანის, ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნორმები.
5. ქალაქ თბილისის მცხოვრებთათვის ამ დადგენილების მე-4 პუნქტში აღნიშნული მომსახურების გაწევა დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების ათვისების ხელშემწყობ ორგანიზაცია „საქქალაქაგროსერვისს“, ქალაქ ქუთაისის მცხოვრებთათვის — სახელმწიფო ფირმა „ქუთპროექტმშენს“, ქალაქ რუსთავისათვის – საქართველოს გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის № 62 ექსპედიციას, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის – საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ „საქსოფმშენსახპროეტს“ და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის მიწათმოწყობის სამეცნიერო-კვლევითი და საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ „საქმიწპროექტს“.
6. ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველ ბანკს, „საქქალაქაგროსერვისთან“, ქუთპროექტმშენთან“, № 62 ექსპედიციასთან, „საქსოფმშენსაპროექტთან“ და საქმიწპროექთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი საკომისიო გასამრჯელოს დაკავებით უზრუნველყოს ქალაქ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეთათვის მიწის ნაკვეთის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების თანხების საქქალაქაგროსევისის“, ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეთავის – „ქუთპროექტმშენის“, ქალაქ რუსთავში მცხოვრებთავის – № 62 ექსპედიციის, ხოლო რესპუბლიკის დანარჩენ მომსახურების თანხების – „საქსოფმშენსახპროექტისა“ და საქმიწპროექტის“ ანგარიშზე ჩარიცხვა.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 17 აპრილის № 438 დადგენილება „მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთავის გადასაცემი მიწის ნაკვეთების პროექტის შედგენის, მისი ადგილზე გამიჯვნისა და სახელმწიფო აქტების გადასაცემად მასალების მომზადების ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა