“ბიუჯეტზე მყოფი ორგანოზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმაბისა და მათი ბუღალტრულ არღიცხვაში ასახვის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№458
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.008.622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 25/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.622

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №458

2006 წლის 18 მაისი

 ქ. თბილისი

„ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში „ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ (სსმ III, 2003 წ., №7, მუხ.76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

ცვეთა არ ერიცხება შემდეგ ძირითად საშუალებებს: შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალურ ძეგლებს; მოწყობილობებს, ექსპონატებს, ნიმუშებს, მოდელებს, მაკეტებს და სხვა თვალსაჩინოებას, რომლებიც იმყოფებიან კაბინეტ-ლაბორატორიებში და გამოიყენებიან სასწავლო და სამეცნიერო მიზნებისათვის; პროდუქტიულ პირუტყვს; ცხოველთა სამყაროს ექსპონატებს ზოოპარკებსა და სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში; მრავალწლიან ნარგავებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ საექსპლუატაციო ასაკისათვის; საბიბლიოთეკო ფონდებს, ფილმოფონდებს, სამუზეუმო და მხატვრულ ფასეულობებს, თეთრეულს, ლოგინს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს (ბუტაფორიების, დეკორაციების, რეკვიზიტების და კოსტიუმების გარდა).“;

ბ) ინსტრუქციის მე-14 მუხლით რეგულირებული „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა სპეციალიზებული მოწყობილობები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა სპეციალიზებული მოწყობილობები

სცენების, ესტრადების, არენების მექანიკური მოწყობილობები;

ელექტორომარეგულირებელი აპარატურა

მექანიკური და ელექტრონული

მართვით.....................................................................................4541 6,5

ელექტროგასანათებელი მოწყობილობა..............................4542 8,0

ბუტაფორიები, დეკორაციები,

რეკვიზიტები......................................... ..................................4801 14,0

კოსტიუმები............................................................................. 4802 12,5.“

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ალექსიშვილი