“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.624
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №382
2006 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2005 წ., №144, მუხ.1603) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:
ა) მუქი ლურჯი კეპი;
ბ) მუქი ლურჯი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით;
გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
დ) ნაცრისფერი პერანგი (ზაფხულის და ზამთრის);
ე) მუქი ლურჯი შარვალი.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა), ხოლო წინა მხარეს სიტყვები ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს, ასევე კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი, და „ელვა“ როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.05.2006.
- როდის იქნა მიღებული “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"?
- “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" მიღებულია 17.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №382. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.008.624.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უმიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ", №382, 17.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.624 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64666/