ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2025
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016014
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №11
2025 წლის 3 აპრილი
ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომის №05 ოქმის მე-4 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 2 აპრილის №07-3225092231 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე,
1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩების სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების გატარება განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად.
3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე