ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №11
2025 წლის 3 აპრილი
ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომის №05 ოქმის მე-4 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 2 აპრილის №07-3225092231 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე,
1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩების სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების გატარება განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად.
3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“?
- „ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ მიღებულია 03.04.2025. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.159.016014.
- სად არის „ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“, №11, 03.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6467143/