საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული 2021 წლის ანგარიში

 

საჯარო დაწესებულების დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

შევსების თარიღი: 10 დეკემბერი 2021 წელი

 

ა. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ:

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა – 49, დაკმაყოფილებული მოთხოვნათა რაოდენობა – 49, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე (სახელი, გვარი, თანამდებობა) – დავით მანაგაძე – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯების ჯამი – 8.

 

ბ. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შესახებ:

არდაკმაყოფილებული მოთხოვნების რაოდენობა – 8, უარის თქმის საფუძვლები (შესაბამისი საკანონმდებლო აქტები) – მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაცული არ არის, სზაკ, მუხლი 2(1-მ), გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე (სახელი, გვარი, თანამდებობა) – დავით მანაგაძე – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, გასაჩივრებას თან დაკავშირებ ული ხარჯები – 0, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა – 0.

 

გ. მონაცემები საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ:

ინფორმაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა – 2, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე (სახელი, გვარი, თანამდებობა) – თამარ გვარამაძე – სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. 

 

დ. მონაცემები საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ:

 

1. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (e_document)  – პროგრამაში აღირიცხება შემოსული და გასული კორესპონდენცია, რომლის მეშვეობითაც მუშავდება საჯარო, ასევე პერსონალური მონაცემები;

2. აპარატის არქივი -მატერიალურად დაცული, დაარქივებული ინფორმაცია (დოკუმენტები); 3. აპარატის კანცელარიაში მატერიალურად დაცული დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომლებზედაც მიმდინარეობს მუშაობა და არ არის გადაცემული არქივში; 4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტები (ბრძანებები) – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები (აპარატის შიდა მარეგულირებელი წესები, დანიშვნა, გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, დანამატი, პრემია და სხვა);  5. შრომითი და სხვა სახის ხელშეკრულებები- აპარატში დასაქმებულ პირებთან, აგრეთვე საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების, შესყიდვების და სხვა ხელშეკრულებები; 6. მატერიალური და არამატერიალური აქტივების ბაზა- აპარატის ბალანსზე არსებული ყველა სახის ძირითადი საშულებები, მატერიალური მარაგები და არამატერიალური აქტივები (სხვადასხვა სახის პროგრამები), 7. 1481 ცხელი ხაზის ბაზა – აპარატის ცხელ ხაზზე 1481 შემოსული ზარების რაოდენობრივი და შინაარსობრივი სისტემატიზირებული ბაზა, 8. აპარატში შემოსული განცხადებების ბაზა – აპარატში შემოსული განცხადებების რაოდენობრივი და შინაარსობრივი სისტემატიზირებული მონაცემები, 9. სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების, სასამართლოს მეგობრის, კონსტიტუციური სარჩლების ბაზა- სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების, სასამართლოს მეგობრის, კონსტიტუციური სარჩლების რაოდენობრივი და შინაარსობრივი სისტემატიზირებული მონაცემები.

 

ე. მონაცემები კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა – 0, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები – 0, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული გადასახდელი თანხის ოდენობა – 0.

 

ვ. მონაცემები საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღევის

რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ:

საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობა – 0, დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების რაოდენობა – 0.

 

ზ. სტატისტიკური მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ:

შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით:

საქართველოს მოქალაქე – 21, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 0, მოქალაქეობის არმქონე პირი – 0,

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – 18, სამეწარმეო იურიდული პირი – 0,

მედია საშუალება (ბეჭდური, ონლაინ, სატელევიზიო)/ჟურნალისტი – 0, დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საერთაშორისო ორგანიზაცია – 3, ადმინისტრაციული ორგანო – 0, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – 1, პენიტენციური დაწესებულება (ბრალდებული/მსჯავრდებული) – 6.

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში“?
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. დოკუმენტის ნომერი — №-.
სად არის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიში“, №-, 10.12.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6468557/