ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016020
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე ამაღლების ქუჩის
ერთი მონაკვეთისათვის ამაღლების ქუჩის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი მიმდებარე შესახვევებისათვის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ხაშურში, ე.წ,, აეროდრომის დასახლებაში“ მდებარე უსახელო ქუჩისათვის,,მთავარანგელოზთა“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში მდებარე არაბული ციფრებით დანომრილი ქუჩების სახელდების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყინჩაურის, ხიხაძირის, თხილვანის, ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №27
2025 წლის 3 აპრილი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, დარეგისტრირებულია ინიციატივა, დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის „ბერი გაბრიელ სალოსის“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბუღაურას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას (იწყება X – 379581, Y-4654329; კოორდინატზე და მთავრდება X – 380308,Y – 4654436, ქუჩის სიგრძე შეადგენს 750 მეტრს, 1-ლი ჩიხის 180 მეტრს, მე-2 ჩიხის 130 მეტრს, ხოლო მე-3 ჩიხის სიგრძე 90 მეტრია, ოთხივე მხრიდან ესაზღვრება მოსახლეობა. I ჩიხს სამხრეთიდან ესაზღვრება ყოფილი დიმიტროვის ბავშვთა სახლის ტერიტორია) ეწოდოს „ბერი გაბრიელ სალოსის“ ქუჩა, ხოლო ჩიხებს:
I ჩიხს (იწყება III-X 379689; Y 4654349 კოორდინატზე და მთავრდება IV-X 379767; Y 4654223; V- X 379793; Y 4654240) ეწოდოს „ბერი გაბრიელ სალოსის“ I ჩიხი;
II ჩიხს (იწყება VI-X 379734; Y 4654355 კოორდინატზე და მთავრდება VII-X 379734; Y 4654355) ეწოდოს „ბერი გაბრიელ სალოსის“ II ჩიხი;
III ჩიხს (იწყება VIII-X379774; Y4654364; კოორდინატზე და მთავრდება IX-X 379816; Y4654280) ეწოდოს „ბერი გაბრიელ სალოსის“ III ჩიხი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი