„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №53 |
|
2025 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მდგრადობა, რომელიც განსაზღვრავს მიღწეული მიზნის გრძელვადიანი შენარჩუნების უნარს. აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“.
2. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის პროექტს, შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შეიმუშავებენ სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების და J-5 დეპარტამენტები, სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მონაწილეობით.
2. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის აღსრულების მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში ოთხჯერ – ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფინანსური ჭერების იდენტიფიცირება, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი;“.
4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ორგანიზაციული დოკუმენტების მონიტორინგი ხორციელდება მის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, ამავე სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. გარდა ამისა, ცალკეული ორგანიზაციული დოკუმენტების მონიტორინგი შესაძლოა განახორციელოს სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მინისტრის დავალებით.“.
ა) პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 11 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;
ბ) მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 120300000.22.026.017340.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №53, 28.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 120300000.22.026.017340 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6469498/