“საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 23.05.2006
ძალის დაკარგვა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №171
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.008.632
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 01/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.170.050.22.026.008.632
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №171
2006 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ _ დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თვადაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი განათლებისა და წვრთნების ერთიანი სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) შეიარაღებულ ძალებში განათლების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) კოორდინაციის გაწევა საერთაშორისო სწავლებების (კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები) და წვრთნების (მრავალეროვნული, საერთაშორისო) ჩატარება/რეალიზაციისას.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოს ერთიანი თავდაცვითი და საგანმანათლებლო ინტერესებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მოკლე და გრეძელვადიანი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება;
გ) საერთაშორისო და შიდაგეგმიური ფართომასშტაბიანი სწავლებებისა და წვრთნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებათა მსმენელებისა და კურსანტების, აგრეთვე რეზერვისტთა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების, სატრენაჟორო და საპოლიგონე ვარჯიშების, საველე შეკრებებისა და სტაჟირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კონტროლი;
ე) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასწავლო დაწესებულებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მეთოდური დანიშნულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი და სასიმულაციო მოწყობილობებითა და აღჭურვილობით) უზრუნველყოფა. სწავლებისა და წვრთნების სფეროში მათი გამოყენების კოორდინაცია;
ვ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში საკადრო საკითხების გადაწყვეტა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებათა ფუნქციონირების კონტროლი.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) დასამტკიცებლად წარადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს შიდა საკადრო საკითხებს, განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია (ტექსტში შემდგომ _ ქვედანაყოფი) განათლების, წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო, რომელშიც შედის:
ა) ოფიცრების, სერჟანტების, რიგითების, რეკრუტთა განათლებისა და წვრთნის დაგეგმვის და კონტროლის განყოფილება;
ბ) განათლებისა და საწვრთნელი ობიექტების განყოფილება.
მუხლი 14🔗
სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) განათლების, წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო _ ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი განათლებისა და წვრთნების ერთიანი სისტემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, მონაწილეობს შეიარაღებული ძალების განათლების სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობს პარტნიორ და ნატოს ქვეყნებთან;
ბ) ოფიცრების, სერჟანტების, რიგითების, რეკრუტთა განათლებისა და წვრთნის დაგეგმვის და კონტროლის განყოფილება – აყალიბებს და განავითარებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების ინსტიტუციურ ბაზას, ახორციელებს სწავლებებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) განათლებისა და საწვრთნელი ობიექტების განყოფილება – პასუხისმგებელია და უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებებისა და საწვრთნელი ობიექტების ფუნქციონირებას მაღალ ორგანიზაციულ, ნატოსთან თავსებადი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 15🔗
სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16🔗
ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 17🔗
საგანმანათლებლო ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი ახორციელებს და უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის _ სამხედრო სასწავლო დაწესებულებების (თავდაცვის ეროვნული აკადემია, ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ და „საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლა“) საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 18🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.