ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 04.04.2025
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016042
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გურამ პატარაიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის გზისკარის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების შესახვევებისა და ჩიხების სახელდების დაზუსტების თაობაზე ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №9
2025 წლის 4 აპრილი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
რუხის
ტერიტორიაზე
უსახელო ქუჩებისთვის
სახელის
მინიჭების
თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 7 მარტის №01/446 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდება განისაზღვროს შემდეგნაირად (ორთოფოტო თან ერთვის):
1.1. I ქუჩას ეწოდოს – სოხუმის სახელი;
1.2. II ქუჩას ეწოდოს – სპირიდონ ნორაკიძის სახელი;
1.3. III ქუჩას ეწოდოს – დიმიტრი ყიფიანის სახელი;
1.4. IV ქუჩა ეწოდოს – აკაკი ხოშტარიას სახელი;
1.5. VI ქუჩას ეწოდოს – ლევან II დადიანის სახელი;
1.6. VII ქუჩას ეწოდოს – ზვიად გამსახურდიას სახელი;
1.7. VIII ქუჩას ეწოდოს – იაკობ გოგებაშვილის სახელი;
1.8. IX ქუჩას ეწოდოს – აკაკი წერეთლის სახელი;
1.9. X ქუჩას ეწოდოს – გიორგი ჭყონდიდელის სახელი;
1.10. XII ქუჩას ეწოდოს – ზაურ თოდუას სახელი;
1.11. XIII ქუჩას ეწოდოს – დუტუ მეგრელის სახელი;
1.12. XIV ქუჩას ეწოდოს – ვაჟა-ფშაველას სახელი;
1.13. XV ქუჩას ეწოდოს – წმინდა ნიკოლოზის სახელი;
1.14. XVII ქუჩას ეწოდოს – გალაკტიონ ტაბიძის სახელი;
1.15. XVIII ქუჩას ეწოდოს – ილია ჭავძავაძის სახელი;
1.16. XX ქუჩას ეწოდოს – ჟიული შარტავას სახელი;
1.17. XXI ქუჩას ეწოდოს – 9 აპრილის სახელი;
1.18. XXII ქუჩას ეწოდოს – აფხაზეთის სახელი;
1.19. XXIII ქუჩას ეწოდოს – მერაბ კოსტავას სახელი;
1.20. XXIV ქუჩას ეწოდოს – ეგრისის სახელი;
1.21. XXVქუჩას ეწოდოს – ინოლა გურგულიას სახელი;
1.22. XXVI ქუჩას ეწოდოს – თამარ მეფის სახელი;
1.33. XXVII ქუჩას ეწოდოს – სლავა მეტრეველის სახელი;
1.24. XXVIII ქუჩას ეწოდოს – ილია ვეკუას სახელი.
2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია