1. ენერგოეფექტურობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 4 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) შენობების ენერგოეფექტურობისა და სერტიფიცირების ზოგადი ასპექტები;
ბ) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების საანგარიშო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებისა და გამოყენების წესის შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების სერტიფიცირებისა და გათბობა – ვენტილაცია – ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, ასევე რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესების შესახებ;
ვ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ჩატარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
2. შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 2 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები;
ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება;
გ) შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში;
დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (შრომის უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები);
ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები.
3. შენობების ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 12 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ობიექტის განთავსების რაიონის კლიმატური პირობების შეფასება უახლოესი მეტროლოგიური სადგურების მონაცემების ან/და სტანდარტული კატალოგების საფუძველზე. გათბობის პერიოდის გრადუს-დღეების განსაზღვრა;
ბ) შენობის გეგმარებითი გადაწყვეტის შეფასება მისი საპროექტო დოკუმენტაციის და/ან აზომვითი მონაცემების გამოყენებით:
ბ.ა) გასათბობი სივრცის მოცულობა და ფართობი;
ბ.ბ) თბოდამცავი გარსის ელემენტების ფართობი;
ბ.გ) გამჭვირვალე ღიობების ფართობი მისი გეორგაფიული ორიენტაციის გათვალისწინებით;
ბ.დ) ფასადის შემინვა და შენობის კომპაქტურობა;
გ) შენობების ენერგოუზრუნველყოფის არსებული ან/და საპროექტო საინჟინრო სისტემების შეფასება:
გ.ა) თბომომარაგების, ვენტილაცია-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემები;
გ.ბ) ენერგომომარაგების სისტემა;
გ.გ) სისტემების ჩართვის სქემები და მუშაობის რეჟიმები;
დ) შენობის თბოდანაკარგების განსაზღვრა:
დ.ა) შენობის საერთო სითბური დანაკარგები;
დ.ბ) სითბოს მოდინების წყაროების სიმძლავრე;
დ.გ) საერთო თბოგადაცემის კოეფიციენტი;
დ.დ) ჰაერმიმოცვლის ჯერადობა;
დ.ე) ინფილტრაციის კოეფიციენტი;
ე) შენობის ენერგეტიკული ბალანსის შედგენა;
ვ) შენობის გარსის ელემენტების დაყვანილი სითბური წინაღობის გაანგარიშება:
ვ.ა) პროექტის არსებობის შემთხვევაში – სამშენებლო მასალების მონაცემების გამოყენებით;
ვ.ბ) აშენებული შენობებისთვის, როდესაც არ არსებობს შენობის საპროექტო დოკუმენტაცია – ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით;
ზ) შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია;
თ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები;
ი) შენობის გათბობა-ვენტილაციისთვის საჭირო სითბური ენერგიის კუთრი ხარჯის შეფასება – ნორმირებულ მნიშვნელობებთან შედარება;
კ) ემისიების განსაზღვრისა და ეკონომიკური ანალიზის მეთოდები:
კ.ა) ამოგების ვადა (PB);
კ.ბ) წმინდა მომდინარე ღირებულება (NPV);
კ.გ) რენტაბელობის შიგა ნორმა (IRR).
4. შენობების ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 6 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსებისა და წყლის მოხმარების მონაცემების შესწავლა;
ბ) ინფორმაციის შეგროვება შენობის ენერგოუზრუნველყოფის სისტემების, მოწყობილობებისა და დანადგარების სიმძლავრეების შესახებ მათი საპასპორტო და/ან მარკირების მონაცემების მიხედვით:
ბ.ა) ცენტრალიზებული გათბობა-ცხელწყალმომარაგების ქვაბის/ქვაბების და/ან ინდივიდუალური გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების სითბური და ელექტრული სიმძლავრეები (ელექტრომოხმარება);
ბ.ბ) ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ელექტრომოხმარება, სითბოსა და სიცივის მწარმოებლურობა;
ბ.გ) განათების სისტემის სიმძლავრე და ელექტრომოხმარება;
გ) ინფორმაციის შეგროვება შენობებში მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის (მათ შორის, შეშის ღუმელების) და/ან სხვა განახლებადი რესურსების გამოყენების შესახებ;
დ) შენობის ფაქტობრივი ენერგომოხმარების შეფასება.
5. შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 12 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) შენობების შემომზღუდი კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო მაჩვენებლების გაზომვა და თერმოგრაფია;
ბ) გასათბობი სათავსების ტემპერატურა-ტენიანობის და დამტვერიანების პირობების შეფასება – სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შედარება;
გ) ჰაერის ხარჯის განსაზღვრა შემწოვ-გამწოვი და/ან სხვა ტიპის ვენტილაციის სისტემაში;
დ) ცენტრალიზებული და ინდივიდუალური თბური სისტემების ვიზუალური ინსპექტირება;
ე) გაზომვის მონაცემების დამუშავება, გაანალიზება, დაზუსტება.
6. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება და წარდგენა, სადაც პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 12 საათით, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა)კომპიუტერული პროგრამების გამოყენება შენობების თბური დანაკარგებისა და ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებლების განსაზღვრისთვის;
ბ) დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება;
გ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარდგენ