1. შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების განხილვა, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 4 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) შენობების ენერგოეფექტურობის ზოგადი ასპექტები;

ბ) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების საანგარიშო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებისა და გამოყენების წესის შესახებ;

ე) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შენობების გათბობა – ვენტილაცია – ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, ასევე  რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესების შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და ტექნიკური რეგლამენტი შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების შესახებ.

2.  შრომის უსაფრთხოების ტექნიკური პირობებისა და მოთხოვნების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 6 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) სამუშაო გარემოზე წვდომის უსაფრთხოების პირობები;

ბ) მაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება;

გ) უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაო სივრცეში;

დ) ტრავმებისგან დამცავი ინდივიდუალური აღჭურვილობა (უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებები);

ე) გადაუდებელი (პირველადი) დახმარების მეთოდები;

3. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ენერგოეფექტურობისა და ინსპექტირების შეფასების მეთოდების დახასიათება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 30 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ობიექტის განთავსების რაიონის კლიმატური პირობების შეფასება. გათბობის პერიოდის გრადუს-დღეების განსაზღვრა;

ბ) შენობის გეგმარებითი მონაცემების გამოყენება გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების შესაბამისობის შესაფასებლად;

გ) ინსპექტირებისათვის საჭირო  სატესტო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების მუშაობის პრინციპების დახასიათება;

დ) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები;

ე) შენობის გათბობა-ვენტილაციისთვის საჭირო სითბური ენერგიის კუთრი ხარჯის შეფასება – ნორმირებულ მნიშვნელობებთან შედარება;

ვ) გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი და მისი შემადგენელი ნაწილები:

ვ.ა) ცენტრალიზებული  და ინდივიდუალური სისტემები;

ვ.ბ) ე.წ. სპლიტ სისტემები;

ვ.გ) კომბინირებული  (packaged) სისტემები;

ვ.დ) ბოილერები, ჩილერები, ჰაერგამტარი დანადგარები, განაწილების და ემისიის სისტემები;

ვ.ე) ავტომატიზაციისა და კონტროლის  სიტემები;

ზ) გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მუშაობის ძირითადი ინდიკატორები:

თ) ეკონომიკური ანალიზის მეთოდები.

4. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი  და სანდოობის შეფასება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 10 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მონაცემების შეგროვების მეთოდები;

ბ) წლიურ ციკლში ობიექტის მიერ გამოყენებული ენერგორესურსების მოხმარების მონაცემების შესწავლა;

გ) ინფორმაციის შეგროვება სისტემების, მოწყობილობებისა და დანადგარების სიმძლავრეების შესახებ მათი საპასპორტო და/ან მარკირების მონაცემების მიხედვით:

გ.ა) გათბობის სისტემების დანადგარების სითბური და ელექტრული სიმძლავრეები (ელექტრომოხმარება);

გ.ბ) კონდიცირების დანადგარების სიმძლავრეები,  ელექტრომოხმარება, სითბოსა და სიცივის მწარმოებლურობა;

დ) გაზომვების ჩატარება და სატესტო აღჭურვილობის გამოყენება.

5. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება, სადაც საათობრივი დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 10 საათს, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) კომპიუტერული პროგრამის გამოყენება გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ეკონომიკური ეფექტიანობის შესაფასებლად;

ბ) სხვა ხელმისაწვდომი  ინსტრუმენტების განხილვა გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ინსპექტირების მონაცემების დასამუშავებლად;

6. შენობების გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების  ინსტრუმენტული კვლევა და ინსპექტირების ანგარიშის შედგენა, სადაც პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 20 საათით, ხოლო თემატური საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსექტირება;

ბ) შენობებში არსებული გათბობის  და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტესტირება;

გ) ტესტირების  მონაცემების დამუშავება, გაანალიზება, დაზუსტება;

დ) ინსპექტირების ანგარიშის მომზადება დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

ე) ინსპექტირების ანგარიშის წარდგენ