“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№475
სარეგისტრაციო კოდი
430.060.000.22.022.008.634
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 29/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.008.634

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №475

2006 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005წ., №69, მუხ. 758) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ცვლილება შევიდეს დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) დანართ 2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი 1

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 

წარწერა ,,საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

(საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება)

 

დიპლომი

 

სერია, ნომერი

(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით,

(სახელი, გვარი)-ს, დაბადების (წელი, თვე, რიცხვი) მიენიჭა

(სპეციალობის დასახელება)-ის ბაკალავრის/დიპლომირებული სპეციალისტის/ მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი შეფასებით —————————— (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

– ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები;

– ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი;

– დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე);

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.

ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

– დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო (სახელწოდება);

– დამკვეთი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“;

– დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში (არანაკლებ 6 ციფრი);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული დიპლომის რეგისტრაციის ნომერი.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.05.2006.
როდის იქნა მიღებული “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 24.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №475. სარეგისტრაციო კოდი — 430.060.000.22.022.008.634.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №281 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", №475, 24.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.008.634 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64720/