⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.05.2011)
გაუქმებულია:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 24.05.2006
ძალის დაკარგვა 04.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №474
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.635
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 29/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,072 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2006 მიღება
04.05.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.635 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №474 2006 წლის 24 მაისი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დანართი №1-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. 2. დამტკიცდეს დანართი №2-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. ა. ლომაია დანართი №1 დებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების №2 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი დოკუმენტები: ა) სალიცენზიო მოწმობა; ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ბ.ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი და ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი; გ) პროფესიული განათლების დამასტურებელი დოკუმენტები: გ.ა) დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი; გ.ბ) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.     მუხლი 3🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგების უზრუნველყოფა 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას სამინისტრო ახორციელებს დამოუკიდებლად. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლის თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ გაცემული მინდობილობა. 4. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის შემდეგ ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იბარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას.     მუხლი 4🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვას სამინისტროში უზრუნველყოფს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული რესურსების მართვის დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.     მუხლი 5🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა და/ან შევსება 1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ზოგადი განათლების ან დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად: ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისს; ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობას. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად: ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისს; ბ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობას ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან “საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად; გ) დაწყებითი ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად: გ.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისს; გ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობას. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად. 2. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის ფორმის მისაღებად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში –  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გამოცდების ჩატარების შემდეგ წარადგენს სამინისტროში მოთხოვნას, რომელსაც ახლავს ნუსხა იმ პირებისა, რომლებმაც მოიპოვეს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებასთან ერთად. 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ბლანკის გაცემა და/ან შევსება მკაცრი აღრიცხვის ფორმის მფლობელზე ხდება შემდეგი წესით: ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს რესურსების მართვის დეპარტამენტი; ბ) შევსებული სალიცენზიო მოწმობა გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე; გ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების, აგრეთვე დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში; დ) ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის სამინისტროს მიერ გაცემულ ფორმებს ავსებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო შევსებული ფორმების გაცემას უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი. 4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია ხორციელდება: ა) სალიცენზიო მოწმობის _ სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში; ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის – სალიცენზიო მოწმობის ასლი დამოწმებული სახით ინახება სამინისტროში დაწესებულების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციასთან ერთად.     მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების სამინისტროს მიერ ჩამოწერა შესაძლებელია: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ჩამოწერის აქტის (დანართი №2) საფუძველზე. 3. ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი ან დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს რესურსცენტრს, ხოლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს ახალი დოკუმენტების მისაღებად. 5. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების გაცემა 1. გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს მოცემული დანართით, დადგენილი წესის თანახმად, გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი. 2. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) დაწესებულების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობა. 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო და დაწყებითი ან საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი ზოგადი, დაწყებითი ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლს; გ) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემულ ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახელწოდება, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ე) გამოსაყენებლად უვარგის ზოგადი, დაწყებითი ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს. 4. ზოგადი, დაწყებითი ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირის – ზოგადსაგანმანათლებლო და დაწყებითი ან საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი, დაწყებითი ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება; გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა. 5. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სერტიფიკატის დუბლიკატის მიღებისათვის სერტიფიკატის მფლობელი იმ რესურსცენტრში, რომელშიც დარეგისტრირდა ექსტერნად, წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს. 6. რესურსცენტრი, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემის მიზნით და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლს; გ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების ნომერს, თარიღსა და სახელწოდებას, რომლითაც დამტკიცდა შესაბამისი ექსტერნის გამოცდების ჩაბარების შედეგები, იმ სერტიფიკატის ნომერს, სახელწოდებას და გამოცემის თარიღს, რომელზეც გაიცემა დუბლიკატი. 7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამინისტროს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმის მისაღებად სამინისტროს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – სერტიფიკატის სახელწოდება, გამოცემის თარიღი და ნომერი; გ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა. 8. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი წესით: ა) სალიცენზიო მოწმობის – სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში; ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 10. გაცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაცია მიმდინარეობს მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში. 11. სამინისტრო უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც დუბლიკატის გაცემიდან ან მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.     მუხლი 9🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. დანართი №2 მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტი № ქ. თბილისი „___“ __________ 200 წელი გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ №      მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე რაოდენობა მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სარეგისტრაციო ნომერი 1      2      3      კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს. საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე: წევრები: მდივანი: მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: