გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში არსებული მე-6 ქუჩის I-ჩიხის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 11.04.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016065
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 15/04/2025
359 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში არსებული მე-6 ქუჩის I-ჩიხის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №55 2025 წლის 11 აპრილი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში არსებული მე-6 ქუჩის I-ლი ჩიხის სახელდების შესახებ  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 13 მარტის №20-2025072277 წერილი, რომლითაც მოთხოვილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს მე-6 ქუჩის მიმდებარე არსებული გზის მონაკვეთს, სავარაუდო სიგრძე 209 მ, რომლის კოორდინატებია: საწყისი X=412342.8661 Y=4635042.9617 საბოლოო X=412478.8622 Y=4634925.4865 გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება: მთის ფერდობი სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები მეექვსე ქუჩა აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.61.03.034; 66.61.03.555 დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.61.03.418; 66.61.03.326 ეწოდოს მე-6 ქუჩის I-ლი ჩიხი.  იქიდან გამომდინარე, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ემუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად,  1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს მე-6 ქუჩის მიმდებარე არსებული გზის მონაკვეთს, სავარაუდო სიგრძე 209 მ, რომლის კოორდინატებია: საწყისი X=412342.8661 Y=4635042.9617 საბოლოო X=412478.8622 Y=4634925.4865 გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება: მთის ფერდობი სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები მეექვსე ქუჩა აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.61.03.034; 66.61.03.555 დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.61.03.418; 66.61.03.326 ეწოდოს მე-6 ქუჩის I-ლი ჩიხი. 2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს გორის მუნიციპალიტეტის მერს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოახდინოს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).  საკრებულოს თავმჯდომარე                                             დავით რაზმაძე