თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს

 

დადგენილება №738

 

1990 წლის 10 დეკემბერი

 

ქ. თბილისი

 

თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თელავის რაიაღმასკომის 1990 წლის 25 იანვრის №25 და 3 აგვისტოს № 764 გადაწყვეტილებანი და დაუბრუნდეს წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობათა 104 ჰექტარი ფართობი, აქედან:

– ალაზნის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 48 ჰექტარი სახნავი;

–  თელავის № 127 სოფლის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის (ყოფილი თელავის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმი) მიწებიდან - 56 ჰექტარი, აქედან: სახნავი – 45 ჰექტარი, ბაღი – 1 ჰექტარი, ვენახი – 8 ჰექტარი, სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი მიწები - 2 ჰექტარი.

2. წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექციამ აუნაზღაუროს თელავის № 127 სოფლის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს იმ მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და შენობა-ნაგებობათა ღირებულება, რომლებიც არაცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებითაა შესრულებული.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე   ა. პაიჭაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „თელავის რაიონის წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობისათვის ადრე გამოყოფილი მიწების დაბრუნების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6473981/