„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№486-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
270170000.05.001.102581
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 270170000.05.001.019966) 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 3 წარმომადგენელი, რომელთაგან 1 არის ამ კომისიის თავმჯდომარე, 1 − პროფესიული კავშირების წარმომადგენელი, ხოლო 1 − დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 აპრილი 2025 წ.

N486-IIმს-XIმპ