„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54-29
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.017316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54-29

2025 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8-31 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016958) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) კონტროლის განყოფილება;

დ) ვიდეომონიტორინგის განყოფილება;

ე) სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ვ) ობიექტების დაცვის განყოფილება;

ზ) მუნიციპალიტეტის შენობების და ტერიტორიების დაცვის განყოფილება;

თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილება;

ი) ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება;

კ) გამგეობების დაცვის განყოფილება.

2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;

ბ) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საორგანიზაციო საშუალებებით უზრუნველყოფას;

გ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს;

დ) ამზადებს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ე) სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობს ტრენინგების ორგანიზებაში;

ვ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

ზ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

3. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) მონაწილეობს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების და ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო, სერვერული, აუდიო, უსაფრთხოების სისტემებით, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობებით აღჭურვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის დაგეგმვაში;

ბ) მონაწილეობს მონიტორინგის  განყოფილების ვიდეოსამეთვალყურეო ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარების/მოწყობის დაგეგმვაში;

გ) ზედამხედველობას უწევს პროექტების განხორციელებას;

დ) ორგანიზებას უწევს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობას;

ე) ახორციელებს დაცვითი ელექტრონული საშუალებების ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზებას და/ან უზრუნველყოფას;

ვ) არსებული სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას და ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;

ზ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

თ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

4. კონტროლის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) 24 საათის განმავლობაში ახორციელებს სამსახურის ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგს და სამსახურის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესახებ ინფორმაციას;

ბ) სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ;

გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

5. ვიდეომონიტორინგის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების მონიტორინგს, ვიდეოსამეთვალყურეო და  ელექტრონული დაცვითი სისტემების საშუალებით მუდმივ დაკვირვებასა და  ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ 24-საათიან რეჟიმში ინფორმაციის აღრიცხვას;

ბ) უზრუნველყოფს მუდმივ რადიო და/ან სატელეფონო კავშირს დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან;

გ) სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

6. სწრაფი რეაგირების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:  

ა) სამსახურის სხვა ქვედანაყოფებს უწევს დახმარებას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

ბ) დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების და მუნიციპალური ქონების დაცვის მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) უზრუნველყოფს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით დაცული ობიექტების ადგილზე მონიტორინგს;

დ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

ე) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

7. ობიექტების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ობიექტების უსაფრთხოებასა და დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ობიექტებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;

გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

8. მუნიციპალიტეტის შენობების და ტერიტორიების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და შენობების (თბილისის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული საწყობები, სამრეცხაო, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისათვის გადაცემული უძრავი ქონება) უსაფრთხოებასა და დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე და შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;

გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

 

9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;

გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

10. ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს თბილისის  ბაღების, პარკების, სკვერების უსაფრთხოებასა და დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს თბილისის ბაღებში, პარკებისა და  სკვერებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;

გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

11. გამგეობების დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს თბილისის რაიონული გამგეობების შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს თბილისის რაიონული გამგეობების შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;

გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;

დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2025.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2025. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №54-29. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.017316.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №54-29, 15.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017316 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6474520/