გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 14.12.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №748
სარეგისტრაციო კოდი 250020000.00(0).000.000119 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 12, 31/12/1990
148 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება № 748 1990 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის № 330 გადაწყვეტილება და გამოეყოს საქართველოს რესპუბლიკის სახაგრომრეწვის დიდების დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან 6.5 ჰექტარი ფართობი ამავე დამხმარე საწარმოს საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, აქედან: 4 ჰექტარი სახნავი – სოფლების კიკეთისა და  დიდების მოსახლეობისათვის, ხოლო 2,5 ჰექტარი საძოვარი – სოფელ ბეთანიის მოსახლეობისათვის. დაევალოთ გარდაბნის რაიაღმასკომს, კოჯრის სადაბო საბჭოს აღმასკომსა და დიდების დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დირექციას: - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - მშენებლობის დაწყებამდე ჩაატარონ გამოყოფილ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა; - მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები გამოუყონ მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესების ზუსტი დაცვით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე