სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე

მიღების თარიღი 15.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №114
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.025004 114
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/04/2025
1,913 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
მსხვილფეხა საქონელი − ჩლიქოსნების სახეობის ცხოველი, რომელიც მიეკუთვნება Bison-ს, Bos-სა (მათ შორის Bos, Bibos, Novibos, Poephagus ქვეგვარებს) და Bubalus-ს (მათ შორის, Anoa ქვეგვ
არის) და ამ სახეობების შეჯვარებით მიღებული შთამომავლები.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 24.07.2023 სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 28.12.2017 ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ 1 91% 13.03.2020 ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 18.01.2016 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 91% 09.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №114 2025 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე“. მუხლი 2🔗 დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლისა, ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 3🔗 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე“ (შემდგომში − წესი) ადგენს ცხოველებთან, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალებთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთ სპეციფიკურ წესს, რათა კომპეტენტურმა ორგანომ შეამოწმოს შესაბამისობა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა  და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ (შემდგომში − „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესები“) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებთან და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სახელმწიფო კონტროლის შემდეგ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებას ზოგიერთ საწარმოში: ა) რომელიც ინახავს ცხოველებს; ბ) რომელიც აგროვებს, აწარმოებს, გადაამუშავებს ან ინახავს გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალას. 2. ეს წესი ასევე ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ განსახორციელებელ სახელმწიფო კონტროლის შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს ტრანზიტში მყოფ ზოგიერთ მსხვილფეხა საქონელთან დაკავშირებით, როგორც დამატებით ღონისძიებებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად. 3. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ კომპეტენტური ორგანოები − სააგენტო და შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საწარმო − ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მეურნეობის შემთხვევაში − ნებისმიერი გარემო ან ადგილი, სადაც დროებით ან მუდმივად არიან განთავსებული ცხოველები ან გასამრავლებელი მასალა (გენეტიკური მასალა), გარდა: ა.ა) ოჯახებისა, სადაც შინაური ბინადარი ცხოველები ჰყავთ; ა.ბ) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტებისა ან კლინიკებისა; ბ) ინკუბატორი − საწარმო, რომელიც აგროვებს, ინახავს, ახორციელებს ინკუბაციას და ჩეკს კვერცხებს, რათა მიაწოდოს: ბ.ა) საინკუბაციო კვერცხი; ბ.ბ) ერთდღიანი წიწილები ან სხვა სახეობის საინკუბაციო კვერცხი; გ) შეკრების ოპერაცია − ერთზე მეტი საწარმოდან ხმელეთის ცხოველების შეგროვება იმ სახეობის ცხოველის შესაბამისი ბინადრობისთვის საჭირო პერიოდზე ნაკლები დროის განმავლობაში;   დ) ძაღლის, კატისა და ქრცვინის შემკრები ცენტრი − საწარმო, სადაც ერთისა და იმავე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე აღნიშნული ცხოველები გროვდებიან ერთზე მეტი საწარმოდან; ე) ცხოველთა თავშესაფარი − საწარმო, სადაც განთავსებული არიან ყოფილი უმეთვალყურეო (მიუსაფარი), გარეული, დაკარგული, მიტოვებული ან ჩამორთმეული ხმელეთის ცხოველები და რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, არ იყოს ცნობილი საწარმოში შეყვანის დროს; ვ) საკონტროლო პუნქტი − ადგილი, სადაც ცხოველებს ასვენებენ არანაკლებ 12 საათს ან მეტს, „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილებით დამტკიცებული „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის“ I დანართის V თავის 1.5 პუნქტის შესაბამისად; ზ) გარემოსგან იზოლირებული მწარმოებელი საწარმო − საწარმო, სადაც მის კონსტრუქციასთან ერთად ბიოუსაფრთხოების მკაცრი ზომები უზრუნველყოფს ცხოველების წარმოების ეფექტიან იზოლაციას მასთან დაკავშირებული ობიექტებისა და გარემოსაგან; თ) შემოფარგლული საწარმო − ნებისმიერი მუდმივი, გეოგრაფიულად შემოსაზღვრული საწარმო, რომელიც შექმნილია ნებაყოფლობითად და აღიარებულია გადაადგილების მიზნით, სადაც ცხოველები არიან: თ.ა) განთავსებული ან გამოყვანილი გამოფენების, საგანმანათლებლო, სახეობების კონსერვაციის ან კვლევის მიზნებისათვის; თ.ბ) შემოფარგლული და განცალკევებული გარემოსაგან; თ.გ) დაქვემდებარებული ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობასა და ბიოუსაფრთხოების ზომებს; ი) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის აღიარებული საწარმო − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული სპერმის შემგროვებელი ცენტრი, ემბრიონის შემგროვებელი ჯგუფი, ემბრიონის წარმოების ჯგუფი, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ან შემნახველი ცენტრი; კ) აღიარებული საკარანტინო საწარმო − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საწარმო; ლ) აღიარებული აკვაკულტურის საწარმო − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საწარმო; მ) აღიარებული აკვაკულტურის საწარმოთა ჯგუფი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საწარმოთა ჯგუფი; ნ) საწარმოს ვეტერინარი − ვეტერინარი, რომელიც პასუხისმგებელია ხმელეთის ცხოველების საკარანტინო საწარმოში განხორციელებულ საქმიანობაზე, გარდა პრიმატებისა ან შემოფარგლულ საწარმოში; ო) მსხვილფეხა საქონელი − ჩლიქოსნების სახეობის ცხოველი, რომელიც მიეკუთვნება Bison-ს, Bos-სა (მათ შორის Bos, Bibos, Novibos, Poephagus ქვეგვარებს) და Bubalus-ს (მათ შორის, Anoa ქვეგვარის) და ამ სახეობების შეჯვარებით მიღებული შთამომავლები. მუხლი 3🔗. სახელმწიფო კონტროლი ზოგიერთ აღიარებულ საწარმოში 1. სახელმწიფო ვეტერინარები, ან აღიარებული აკვაკულტურის საწარმოსა და აღიარებული აკვაკულტურის საწარმოთა ჯგუფების შემთხვევაში − სახელმწიფო ვეტერინარები ან წყლის ცხოველების ჯანმრთელობის სახელმწიფო/ოფიციალური პროფესიონალები ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნების შესამოწმებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი ტიპის, სააგენტოს მიერ აღიარებულ საწარმოებში: ა) ინკუბატორსა და საწარმოში, რომელიც ინახავს ფრინველს; ბ) ჩლიქოსანი ცხოველებისა და ფრინველებისთვის შემკრები ოპერაციების განმახორციელებელ საწარმოში; გ) ძაღლის, კატისა და ქრცვინის შემკრებ ცენტრში; დ) ძაღლის, კატისა და ქრცვინის ცხოველთა თავშესაფარში; ე) საკონტროლო პუნქტში; ვ) გარემოსგან იზოლირებულ ბაზის მწარმოებელ საწარმოში; ზ) აღიარებულ საკარანტინო საწარმოში; თ) შემოფარგლულ საწარმოში; ი) გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის აღიარებულ საწარმოში; კ) აღიარებულ აკვაკულტურის საწარმოში; ლ) აღიარებულ აკვაკულტურის საწარმოთა ჯგუფში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის დროს კონკრეტულად მოწმდება, რომ აღიარებულ საწარმოზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი აგრძელებს ამ საწარმოს აღიარებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინსპექტირებას, რომელიც უნდა განხორციელდეს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის №275 დადგენილებით განსაზღვრული სიხშირის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება შეიძლება, გაერთიანდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილთან: ა) „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სახელმწიფო კონტროლთან; ბ) სხვა სახელმწიფო კონტროლთან „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო კონტროლთან, ინსპექტირებასთან ან ვიზიტებთან. მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის სპეციფიკური წესები ხმელეთის ცხოველების შემოფარგლულ საწარმოში 1. ხმელეთის ცხოველების შემოფარგლულ საწარმოში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, სახელმწიფო ვეტერინარმა: ა) გადაადგილების ჩანაწერების შემოწმების გზით გადაამოწმოს, რომ ცხოველები მოცემულ შემოფარგლულ საწარმოში შემოდიან მხოლოდ სხვა შემოფარგლული საწარმოდან ან დაექვემდებარნენ კარანტინს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ბ) დაადასტუროს, რომ შემოფარგლული საწარმოს ვეტერინარის მიერ ჩატარებული კლინიკური, ლაბორატორიული და დაკვლისშემდგომი გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს შეტყობინებას დაქვემდებარებულ ან ახალაღმოცენებულ დაავადებებზე ეჭვს; გ) დაადასტუროს, რომ თუ არსებობს შეტყობინებას დაქვემდებარებულ ან ახალაღმოცენებულ დაავადებებზე ეჭვი, შემოფარგლულ საწარმოზე პასუხისმგებელი ოპერატორი აკეთებს შეტყობინებას ამ ეჭვის შესახებ სააგენტოში და ამცირებს ასეთი დაავადებების გავრცელების პოტენციურ რისკებს შემოფარგლულ საწარმოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ჩამოთვლილი და ახლად აღმოცენებულ დაავადებებთან დაკავშირებით ზედამხედველობის გეგმის იმპლემენტაციისა და შედეგების აუდიტი და, კერძოდ, დაადასტუროს, რომ დაავადების ზედამხედველობის გეგმა განიხილება და ახლდება, სულ მცირე, ყოველწლიურად, ამ მოთხოვნების შესაბამისად. 2. ხმელეთის ცხოველების შემოფარგლულ საწარმოში საკარანტინო, იზოლაციისა და ბიოუსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული მოთხოვნებია: ა) დაიშვება სხვა საწარმოდან შემოსული ისეთი ხმელეთის შენახული ცხოველები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ საკარანტინო პერიოდს და ეს პერიოდი შეესაბამება ამ სახეობის დაავადებებს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება  შემოფარგლული საწარმოდან შემოსულ ცხოველებზე; ბ) დაიშვება მხოლოდ პრიმატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ისეთივე მკაცრ წესებს, როგორიცაა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ((WOAH), 2018 წლის გამოცემა) ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის 6.12.4 მუხლის მოთხოვნები; გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა საწარმოდან შემოყვანილი ხმელეთის ცხოველებისთვის ადეკვატური საკარანტინო სივრცე/ფართი. მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლის სპეციფიკური წესები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის ან თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად და შეუსაბამობის შემთხვევაში, შემდგომი ღონისძიებების შესახებ 1. სახელმწიფო კონტროლი მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის ან თხის იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად უნდა მოიცავდეს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინსპექტირებას იმ საწარმოში, რომელიც ინახავს ამ ცხოველებს და რომელიც განხორციელებულია, სულ მცირე, „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის №275 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირის“ მე-6 მუხლით განსაზღვრული სიხშირის შესაბამისად.   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება შეიძლება, გაერთიანდეს ერთ-ერთ ქვემოთ განსაზღვრულთან: ა) „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლთან; ბ) სხვა სახელმწიფო კონტროლთან „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო კონტროლთან, ინსპექტირებასთან ან ვიზიტებთან. 3. შესამოწმებელი საწარმოს შერჩევისას სააგენტომ, „სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან ერთად, რისკების ანალიზში დამატებით უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: ა) საწარმოში ცხოველთა რაოდენობა; ბ) საწარმოში არსებული და იდენტიფიცირებული ცხოველთა სახეობები; გ) მნიშვნელოვანი ცვლილებები საწარმოში ცხოველთა რაოდენობასთან ან სახეობებთან შედარებით ბოლო 5 წლის განმავლობაში; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა შესაბამისი კრიტერიუმი. 4. როდესაც ტარდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება, სააგენტომ უნდა შეამოწმოს ამ საწარმოში არსებული ყველა მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და თხა. 5. თუ საწარმოში შესამოწმებელი ცხოველის რაოდენობა აღემატება 20-ს, კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს, შეამოწმოს ამ ცხოველების წარმომადგენლობითი (რეპრეზენტაციული) რაოდენობა, თუ შემოწმებული ცხოველების რაოდენობა საკმარისია შემთხვევების 5%-ის გამოსავლენად   95%-იანი სანდოობით. 6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება ტარდება საწარმოში ცხოველთა რეპრეზენტაციულ რაოდენობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ეს ინსპექტირება ადასტურებს იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის მოთხოვნებთან შეუსრულებლობას, სააგენტომ უნდა შეამოწმებს ამ საწარმოში არსებული ყველა სხვა მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და თხა. 7. სააგენტომ შეიძლება, გადაწყვიტოს ამ საწარმოში ცხოველთა წარმომადგენლობითი (რეპრეზენტაციული) რაოდენობის ინსპექტირება, რათა დარწმუნდეს, რომ შემოწმებული ცხოველების რაოდენობა საკმარისია 5%-ზე მეტი შეუსაბამობის შესაფასებლად, პლუს-მინუს 2%-ის სიზუსტით, 95%-იანი სანდოობით. მუხლი 6🔗. შემდგომი ქმედებები ზოგიერთი მსხვილფეხა საქონლის საქართველოს გავლით ტრანზიტისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე 1. როდესაც მსხვილფეხა საქონლის ტვირთი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მოთხოვნებს ჩლიქოსანი ცხოველების ტვირთის მიმართ სიით განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცხოველების დაკვლის ან მოკვლისა და მათი, როგორც „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-2 კატეგორიის მასალის განკარგვის შესახებ, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილებისას (საიდანაც საქონელი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას) გამოვლინდება რაიმე შეუსაბამობა. 2. ცხოველის, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალისა და ცხოველური წარმოშობის ტვირთის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ზოგიერთი ცხოველის, გასამარავლებელი (გენეტიკური) მასალისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ტვირთის შემოყვანის/შემოტანისა და შემოყვანის/შემოტანის შემდეგ გადაადგილებისა და ჰენდლინგის წესი“ და ამ წესის შესაბამისად არ არის წარმოშობილი, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და განკუთვნილია საქართველოს გარე ტერიტორიისთვის, საქართველოს გავლით ტრანზიტი დაიშვება, თუ მათზე ვრცელდება საქართველოს მიერ სიით განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნისთვის, ტერიტორიისთვის ან მისი ზონისთვის და ზოგიერთი სახეობებისა და კატეგორიის ცხოველებისთვის გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის პოტენციური რისკების შესამცირებლად მინიჭებული სპეციალური პირობები.