“ერთიან სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.008.642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 29/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.642

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №476

2006 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის    2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტების და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №69, მუხ. 755) დამტკიცებულ დანართებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ცვლილება შევიდეს დანართ 1, დანართ 2, დანართ 3, დანართ 4 და დანართ 5-ში და დამტკიცდეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმები და სახელმწიფო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების ნიმუშების თანდართული ფორმები (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5);

ბ) შევიდეს დამატება დანართ 6-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 6);

გ) დამტკიცდეს ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატის“ ფორმა დანართი 7-ის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


                                                                                                                                                                     დანართ ი1

 

 

 

                                                                                                                                                                     დანართი 2

 

 

 

                                                                                                                                                                                 დანართი 3

                                                                                                                                                                     დანართი 4

 

 

 

                                                                                                                                                                                 დანართი 5

 


 

                                                                                                        დანართი 6

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატის – მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. უნდა დამზადდეს – 4 ფორმატის წყლისნიშნიან ქაღალდზე.

2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადებიის სამი სახის ერთდროული გამოყენებით.

3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.

6. დოკუმენტის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;

7. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივი-დუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.

8. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატზე მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი ,,ექსტერნატი“ იმ შემთხვევაში, თუ პირმა საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამები დაძლია ექსტერნატის ფორმით.

 

სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატი იბეჭდება წითელ ფერში;

 ჩ-0; -100; -100; -0 ჩარჩო

 ჩ-0; -12; -12; -0 ფონი

 

საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება აგურისფერში

 ჩ-0; -43; -57; -7 ჩარჩო

 ჩ-0; -9; -13; -2 ფონი

 

 ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატების – დამატებითი პროფესიული განათლების მოწმობა, დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულების დიპლომი, საშუალო პროფესიული სასწავლო დაწესებულების დიპლომის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. სახელმწიფო ატრიბუტიკას (წარწერა ,,საქართველო“, გერბი, სამინისტროს ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას;

2. დიპლომი უნდა დამზადდეს წყლისნიშნიან ქაღალდზე.

3. დიპლომის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით.

4. ყველა ხაზი დიპლომში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.

6. დიპლომის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივი-დუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.

 

შენიშვნა: 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება დამატებითი პროფესიული განათლების მოწმობაზე.

 

დიპლომი (დაწყებითი პროფესიული) იბეჭდება ლურჯ ფერში.

       ჩ-23; -9; -0; -41 ჩარჩო

       ჩ-10; -3; -0; -5 ფონი

 

       დიპლომი (საშუალო პროფესიული) იბეჭდება მწვანე ფერში.

       ჩ-15; -0; -11; -34 ჩარჩო

       ჩ-8; -0; -3; -7 ფონი

 

       მოწმობა (დამატებითი პროფესიული) იბეჭდება იისფერში.

       ჩ-11; -18; -0; -29 ჩარჩო

       ჩ-5; -9; -0; -3 ფონი

 

 ტექსტი ყველა დიპლომზე იბეჭდება შავ ფერში.


                                                                                                                                                                                 დანართი 7