საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა  საბჭოს

დადგენილება №118

1991 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა მთელი კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიისათვის გადაცემის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კუთვნილი თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა კომპლექსი.

2. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ორი კვირის ვადაში გადაწყვიტოს თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის განლაგების შესაფერის სასწავლო კომპლექსში.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  სახელმწიფო

კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე